ლუი ვან გაალი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება. გთავაზობთ ანალიზს, რათა დავადგინოთ, სიმართლეა თუ არა მისი სიტყვები.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ ვან გაალმა აღიარა, რომ თავის გამართლებისთვის სიტყვები არ აქვს. პროგრესის შესახებ მისმა სიტყვებმა კი "იუნაიტედის" გულშემატკივარი კიდევ უფრო გააკვირვა, რომელიც მატჩით კვლავ უკმაყოფილო დარჩა.
"ლიგის თასზე შორს გავედით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ, თითოეულ მატჩში კარგად გამოვიყურებოდით და ჩემპიონატში კარგი ადგილი გვიჭირავს. ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე შარშან".
მაგრამ ნამდვილად პროგრესირებს "იუნაიტედი"? წინა სეზონთან შედარებით სხვა დონეს აჩვენებენ?
სანამ "ოლდ ტრაფორდზე" ევროპის ლიგის თებერვლის მატჩებს ელოდებიან, ვან გაალის მტკიცებულებების შესწავლას გთავაზობთ.
პრემიერ ლიგა"ვესტ ჰემთან" ფრე უკვე მეექვსე გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სეზონში
მართლაც, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად არის, როგორც ვან გაალი ამბობს "სატურნირო ცხრილში უკეთეს მდგომარეობაში". მოულოდნელ ლიდერ "ლესტერს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, სეზონის პირველი წრე კი თითქმის დასრულდა. "იუნაიტედი" ტიტულისთვის იბრძვის, რასაც ცოტა ელოდა.
15 ტურის შემდეგ გუნდი თავის წინა სეზონის მაჩვენებელს ერთი ქულით აჭარბებს. ამ დროს გასულ სეზონში მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ლიდერ "ჩელსის" კი რვა ქულით ჩამორჩებოდა. ახლა "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის (4 წაგება), "არსენალისა" (სამი წაგება) და "ჩელსის" (რომელიც უკვე გამოეთიშა ტიტულისთვის ბრძოლას) ჩავარდნისგან სარგებელს იღებენ.
რა თქმა უნდა, თუ დევიდ მოიესის დროს შევადარებთ, პროგრესი სახეზეა. "ევერტონის" ყოფილი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" მე-15 ტურის ჩატარების შემდეგ მეათე ადგილზე იმყოფებოდა და პირველ ადგილს 13 ქულით ჩამორჩებოდა.
მაგრამ, თუ შევადარებთ ქულებს, რომელიც გუნდმა 2013/14 და მომდევნო 2014/15 წლების სეზონში დააგროვა, ვან გაალის ხელმძღვანელობისას პირველი წლის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ 6 ქულით მეტი აიღო. დაგროვილი 70 ქულა "იუნაიტედს" მეოთხე ადგილზე გასვლასა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვედრაში დაეხმარა. ეს ცუდი მიღწევა არ იყო წინა სეზონთან შედარებით.
უფრო მეტიც, გულშემატკივარი ვერც კი ხვდება ვან გაალის გუნდის სათამაშო სტილს, რომელიც მოედანზე დომინირებას გულისხმობს. ამ სტილში გუნდმა უკვე ოთხჯერ ითამაშა პრემიერ ლიგაში მატჩი ანგარიშით 0-0 და ტოპ-შვიდეულის გუნდებს შორის ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა. არც გუნდის საშინაო ფორმა გვგვრის ოპტიმიზმს.
"იუნაიტედის" მიერ გატანილი გოლების საშუალო რაოდენობა სხვადასხვა სეზონებში
ჩემპიონთა ლიგაჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება - "ბრიუგეს" დამარცხების შედეგად - ვან გაალის ხელმძღვანელობის სამწლიან პერიოდში მნიშვნელოვან ეტაპად განიხილებოდა.
დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის გამო "იუნაიტედმა" 25 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოახერხა ევროტურნირზე ასპარეზობა. ვან გაალის დროს პირველივე სეზონში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრა. ევროპის ლიგაზე გუნდის მოხვედრა კი ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა.
სამშაბათს "ვოლფსბურგმა" "იუნაიტედი" ევროპის ლიგაზე გაგზავნაSoccerSpecial-თან ინტერვიუში ტონი გეილმა განაცხადა:
"ვალდებულები იყვნენ, ამ ჯგუფიდან ადვილად გასულიყვნენ, თანაც მოცემული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, რათა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის პრემიერ ლიგის მატჩის წინ დასვენების საშუალება მიეცათ. ძველი "იუნაიტედი" ასეც მოიქცეოდა".
ფაქტიურად სწორედ ასე მოიქცა "იუნაიტედი" 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის დროს. თუმცა გუნდს ჰქონდა პრობლემები საშინაო შეხვედრებში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან უპრობლემოდ გავიდა პირველ ადგილზე, მოიგო ოთხიდან სამი მატჩი და ექვსი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულა. რობინ ვან პერსის გმირული თამაშის წყალობით კი "ოლიმპიაკოსს" პირველ მატჩში დამარცხების მიუხედავად ორმატჩიან დუელში სძლია. არავინ გაუბრაზებია მომდევნო ეტაპზე "ბაიერნთან" წაგებას, რადგან გუნდი მამაცურად იბრძოდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ სიტუაციაზე, რომლის აღწერისას "იუნაიტედის" ზოგიერთი ფეხბურთელი სიტყვა "სირცხვილს" იყენებს.
