თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2015, 21:17
ავტორი: ViDa,
ნანახია: 6941,
კომენტარები: 16
ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობა "იუნაიტედში"
პირველად, ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" საკუთარ მომავალს ვეღარ აკონტროლებს.
ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობა
უპირველესად, აუცილებელია იმის თქმა, რომ ''ოლდ ტრაფორდის'' ხელმძღვანელობა ლუი ვან გაალის დათხოვნას არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

მან, უმეტესწილად, შეასრულა შესამუშავებული გეგმა. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' მეტად ორგანიზებული და სტაბილური გახდა. გუნდმა გააუმჯობესა შედეგები საკუთარ კედლებში და დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან ერთად, კარგ პოზიციაზე იმყოფება შიდა ჩემპიონატში და საიმედო შანსები აქვს ტიტულის მოგებისთვის.

მაგრამ ვერავინ ვერ აარიდებს თვალს იმ ფაქტს, რომ ჰოლანდიელმა წლევანდელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე ჩააგდო. რის გამოც, მან უკვე არ იცის, როდის და როგორ დასრულდება მისი მოღვაწეობა ''ოლდ ტრაფორდზე''.

აქამდე ვან გაალი ამბობდა, რომ თავისი მომავალი თავისივე კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა და სამ-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მან გუნდთან 2014 წელს გააფორმა, თავის იდეალურ ადგილას, პორტუგალიაში გაემგზავრებოდა თავის ცოლთან ერთად.

ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობა "იუნაიტედში"

მაგრამ ბევრ გულშემატკივარს ნახავთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვან გაალს ჯერ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რათა იგი დაითხოვონ. ალექს ფერგიუსონმა გააკეთა. ლუი ვან გაალმა- ბევრი ვერაფერი.

გარი ნევილმა თავისი კაპიტნობის პერიოდში, წინა სამატჩო ხელის ჩამორთმევის შესახებ თქვა: "ოლდ ტრაფორდზე'' ჩვენ გიწოდებთ ხელს და არა- პირიქით". ანალოგიურად, ისეთი დონის გუნდი, როგორც ''იუნაიტედია'', თვითონ გეუბნება, როდის უნდა წახვიდე და არა- პირიქით.

ამის მიუხედავად, ,,იუნაიტედს'' კიდევ ერთი კარგი ალტერნატივა გამოუჩნდა, რომელიც ზაფხულში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობა "იუნაიტედში"

კარლო ანჩელოტიმ არაერთხელ გვაცნობა, რომ მას ფეხბურთში დაბრუნება სურს და, სავარაუდოდ, პრემიერლიგაში. პეპ გვარდიოლა წლის ბოლოს კონტრაქტის გარეშე რჩება. ჟოზე მაურინიო შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩეს, თუ ერთ დღეს რომან აბრამოვიჩი ცუდ ხასიათზე გაიღვიძებს. ანტონიო კონტე და დიეგო სიმეონეც საკმაოდ შესაძლებელი ვარიანტებია.

ყველაფერს აქვს პლუსი და მინუსი. მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ალტერნატივას შეთავაზება ვან გაალისთვის. უკვე ცნობილია, რომ ლუი სეზონს ,,იუნაიტედში'' დაამთავრებს, ხოლო შედეგის შესაბამისად, იგი მიიღებს პასუხს- გააგრძელებს თუ არა აქ მუშაობას.

ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობა "იუნაიტედში"

თუ ,,იუნაიტედი'' ტიტულს მოიგებს ან სეზონს მეორეზე დაასრულებს და ამასთან ერთად ''Fa Cup-ს'' მოიგებს, ალბათ, გულშემატკივრების უმრავლესობა მის დარჩენას მოითხოვს. მაგრამ თუ ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ?! რა იქნება თუ ''იუნაიტედი'' სეზონის ბოლოს მეოთხეზე გავა და ზედიზედ მესამე წელს უტიტულოდ დაასრულებს? შემდეგ რა მოხდება?!

