"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველები მატეო დარმიანი და კრის სმოლინგი "წითელი ეშმაკების" ლაზარეთში სხვა ფეხბურთელებს შეუერთდნენ.
დარმიანმა პირველი ტაიმის დასრულებამდე მუხლის ტრავმა მიიღო, ხოლო კრის სმოლინგმა მატჩის მიწურულს კუნთი გაიჭიმა. ვან გაალი იძულებული იყო კრის სმოლინგი შეტევაში გაეშვა და მის ნაცვლად მაიკლ კერიკი დაეყენებინა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა.
ვან გაალს მატჩის შემდეგ დარმიანისა და სმოლინგის ტრავმების შესახებ ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ პირველი პროგნოზი ნეგატიურია.
"მატეო დარმიანს მუხლის ტრავმა აქვს, ხოლო სმოლინგს კუნთის. სმოლინგი ამის გამო ვერ ხტებოდა და "ვოლფსბურგის" მესამე გოლი ამის გამოც გავიდა. დაცვითი ვალდებულებები სხვა ფეხბურთელისთვის უნდა გადაეცა, ეს კი კომნიკაციისა და უნარის საკითხია. ნალდოს შესახებ ვიცოდით, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავით თამაშში".
რაც შეეხება შაბათს გასამართ შეხვედრაში ტრავმირებული ფეხბურთელების თამაშის ალბათობას, ვან გაალმა განაცხადა: "არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა. ეს დღეს ღამით მოხდა, მაგრამ ჩვეულებრივ, შაბათს ვერ უნდა ითამაშონ".
დარმიანი, სმოლინგი, ფილ ჯონსი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, ანდერ ერერა, მორგან შნეიდერლინი, უეინ რუნი - ტრავმირებულ ფეხბურთელა ჩამონათვალი.