პირველად, ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" საკუთარ მომავალს ვეღარ აკონტროლებს.
უპირველესად, აუცილებელია იმის თქმა, რომ ''ოლდ ტრაფორდის'' ხელმძღვანელობა ლუი ვან გაალის დათხოვნას არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.
მან, უმეტესწილად, შეასრულა შესამუშავებული გეგმა. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' მეტად ორგანიზებული და სტაბილური გახდა. გუნდმა გააუმჯობესა შედეგები საკუთარ კედლებში და დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან ერთად, კარგ პოზიციაზე იმყოფება შიდა ჩემპიონატში და საიმედო შანსები აქვს ტიტულის მოგებისთვის.
მაგრამ ვერავინ ვერ აარიდებს თვალს იმ ფაქტს, რომ ჰოლანდიელმა წლევანდელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე ჩააგდო. რის გამოც, მან უკვე არ იცის, როდის და როგორ დასრულდება მისი მოღვაწეობა ''ოლდ ტრაფორდზე''.
აქამდე ვან გაალი ამბობდა, რომ თავისი მომავალი თავისივე კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა და სამ-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მან გუნდთან 2014 წელს გააფორმა, თავის იდეალურ ადგილას, პორტუგალიაში გაემგზავრებოდა თავის ცოლთან ერთად.
მაგრამ ბევრ გულშემატკივარს ნახავთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვან გაალს ჯერ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რათა იგი დაითხოვონ. ალექს ფერგიუსონმა გააკეთა. ლუი ვან გაალმა- ბევრი ვერაფერი.
გარი ნევილმა თავისი კაპიტნობის პერიოდში, წინა სამატჩო ხელის ჩამორთმევის შესახებ თქვა: "ოლდ ტრაფორდზე'' ჩვენ გიწოდებთ ხელს და არა- პირიქით". ანალოგიურად, ისეთი დონის გუნდი, როგორც ''იუნაიტედია'', თვითონ გეუბნება, როდის უნდა წახვიდე და არა- პირიქით.
ამის მიუხედავად, ,,იუნაიტედს'' კიდევ ერთი კარგი ალტერნატივა გამოუჩნდა, რომელიც ზაფხულში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
კარლო ანჩელოტიმ არაერთხელ გვაცნობა, რომ მას ფეხბურთში დაბრუნება სურს და, სავარაუდოდ, პრემიერლიგაში. პეპ გვარდიოლა წლის ბოლოს კონტრაქტის გარეშე რჩება. ჟოზე მაურინიო შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩეს, თუ ერთ დღეს რომან აბრამოვიჩი ცუდ ხასიათზე გაიღვიძებს. ანტონიო კონტე და დიეგო სიმეონეც საკმაოდ შესაძლებელი ვარიანტებია.
ყველაფერს აქვს პლუსი და მინუსი. მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ალტერნატივას შეთავაზება ვან გაალისთვის. უკვე ცნობილია, რომ ლუი სეზონს ,,იუნაიტედში'' დაამთავრებს, ხოლო შედეგის შესაბამისად, იგი მიიღებს პასუხს- გააგრძელებს თუ არა აქ მუშაობას.
თუ ,,იუნაიტედი'' ტიტულს მოიგებს ან სეზონს მეორეზე დაასრულებს და ამასთან ერთად ''Fa Cup-ს'' მოიგებს, ალბათ, გულშემატკივრების უმრავლესობა მის დარჩენას მოითხოვს. მაგრამ თუ ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ?! რა იქნება თუ ''იუნაიტედი'' სეზონის ბოლოს მეოთხეზე გავა და ზედიზედ მესამე წელს უტიტულოდ დაასრულებს? შემდეგ რა მოხდება?!
დატოვებს ''ოლდ ტრაფორდი'' ვან გაალს კიდევ ერთი წლით მაშინ, როცა გვარდილა და ანჩელოტი სხვაგან წავლენ? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ''იუნაიტედი'' რაიან გიგზის იმედად დარჩება, როცა ვან გაალის კონტრაქტი ამოიწურება? პასუხი შესაძლებელია, მაგრამ შეძლებს თუ არა რაიანი ამის გაკეთებას მაშინ, როცა არავინ იცნობს უელსელს, როგორც მწვრთნელს? ანალოგიური ითქმის გარი ნევილზეც.
გუშინდელი მარცხი ''ვოლფსბურგთან'', სათამაშო სტილი და ის თანხა, რომელიც მან ტრანსფერებზე დახარჯა, არავითარ დადებითს არ მოუტანს ვან გაალს.
გულშემატკივარს არ დაავიწყდება, რომ როცა ''იუნაიტედს'' გოლი სჭირდება, მას მაიკლ კერიკი და ნიკ პაუელი შემოჰყავს, რადგან შემტევი ფეხბურთელები ან გაყიდა ან ''ბრაიტონში'' გაანათხოვრა.
გულშემატკივრებს ასევე არ დაავიწყდებათ ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი, სადაც თქვა, რომ თავისი მოსვლის შემდეგ გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. მისდა სამწუხაროდ, იგი ძალიან ცდება!
მას ჯერ არ აქვს ისეთი ურთიერთობა გუნდთან, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იყოს. მაგრამ მისი ქმედებით ჰოლანდიელმა თავი კუთხეში მიამწყვდია და ძალიან გაუჭირდება იქედან დაძრომა.
წყარო-ManchesterEvening