თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2015, 11:52
ავტორი: giorgi tsintsadze,
ნანახია: 3450,
კომენტარები: 13
ლინგარდი: "საჭირო არ არის, კრიტიკას ყურადღება მივაქციოთ"
ჯესი ლინგარდი თავის თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ იგნორირება გაუკეთონ კრიტიკას, რათა სეზონის მეორე ნაწილზე უკეთ კონცენტრირდნენ.
ლინგარდი:
"ვოლფსბურგთან" მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, განსაკუთრებით კი- ლუი ვან გაალი. სწორედ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა ჯესი ლინგარდმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში:"თამაშობდე "მანჩესტერ იუნაიტედში", ეს ნიშნავს, განიცდიდე დიდ ზეწოლას ყოველთვის. ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენი გამოვარდნის შემდეგ, ძალიან ბევრი კრიტიკის მოსმენა გვიწევს, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის, რათა უკეთ მოვახერხოთ კონცენტრირება სეზონის მეორე ნაწილისათვის"

ასევე, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი დამაფიქრებელი ფაქტიც, რომ ბოლო 20 მატჩში გუნდმა მხოლოდ 15 გოლის გატანა მოახერხა, ეს პრემიერ ლიგის ექვსეულში მყოფ გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. მათ შორის, ყველაზე მეტი გატანილი გოლი ხუან მატას აქვს - 4 , მარსიალს - 3, მემფის დეპაისა და უეინ რუნის -2. თუმცა მემფისი ამბობს, რომ ეს არ მიუთითებს პრობლემაზე: "ჩვენ ვქმნით ბევრ შანსს, თუმცა რეალიზებას ვერ ვახდენთ, ჩვენ ვმუშაობთ ამის აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება".

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგაში მე-4 პოზიციაზეა და შაბათს გასვლაზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდება, რომელიც მე-17 ადგილზე იმყოფება.

წყარო:football.ua
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
11 დეკემბერი 2015 11:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვან გაალი რო არ აქცევს ყურადღებას კრიტიკას მაგიტო ვართ კაი დღეში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: giorgi tsintsadze
11 დეკემბერი 2015 11:58
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 10
ერთი დღის დაგვიანებით გამომიქვეყნეთ ეს სიახლე სამწუხაროდ :-(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2015 12:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ თასიდან ამოვარდნენ, ეხლა ლიგიდან. იმის იმედს მაინც ტოვებდნენ რომ პრემიერ ლიგაზე გადაერთვებიან და რამე შანსი მაინც გვექნება მოგების

giorgi tsintsadze,
გუშინ მოგწერე რომ დღეს ბევრი დევს და ხვალ გამოვაქვეყნებთ თქო, საჩქარო არ იყო winked
0
№4
ავტორი: AkkRed
11 დეკემბერი 2015 13:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შაბათს რა იქნება ნეტავი
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
11 დეკემბერი 2015 15:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დაიკიდეთ რას ილაპარაკებენო, ასე გამოუვიდა ლინგარდს.
0
№6
ავტორი: Martial
11 დეკემბერი 2015 15:07
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
უეფაზეც ვინმე ბანძი დაგვეჯახება და ისიც გამოგვაგდებს
0
№7
ავტორი: Best 7
11 დეკემბერი 2015 16:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Es gaagdet gundidan
0
№8
ავტორი: A.HERRERA
11 დეკემბერი 2015 17:59
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ვან გაალი არ ვიცი მარა გუნდი იმსახურებს კრიტიკას, გაალი ვერ შევა და ვერ გაიტანს ბურთს ამათ მაგივრად. უბრალოდ უემოციო როჟაა და ეგ ტეხავს, სკამს და კროსვორდებსაა მიჯაჭვული, იმის მაგივრად რო ადგეს და გუნდი გაამხნევოს, მოტივაცია მისცეს. თუმცა ტიპი დაბერდა, მაგის თავი სადღა აქვს :დ

giorgi tsintsadze,
ალასანია ძმა ? :დ
0
№9
ავტორი: giorgi tsintsadze
11 დეკემბერი 2015 19:30
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 10
A.HERRERA,
ალასანიააა საუკეთესო უნივერსიტეტი <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: A.HERRERA
11 დეკემბერი 2015 21:08
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
giorgi tsintsadze,
ახლა არ თქვა, რო ვერ გამოვიცანი.
რედარმის ფოტო ნახე პირველ სართულზე, ერთ-ერთ კომპიუტერზე დაყენებული და მერე დარეგისტრირდი, ჰო ? :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top