"იუნაიტედის" მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგაზე დევიდ მოიესისა და ვან გაალის დროს
ინგლისის ლიგის თასიუცნაური იყო ვან გაალისგან ლიგის თასზე პროგრესის შესახებ საუბრის მოსმენა. ამ სეზონში მათ ჩემპიონშიპის გუნდი "იპსვიჩი" დაამარცხეს სახლში, შემდეგ კი იმავე "ოლდ ტრაფორდზე" პენალტების სერიაში "მიდლსბროსთან" დამარცხდნენ, კვლავ უგოლო ფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მეორე რაუნდში საშინლად დამარცხება "მკ დონსთან", რომელიც მაშინ პირველ ლიგაში ასპარეზობდა, უარეს შედეგად ჩაითვლება და წლევანდელი მაჩვენებელი პროგრესია.
"იუნაიტედი" "ბოროსთან" მეტწილად ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციისთვის რთული მატჩის გამო დამარცხდა. ის, რომ გუნდი ორი ეტაპით მეტს გავიდა თასზე, პროგრესისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯია. უნდა აღინიშნოს, რომ მოიესის გუნდი ტურნირს მხოლოდ ნახევარფინალიდან გამოეთიშა და ისიც პენალტების სერიაში.
ინგლისის თასიტურნირის პირველ რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ლიგის გუნდ "შეფილდ იუნაიტედს" შეხვდება. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგისა და ინგლისის თასის ტიტულებისთვის იბრძვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი თასის მოგება გუნდის პროგრესირების მხრივ ცუდი ნიშანი არ იქნება. "იუნაიტედმა" ინგლისის თასი მაისში უნდა მოიგოს.
გასულ სეზონში ვან გაალის გუნდი გასცდა "იოვილს", "კემბრიჯ იუნაიტედს" (გადათამაშების შემდეგ) და "პრესტონს", შემდეგ კი "არსენალთან" მეოთხედფინალში დამარცხდა.
კარისკენ დარტყმების რაოდენობა მცირდებათუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ოთხი სეზონის სასტარტო 15 შეხვედრას შევადარებთ, კარისკენ დარტყმები წლიდან წლამდე მცირდებოდა. სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო სეზონში მათი რაოდენობა 90-ს უდრიდა, დევიდ მოიესის დროს - 72, შემდეგ კი, ვან გაალის დროს 66 და 54.
მოთამაშეებიპროგრესი მხოლოდ შედეგებით არ იზომება. მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მმართველობის სისტემა შეცვალა, გუნდის შემადგენლობაში მკვეთრი ცვლილებები მოხდა. 250 მლნ. ფუნტზე მეტი დაიხარჯა ახალ ფეხბურთელებზე, მათ შორის, რეკორდულ შენაძენ ანხელ დი მარიაზეც, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთ წელს გაჩერდა.
გუნდში მოვიდნენ: ანდერ ერერა, ლუკ შოუ, მარკოს როხო, დეილი ბლინდი, მემფის დეპაი, მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლინი, სერხიო რომერო და ენტონი მარსიალი.
დი მარია "იუნაიტედში" რეკორდული თანხის სანაცვლოდ გადავიდა და მომდევნო წელს პსჟ-ში აღმოჩნდაგუნდი დატოვეს: რობინ ვან პერსიმ, ნანიმ, რაფაელმა, ხავიერ ერნანდესმა, რიო ფერდინანდმა, ნემანია ვიდიჩმა, პატრის ევრამ, შინჯი კაგავამ, დენი უელბეკმა, დარენ ფლეთჩერმა და უილფრიდ ზაჰამ.
უკეთეს მდგომარეობაშია ახლა "იუნაიტედი"? ვან გაალმა მცირე ხნის წინ აღიარა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება:
"ჩემი გუნდით ამჟამად კმაყოფილი ვარ, მაგრამ რამდენიმე პოზიციის გაძლიერება შეგვიძლია. მაგალითად, მარცხენა მცველის პრობლემა გვაქვს".
დასკვნებითუ მხოლოდ ქულებს გადავხედავთ, "იუნაიტედს" გასულ წელთან შედარებით მცირედი პროგრესი აქვს. მაგრამ არსებობს ბევრი გუნდი, რომლებიც ამ სეზონში ტიტულს უმიზნებენ. მათი დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე იმედგაცრუებით დასრულდა, თანაც თამაშის ხარისხი უფრო ცუდია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. გუნდს არცერთხელ არ მოუხერხებია ეროვნულ თასზე ბოლო ორი წლის განმავლობაში გრანდის დამაჯერებლად დამარცხება. ამასთან ერთად, დაიხარჯა 250 მლნ. ფუნტი რამდენიმე ახალ ფეხბურთელზე.
ლუი ვან გაალი გაუტეხელია: გუნდი პროგრესირებს. მწვრთნელის განცხადება, რომელსაც საშინაო ტურნირზე სახლში შვიდი და ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული 2 გამარჯვება ერთვება, უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის. ამასთან ერთად, გუნდი პრემიერ ლიგისა და ინგლისის თასის მოგების პრეტენდენტია. თუმცა, მოცემული მდგომარეობა ამტკიცებს, რომ გუნდს უფრო შესამჩნევი პროგრესი სჭირდება.
წყარო:
skysports