"იუნაიტედს" 8 ტრავმირებული ჰყავს.
ლუი ვან გაალმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში 9 ფეხბურთელი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
ბასტიან შვაინშტაიგერს საფეხბურთო ასოციაციამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის მიზეზიც უინსტონ რიდთან მომხდარი შემთხვევა გახდა.
მატეო დარმიანმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ვოლფსბურგთან" მიიღო ტრავმა და იტალიელი პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს. კრის სმოლინგმა იმავე მატჩში შეხვედრის მიწურულს ბარძაყი დაიზიანა.
მარკოს როხო და ანტონიო ვალენსია ოპერაციას საჭიროებდნენ, ამიტომ ისინი კვლავ ვერ ითამაშებენ. ფილ ჯონსი, ანდერ ერერა, უეინ რუნი და ლუკ შოუც ხელმიუწვდომელნი არიან - თუმცა პოზიტიური ახალი ამბავი ის არის, რომ მორგან შნეიდერლინმა ვარჯიშები განაახლა.
ვან გაალმა ტრავმების შესახებ შემდეგი ცნობები გაავრცელა:
"ყველაფერი ცუდად არის. რვა ტრავმირებული გვყავს, რადგან დარმიანი და ასევე სმოლინგიც შეგვიძლია სიას მივამატოთ, შვაინშტაიგერი კი დისკვალიფიცირებულია, ასე რომ, ცხრა მოთამაშეს არ შეუძლია თამაში.
შნეიდერლინი ბრუნდება, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ რვა ტრავმირებული გვყავს და როხოს ამ კვირაში ოპერაცია დასჭირდა, რაც დიდ დროს მოითხოვს. ეს ტრავმები მძიმეა, ძალიან მძიმე - შოუსა და ვალენსიას ასევე ოპერაცია დასჭირდათ და ესეც ჩვენი პრობლემა გახლავთ.
ჩვენთვის კარგი არაფერი ხდება, რადგან წინ მძიმე მატჩები გვაქვს, თუმცა ჩემი აზრით, სმოლინგი, ერერა და დარმიანი შობამდე დაგვიბრუნდებიან"."ვოლფსბურგთან" განცდილი მარცხის შემდეგ, რომელმაც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა, ვან გაალმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების სულისკვეთება არ შერყეულა:
"ვცდილობ, ეს მოვახერხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მოთამაშეებმაც უნდა შეძლონ, რადგან ისინი პროფესიონალები არიან.
საკუთარი უნარები უნდა გამოიყენონ და ჩვენც ბევრი უნდა ვიბრძოლოთ. ამგვარად, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ პრემიერ ლიგის მწვერვალთან. ასოციაციის თასზე ბრძოლა შეგვიძლია და ევროპის ლიგაზეც ვიბრძვით, ასე რომ, მე ვფიქრობ, საკმარისად გვაქვს ბრძოლის მიზეზი".წყარო:
manutd.com