თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2015, 09:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალმა "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრა.

საერთო სურათი


"ვფიქრობ, სიგიჟეა. გოლები გავიტანეთ, შემდეგ კი ისინი გვიუქმებენ. ისევ გვაქვს შანსი, მაგრამ მათაც აქვთ შანსი. როცა გავიტანეთ, ორი წუთის შემდეგ გაგვიტანეს. გამარჯვების გოლიც გათანაბრებიდან ორი წუთის შემდეგ გავიდა, ასე რომ, მოგების შანსი გვქონდა. გამარჯვებისთვის ვიბრძოდით, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ათი კაცით დარჩენის შემდეგ იმაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებდით, რაც გავაკეთეთ".

იყო კონცენტრაციის ნაკლებობა?

"უცნაურია, ასე მოხდა ეინდჰოვენშიც, როცა ცსკა-მ გაიტანა და პსვ 10 წუთში დაწინაურდა, ეს ფეხბურთია.

"იუნაიტედის" დონის გუნდი ასე ადრე უნდა გავარდნილიყო?

"არა, შეიძლება თქვათ, რომ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რთული ჯგუფი გვქონდა და შედეგიც შესაბამისია. ყოველთვის 1-0 ან 2-1 ფიქსირდებოდა. პსვ-ს წინააღმდეგ პირველი მატჩი გახსოვთ, როცა მსაჯის გადაწყვეტილებებმა იქონია გავლენა, ასევე ამ მატჩში, მსაჯის გადაწყვეტილებები ჩვენთვის კარგი არ იყო. როცა რთული ჯგუფია, ასე ხდება".

ლინგარდის გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა

"როცა ამას გვერდითი მსაჯი ამჩნევს, ძალიან კარგად მუშაობს. როცა თავიდან გოლს თვლი, მერე შენთან რამდენიმე ფეხბურთელი მოდის და აზრს იცვლი, ცოტათი უცნაურია. არა მგონია, მატას მეკარისთვის ხელი შეეშალოს, რადგან ბურთი კარში მიდიოდა. ამიტომ, არა მგონია, მეკარე მიწვდომოდა. რა თქმა უნდა, მეკარე მატას თამაშგარეში ხედავს და ამისგან სარგებელს იღებს, მსაჯზე ზეწოლას ახდენს".

ევროპის ლიგაზე გასვლა

"ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მოთამაშეებიც. ეს იყო ტურნირი, სადაც ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება გვინდოდა და ვეღარ შევძლებთ".

რამდენად დააზარალებს ეს წაგება სამუშაოს, რომელსაც თქვენ სწევთ?


"ეს არავინ იცის, რადგან იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ ვართ, იმ ტრავმებით, რომელმაც ბოლო 15 წუთში 10 ფეხბურთელით დაგვტოვა, ანალიზს ვერ მოახდენ. ვითარება ცუდი იყო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", მაგრამ ამის გაგება რთულია, რადგან გულშემატკივარს, მწვრთნელსა და მოთამაშეებს გამარჯვება სურთ. ასე არ ხდება - სპორტში შეიძლება წააგო კიდეც. რა თქმა უნდა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახეთ, რომლებიც კარგად თამაშობდნენ, ჩემი აზრით".

შვაინშტაიგერის თამაში და შეცვლა

"ის უნდა ჩამენაცვლებინა და ტყუილად არ გამიკეთებია ეს. ვიფიქრე, რომ სხვა ფეხბურთელით ამას უფრო კარგად გავაკეთებდი. ყველანი ადამიანები ვართ და ბასტიანიც ადამიანია, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაში სურს და გერმანიაში თავისი შესაძლებლობების ჩვენება უნდოდა. ვერ ვიტყვი, რომ "ბაიერნში" ჩემი მუშაობის პერიოდში მყოფ შვაინშტაიგერს ჰგავდა".

რამდენად ჰქონდა "იუნაიტედს" პროგრესი ბოლო 18 თვის განმავლობაში?

