თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2015, 09:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალმა "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრა.

საერთო სურათი


"ვფიქრობ, სიგიჟეა. გოლები გავიტანეთ, შემდეგ კი ისინი გვიუქმებენ. ისევ გვაქვს შანსი, მაგრამ მათაც აქვთ შანსი. როცა გავიტანეთ, ორი წუთის შემდეგ გაგვიტანეს. გამარჯვების გოლიც გათანაბრებიდან ორი წუთის შემდეგ გავიდა, ასე რომ, მოგების შანსი გვქონდა. გამარჯვებისთვის ვიბრძოდით, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ათი კაცით დარჩენის შემდეგ იმაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებდით, რაც გავაკეთეთ".

იყო კონცენტრაციის ნაკლებობა?

"უცნაურია, ასე მოხდა ეინდჰოვენშიც, როცა ცსკა-მ გაიტანა და პსვ 10 წუთში დაწინაურდა, ეს ფეხბურთია.

"იუნაიტედის" დონის გუნდი ასე ადრე უნდა გავარდნილიყო?

"არა, შეიძლება თქვათ, რომ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რთული ჯგუფი გვქონდა და შედეგიც შესაბამისია. ყოველთვის 1-0 ან 2-1 ფიქსირდებოდა. პსვ-ს წინააღმდეგ პირველი მატჩი გახსოვთ, როცა მსაჯის გადაწყვეტილებებმა იქონია გავლენა, ასევე ამ მატჩში, მსაჯის გადაწყვეტილებები ჩვენთვის კარგი არ იყო. როცა რთული ჯგუფია, ასე ხდება".

ლინგარდის გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა

"როცა ამას გვერდითი მსაჯი ამჩნევს, ძალიან კარგად მუშაობს. როცა თავიდან გოლს თვლი, მერე შენთან რამდენიმე ფეხბურთელი მოდის და აზრს იცვლი, ცოტათი უცნაურია. არა მგონია, მატას მეკარისთვის ხელი შეეშალოს, რადგან ბურთი კარში მიდიოდა. ამიტომ, არა მგონია, მეკარე მიწვდომოდა. რა თქმა უნდა, მეკარე მატას თამაშგარეში ხედავს და ამისგან სარგებელს იღებს, მსაჯზე ზეწოლას ახდენს".

ევროპის ლიგაზე გასვლა

"ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მოთამაშეებიც. ეს იყო ტურნირი, სადაც ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება გვინდოდა და ვეღარ შევძლებთ".

რამდენად დააზარალებს ეს წაგება სამუშაოს, რომელსაც თქვენ სწევთ?


"ეს არავინ იცის, რადგან იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ ვართ, იმ ტრავმებით, რომელმაც ბოლო 15 წუთში 10 ფეხბურთელით დაგვტოვა, ანალიზს ვერ მოახდენ. ვითარება ცუდი იყო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", მაგრამ ამის გაგება რთულია, რადგან გულშემატკივარს, მწვრთნელსა და მოთამაშეებს გამარჯვება სურთ. ასე არ ხდება - სპორტში შეიძლება წააგო კიდეც. რა თქმა უნდა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახეთ, რომლებიც კარგად თამაშობდნენ, ჩემი აზრით".

შვაინშტაიგერის თამაში და შეცვლა

"ის უნდა ჩამენაცვლებინა და ტყუილად არ გამიკეთებია ეს. ვიფიქრე, რომ სხვა ფეხბურთელით ამას უფრო კარგად გავაკეთებდი. ყველანი ადამიანები ვართ და ბასტიანიც ადამიანია, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაში სურს და გერმანიაში თავისი შესაძლებლობების ჩვენება უნდოდა. ვერ ვიტყვი, რომ "ბაიერნში" ჩემი მუშაობის პერიოდში მყოფ შვაინშტაიგერს ჰგავდა".

რამდენად ჰქონდა "იუნაიტედს" პროგრესი ბოლო 18 თვის განმავლობაში?

"ამ წუთისთვის, თავს ვერ დავიცავ, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით და ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვიტყვი, მცდარი იქნება. როცა ფაქტებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ინგლისის თასზე უფრო შორს წავედით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავედით; თითოეული ეს მატჩი ჩავატარეთ და ლიგაში ჯერ კიდევ კარგი ადვილი გვიჭირავს. ფაქტები ამტკიცებს, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით, ასე რომ, ეს არის ჩემი პასუხი, რადგან მხოლოდ ფაქტების მოცემა შემიძლია. რა თქმა უნდა, ძალიან გამიცრუვდა იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
9 დეკემბერი 2015 16:28
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არსებობს 1 მიზეზი მიანც რატომაც უნდა დატოვონ ვან გაალი? ჩვენ ვერ ვხედავთ და ეს ხელმძღვანელობა რას უყურებს ვერ ვხდები..

მომავლის იმედიც კი არ არსებობს და რის გამო ტოვებენ? მე ვერ ვხდები. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: ViDa
9 დეკემბერი 2015 18:57
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც მხრივ უხარია ევროპაზე რო აღვმოვჩნდით. თვითონაც ხვდება ალბათ, რომ გაანადგურებდნენ პლეი ოფში )) მარა ის მიკვირს, რას ქვია რთული ჯგუფი იყო და შესაბამისი შედეგი მიიღო? პსვს და ვოლსბურგის დონის მიაჩნია მანჩესტერი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№13
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2015 16:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ველოდები ბორნმუთან წაგებას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top