თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2015, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2342,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" ორი ახალი ტრავმირებული ჰყავს
"იუნაიტედის" კიდევ ორი ფეხბურთელი გუშინდელ მატჩში დაშავდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველები მატეო დარმიანი და კრის სმოლინგი "წითელი ეშმაკების" ლაზარეთში სხვა ფეხბურთელებს შეუერთდნენ.

დარმიანმა პირველი ტაიმის დასრულებამდე მუხლის ტრავმა მიიღო, ხოლო კრის სმოლინგმა მატჩის მიწურულს კუნთი გაიჭიმა. ვან გაალი იძულებული იყო კრის სმოლინგი შეტევაში გაეშვა და მის ნაცვლად მაიკლ კერიკი დაეყენებინა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა.

ვან გაალს მატჩის შემდეგ დარმიანისა და სმოლინგის ტრავმების შესახებ ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ პირველი პროგნოზი ნეგატიურია.

"მატეო დარმიანს მუხლის ტრავმა აქვს, ხოლო სმოლინგს კუნთის. სმოლინგი ამის გამო ვერ ხტებოდა და "ვოლფსბურგის" მესამე გოლი ამის გამოც გავიდა. დაცვითი ვალდებულებები სხვა ფეხბურთელისთვის უნდა გადაეცა, ეს კი კომნიკაციისა და უნარის საკითხია. ნალდოს შესახებ ვიცოდით, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავით თამაშში".

რაც შეეხება შაბათს გასამართ შეხვედრაში ტრავმირებული ფეხბურთელების თამაშის ალბათობას, ვან გაალმა განაცხადა: "არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა. ეს დღეს ღამით მოხდა, მაგრამ ჩვეულებრივ, შაბათს ვერ უნდა ითამაშონ".

დარმიანი, სმოლინგი, ფილ ჯონსი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, ანდერ ერერა, მორგან შნეიდერლინი, უეინ რუნი - ტრავმირებულ ფეხბურთელა ჩამონათვალი.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2015 10:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"არსენალს" ტრავმებით დავემსგავსეთ, პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდს თამაშითა და შედეგებით.

ერთი მატჩი როგორ ვერ უნდა დავასრულოთ ტრავმის გარეშე არ გესმის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Malboro463
9 დეკემბერი 2015 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ერთი ფერიერასაც მისცეს შანსი 1_2 კი ითამაშა მარა არ კმარა.
0
№3
ავტორი: ilker
9 დეკემბერი 2015 11:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
აუ ნერვები მაქ მოშლილი, როგორ ვერ გავედით ჯგუფიდან. სმოლინგს თუ იცოდა ასეთი ტრამვა ქონდა, ფელაინი დაეყენებინა მის წინააღმდეგ

ნალდოს წინააღმდეგ კუთხურის დროს

RojoDiablo, სამწვრთნელო შტაბიცა და მედ-პერსონალიც გასაყრელია გუნდიდან.

მარსიალი ცხენივით დარბოდა და ბოლომდე იბრძოდა. ფორვარდი ნახევარდაცვაში ჩამოდიოდა და სად აღარ იყო. ეს თამაში ნახევარდაცვამ და გამოუცდელმა დაცვამ წაგვაგებინა
0
№4
ავტორი: Mufc7
9 დეკემბერი 2015 12:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სიზმარი მგონია რაც ხდება ჩვენ გარშემო, მგონია, რომ უნდა გავიღვიძო და ისევ ფერგი დავინახო მთავარი მწვრთნელის პოსტზე და არც ასეთი სიტუაცია უნდა იყოს გუნდში recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Count Alucard
9 დეკემბერი 2015 13:40
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ბლეკეტი მაინც დააბრუნონ სელტიკიდან... მცველი გვჭირდება სასწრაფოდ...

Mufc7,
ეს ცხოვრება კოშმარია. lol lol
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 დეკემბერი 2015 14:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბლეკეტი, ვილსონი, ჩჲჩა, ნანი, რვპ, დიმარია
0
№7
ავტორი: mamuka 4
9 დეკემბერი 2015 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ai tu ar yofila gundshi bevri fexburteli sachiro , azrze ver movdivar rato gaushva an rafa an di maria an chicha kide vin chamovvalo ? axla edzebs flangis mcvelebs da rafa ar mchirdebao idzaxoda da*i*si filosopiashi .
0
№8
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2015 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აი ესღა გვაკლდა. ეხლა რა შემადგენლობა იქნება წარმომიდგენია
0
№9
ავტორი: koba-army
9 დეკემბერი 2015 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
o_O
0
№10
ავტორი: UTD-Rule
9 დეკემბერი 2015 16:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვარელა - მაკნეირი - ბლინდი - ჯეკსონი

ეს დაცვა უნდა იყოს შემდეგ მატჩში? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top