"ამ წუთისთვის, თავს ვერ დავიცავ, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით და ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვიტყვი, მცდარი იქნება. როცა ფაქტებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ინგლისის თასზე უფრო შორს წავედით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავედით; თითოეული ეს მატჩი ჩავატარეთ და ლიგაში ჯერ კიდევ კარგი ადვილი გვიჭირავს. ფაქტები ამტკიცებს, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით, ასე რომ, ეს არის ჩემი პასუხი, რადგან მხოლოდ ფაქტების მოცემა შემიძლია. რა თქმა უნდა, ძალიან გამიცრუვდა იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2015 10:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მთელი ორი წელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მუხტის სრულფასოვნად შეგრძნებას ველოდები და შესაძლებლობა ისევ წამერთვა. კიდევ ერთი წელი უნდა ვიცადო ამისთვის და არც მერე მექნება გარანტირებული. აწმყოში ყველაფერი ცუდად გვაქვს, საშინელ მდგომარეობაშია გუნდი და შედეგს ტრავმებიც ემატება, ამიტომ მომავალზე ვილაპარაკო უკეთესია, კარგს მაინც წარმოვიდგენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DRJBECKHAM
9 დეკემბერი 2015 10:29
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ძალიან კარგი რო გამოვარდით, ყვეკაფეღი არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია, ხო შეიძლებოდა დანტეს მოყვანა?ბავარიამ 9 მილიონად გაყიდა. ცაცია ცენტრალუღი მცველი ხო უნდოდა? მცხვენია მართლა. დარმიანი მარჯვნივ უნდა ყოფილიყო თავიდანვე. ამ თამაშით და ესეთ გუნდში გადმოსვლა არავის მოუნდება. თავისუფალი აგენტი იყო რონ ვლაარი, არ დაუმატა იმიტო რო უეჩველი ბლინდს ****ვს, ან პირიქით. ლინგარდს ერთი გაუვარდა და შესცა უკვე ამ ძირითადით. პოუელის შემოსვლა და მატას გაყვანა უკვე სრული პანიკა იყო! !

Gundma dakarga is ritac grandi gaxda. Evra da nevili iko dacvashi plangebze, win gigzi beckham ronaldo igive valencia da mtavari datvirtva flangebze iko, exa kide uazrod , demagogiurad centridan cdiloben ragacas. Marjvena wingeri dzalian sachiroa. Mane, robben bale, cuadrado, willian. Sufta wingeri romelic marto marjvniv idgeba da aawiokebs mowinaagmdeges da ara matasnairi winger

Gundma dakarga is ritac grandi gaxda. Evra da nevili iko dacvashi plangebze, win gigzi beckham ronaldo igive valencia da mtavari datvirtva flangebze iko, exa kide uazrod , demagogiurad centridan cdiloben ragacas. Marjvena wingeri dzalian sachiroa. Mane, robben bale, cuadrado, willian. Sufta wingeri romelic marto marjvniv idgeba da aawiokebs mowinaagmdeges da ara matasnairi winger
0
№3
ავტორი: Donkirvala
9 დეკემბერი 2015 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ევროპის ლიგა ერთადერთი ევროპული ტიტულია რომელიც იუნაიტედს მოგებული არ აქვს ხოდა მიაწექით ეხლა შესანიშნავი შესაძლებლობაა ევროპის დიდ ოთხეულში შესასვლელად
0
№4
ავტორი: Malboro463
9 დეკემბერი 2015 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ეყიდა თავის დროზე ალვეში ან კარვახალი.ეს დარმიანი დიდი არაფერია ცოტა ტექნიკური ფეხბურთელებია ფლანგზე საჭირო

ტიპი რაზე წუწუნებს გოლი არ უნდა გაეუქმებინაო. ფუ
0
№5
ავტორი: ilker
9 დეკემბერი 2015 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ეს კაცი გვიმსხვერპლებს. იუნაიტედიჯგუფში ჩარჩა და ეს ყოფილა თურმე წინ გადადგმული ნაბიჯი შარშანდელთან შედარებით. აჩვენეთ ამ კაცს ვინმემ იუნაიტედის მუზეუმი, ტიპი სადაა ვერ ხვდება. მუღამი დამიკარგეს ყველაფრის, შარშანაც უმოტივაციოდ ვუყურებდი თამაშს და წელს ხო მოვკვდი ლამის
0
№6
ავტორი: Count Alucard
9 დეკემბერი 2015 13:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შარშან ნახევრ მატჩებში მაინც იყო რაღაც სანახაობრივი, ასეთ საშინელებას ნამდვილად არ თამაშობდა გუნდი, იყო ცუდი მატჩებიც მაგრამ კარგებიც იყო. წელს კარგი მატჩი მარტო ლივერპულთან გვქონდა... მეტს ვერ ვიხსენებ...
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 დეკემბერი 2015 14:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გული მერევა უკვე ლუი შენს ლაპარაკზე
0
№8
ავტორი: Mike
9 დეკემბერი 2015 14:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
არ მესმის კლუბის ხელმძღვანელობის, სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ სანამ სუ დაანგრია გუნდი და გააქცია ფეხბურთელებიი
0
№9
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2015 15:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვოლფსბურგმა რამდენი შეტევაც გაგვიკეთა ამ გუნდს მთელი წელია არ გაუკეთებია. თან რა გააზრებულად თამაშობდა გუნდი, უფრო დიდი ანაგრიშით უნდა წაგვეგო
0
№10
ავტორი: Best 7
9 დეკემბერი 2015 16:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ertqderti is mamshvidebs rom evropis liga arasdros mogvigia da lui tu moigebs dzalian kargi iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top