თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2015, 21:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2660,
კომენტარები: 11
მატჩს 9 ფეხბურთელი გამოტოვებს
"იუნაიტედს" 8 ტრავმირებული ჰყავს.
მატჩს 9 ფეხბურთელი გამოტოვებს
ლუი ვან გაალმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში 9 ფეხბურთელი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

ბასტიან შვაინშტაიგერს საფეხბურთო ასოციაციამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის მიზეზიც უინსტონ რიდთან მომხდარი შემთხვევა გახდა.

მატეო დარმიანმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ვოლფსბურგთან" მიიღო ტრავმა და იტალიელი პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს. კრის სმოლინგმა იმავე მატჩში შეხვედრის მიწურულს ბარძაყი დაიზიანა.

მარკოს როხო და ანტონიო ვალენსია ოპერაციას საჭიროებდნენ, ამიტომ ისინი კვლავ ვერ ითამაშებენ. ფილ ჯონსი, ანდერ ერერა, უეინ რუნი და ლუკ შოუც ხელმიუწვდომელნი არიან - თუმცა პოზიტიური ახალი ამბავი ის არის, რომ მორგან შნეიდერლინმა ვარჯიშები განაახლა.

ვან გაალმა ტრავმების შესახებ შემდეგი ცნობები გაავრცელა: "ყველაფერი ცუდად არის. რვა ტრავმირებული გვყავს, რადგან დარმიანი და ასევე სმოლინგიც შეგვიძლია სიას მივამატოთ, შვაინშტაიგერი კი დისკვალიფიცირებულია, ასე რომ, ცხრა მოთამაშეს არ შეუძლია თამაში.

შნეიდერლინი ბრუნდება, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ რვა ტრავმირებული გვყავს და როხოს ამ კვირაში ოპერაცია დასჭირდა, რაც დიდ დროს მოითხოვს. ეს ტრავმები მძიმეა, ძალიან მძიმე - შოუსა და ვალენსიას ასევე ოპერაცია დასჭირდათ და ესეც ჩვენი პრობლემა გახლავთ.

ჩვენთვის კარგი არაფერი ხდება, რადგან წინ მძიმე მატჩები გვაქვს, თუმცა ჩემი აზრით, სმოლინგი, ერერა და დარმიანი შობამდე დაგვიბრუნდებიან".


"ვოლფსბურგთან" განცდილი მარცხის შემდეგ, რომელმაც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა, ვან გაალმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების სულისკვეთება არ შერყეულა: "ვცდილობ, ეს მოვახერხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მოთამაშეებმაც უნდა შეძლონ, რადგან ისინი პროფესიონალები არიან.

საკუთარი უნარები უნდა გამოიყენონ და ჩვენც ბევრი უნდა ვიბრძოლოთ. ამგვარად, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ პრემიერ ლიგის მწვერვალთან. ასოციაციის თასზე ბრძოლა შეგვიძლია და ევროპის ლიგაზეც ვიბრძვით, ასე რომ, მე ვფიქრობ, საკმარისად გვაქვს ბრძოლის მიზეზი".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2015 21:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ნახევარდაცვაში მაინც რომ არ იქმნება პრობლემა და ბასტიანის არ ყოფნა დიდად არ შეეტყობა გუნდს. ბოლო თამაშები აშაკრად ჩააგდო თან. რა თქმა უნდა დიდი ძალაა მაგრამ დაცვაში უფრო გაგვირკავენ სმოლინგის არყოფნის გამო
0
№2
ავტორი: RojoDiablo
11 დეკემბერი 2015 22:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სეზონში ჯერ არაფერია დაკარგული, გარდა პრესტიჟისა. უნდა აღვიდგინოთ სახელი, თუ გამარჯვებული გუნდის არა, ფეხბურთის მოთამაშე გუნდის მაინც. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და დანარჩენი მოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: გაბადაძე
11 დეკემბერი 2015 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
კარგახანა არ დამიწერია ისე კი ვადევნებდი სიახლეებს თვალს, ძან ცუდ მდგომარეობაში ვართ,მარა ყველაზე მეტად ის მიტყდება შვაინას რო მიცენ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია არადა კოშტა რაც ნაბოზრობებს აკეთებს იმას თუ გავითვალისწინებთ სამუდამოდ უნდა აუკრძალონ ფეხბურთი areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: ilker
11 დეკემბერი 2015 22:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
2 კაციც და ლაზარეთის გუნდი გვეყოლება wink
0
№5
ავტორი: Count Alucard
11 დეკემბერი 2015 22:38
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ბორნმუტთანაც ისევ სვარკა უნდა იყოს და ისევ ფრე... თუ არ წავაგეთ კარგი იქნება. recourse
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
11 დეკემბერი 2015 22:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
11კაცი გროვდება ??
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 დეკემბერი 2015 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო ჩვენი საქმე ისეა რაა. ჯერ ეს ლიგიდან გამოვარდნა ხო რაღაც კატასტროფა იყო და ეხლა ეს ამდენი ტრამვა ხო საერთოდ... areyoukiddingme

ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ და ამან როგორც არ უნდა იძახოს ფეხბურთელების სულისკვეთება არ შეირყევაო, შანსი არაა ლიგიდან გამოვარდნას ფეხბურთელებზე არ ემოქმედა.
0
№8
ავტორი: Malboro463
12 დეკემბერი 2015 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ვარელა...კერიკი.. ბლინდი...იანგი...
..........მორგანი......ფელაინი..............
............:::::::::::...მატა............
.ფერიერა/ლინგარდი........დეპაი
.... შეტევასი მარსიალი

ეს შემადგენლობა დაყენოს ეგებს ფრეს გამოვკრათ ხელი
0
№9
ავტორი: dachi_mu
12 დეკემბერი 2015 03:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
შოუ ბრუნდებაო თუ მომელანდა?
0
№10
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2015 10:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
შნეიდერლინი, შოუ არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top