დატოვებს ''ოლდ ტრაფორდი'' ვან გაალს კიდევ ერთი წლით მაშინ, როცა გვარდილა და ანჩელოტი სხვაგან წავლენ? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ''იუნაიტედი'' რაიან გიგზის იმედად დარჩება, როცა ვან გაალის კონტრაქტი ამოიწურება? პასუხი შესაძლებელია, მაგრამ შეძლებს თუ არა რაიანი ამის გაკეთებას მაშინ, როცა არავინ იცნობს უელსელს, როგორც მწვრთნელს? ანალოგიური ითქმის გარი ნევილზეც.

გუშინდელი მარცხი ''ვოლფსბურგთან'', სათამაშო სტილი და ის თანხა, რომელიც მან ტრანსფერებზე დახარჯა, არავითარ დადებითს არ მოუტანს ვან გაალს.

ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობა "იუნაიტედში"

გულშემატკივარს არ დაავიწყდება, რომ როცა ''იუნაიტედს'' გოლი სჭირდება, მას მაიკლ კერიკი და ნიკ პაუელი შემოჰყავს, რადგან შემტევი ფეხბურთელები ან გაყიდა ან ''ბრაიტონში'' გაანათხოვრა.

გულშემატკივრებს ასევე არ დაავიწყდებათ ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი, სადაც თქვა, რომ თავისი მოსვლის შემდეგ გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. მისდა სამწუხაროდ, იგი ძალიან ცდება!

მას ჯერ არ აქვს ისეთი ურთიერთობა გუნდთან, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იყოს. მაგრამ მისი ქმედებით ჰოლანდიელმა თავი კუთხეში მიამწყვდია და ძალიან გაუჭირდება იქედან დაძრომა.

წყარო-ManchesterEvening
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2015 10:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
DRJBECKHAM,
მემგონი, კი.

ვან გაალის გაშვებას არ ვეთანხმები, ასეთ გადაწყვეტილებას არასდროს დავეთანხმები სეზონის შუა ნაწილში, თუნდაც მოიესი იყო ისევ პოსტზე. არ მჯერა კაცის, რომელიც შუა სეზონში მოვა და სასწაულებს ჩაიდენს. ლივერპულის მაგალითს დამისახელებთ, მაგრამ კლოპი იმას მაინც ვერ იზამს წელს, რასაც მომავალ წელს. სხვა საქმეა, როცა მოდიხარ, უშვებ და მოგყავს ფეხბურთელები და სულ სხვა, როცა არსებულებთან მუშაობ. მოგწონს-არ მოგწონს მაინც გყავს გუნდში და გინდა თუ არა, რესურსი არ გაქვს.

ვან გაალმა თავისი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოარგო თავისი სისტემა. ახლა რომ სხვა მოვიდეს, მოიტანს სხვა სისტემას, რომელსაც ეს ფეხბურთელები არ მოერგებიან, ამ სავარაუდო კანდიდატებს შორის ყველას ვან გაალისგან განსხვავებული სტილი აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: DRJBECKHAM
10 დეკემბერი 2015 10:32
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
RojoDiablo,
Imas mainc izams axali mwvrtneli ro swor fexburtels mostxovs woodwords. Sachiroa wingeri sachiroa centraluri mcveli
0
№13
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2015 16:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წლის ბოლომდე ესეთი აურზაური იქნება, სანამ რომელიმე ჩემპიონას არ მოიგებს
0
№14
ავტორი: Jorbe-Jorbe
10 დეკემბერი 2015 16:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დიეგო სიმეონე !
0
№15
ავტორი: ilker
10 დეკემბერი 2015 17:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
არაფრის დიდებით არ უნდა გავუშვათ ყოველ შემთხვევაში ამ სეზონის ბოლომდე
0
№16
ავტორი: bastian777
10 დეკემბერი 2015 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
sezonis bolomde darcheba van gaali, axali sezonidan sxva mcvrtneli mova, magram manchesteri chempionta ligaze ar iqneba. ai es shedegi iqneba zustad vici
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top