თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2015, 17:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3339,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "საწინააღმდეგოს "ვოლფსბურგთან" ვაჩვენებთ"
ლუი ვან გაალი წარმატებაში დარწმუნებულია.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სირთულეები შეტევაში განხილვის საგანი არ არის და დარწმუნებულია, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩში მისი გუნდი ამას დაამტკიცებს.

ლუი ვან გაალის შეგირდებმა "ვესტ ჰემთან" მატჩი ფრედ 0-0 დაასრულეს, რაც სეზონის მეექვსე უგოლო ფრე გამოდგა.

შედეგმა აჩვენა, რომ "ოლდ ტრაფორდი" კვლავ რჩება აუღებელ ციხე-სიმაგრედ, მაგრამ გულშემატკივარს გოლის გატანა უფრო აღელვებს, ვიდრე მისი არ გაშვება.

"ბევრმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა შანსი. ბევრმა და განსხვავებულმა ფეხბურთელმა. ამისგან შეგვიძლია დიდი სათაურები გავაკეთოთ, მაგრამ არა მგონია, ეს საჭირო იყოს.

ფეხბურთელებმა იციან, რომ უნდა გაიტანონ. ეს ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ყველა შანსს ვერ გამოიყენებ და როცა ხედავ, რამდენი მოთამაშე იღებს შანსს ჩვენს გუნდში, ერთის გამოყოფა რთულია.

გარანტირებული არ არის, რომ ყველა შანსს გავაფუჭებთ, რასაც შევქმნით. ყოველ მატჩში არ მოხდება ასე. ძალიან მჯერა, რომ "ვოლფსბურგს" გავუტანთ.

ყოველთვის მაქვს მოლოდინი. ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის და სწორედ ამ რწმენის ჩვენება მინდა".


თუ პსვ სახლში ცსკა-სთან დამარცხდება, "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში გადის.

თუმცა ვან გაალი თავის შეგირდებს აფრთხილებს, რომ საკუთარი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია.

"სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს.

ჩვენი შანსებიდან გოლს ვერ ვიტანთ და "ვოლფსბურგს" უნდა გავუტანოთ. ამის გამო არის მნიშვნელოვანი თამაში და თუ გავიტანთ, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავალთ.

არ გვინდა მოწყალების სუბიექტი გავხდეთ. მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის შესაძლებელია. ყოველ წელს ან ყოველ მატჩს ვერ მოიგებ. ასე არ ხდება.

პრემიერ ლიგა ჯერ არ დასრულებულა. მაისში სრულდება და არა ახლა. ჩემპიონთა ლიგიდან კი შეიძლება გაგაგდონ და ეს ცუდია ყველასთვის, მოთამაშეებისთვის, კლუბისთვის და მწვრთნელისთვის".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 დეკემბერი 2015 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კი ბატონო მოვა ვოლფსბურგთანაც მატჩი, რაღა დარჩა და ვნახავთ ერთი რამდენს გაიტანთ ( ან საერთოდ თუ გაიტანთ... derpwhy )
0
№2
ავტორი: Malboro463
7 დეკემბერი 2015 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ჯგუფში რომ ჩარჩეს მაინც დატოვებენ?
0
№3
ავტორი: rene harrison_
7 დეკემბერი 2015 18:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ისეთი დამაჯერებელი კომენტარები აქვს, დატოვებენ ალბათ ულაპარაკოდ laughing ჩვენ ხომ მომავლის გუნდი ვართ
0
№4
ავტორი: Count Alucard
7 დეკემბერი 2015 18:37
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მჯერა, რომ 3 ფრის მერე გამარჯვებას მოვიპოვებთ, თუ ლუის არ დაუჯერებენ, ოდნავ ფანტაზიას გამოიყენებენ და იმპროვიზაციით რამეს შექმნიან კარგი იქნება. მოედანზე ისე მოძრაობენ თითქოს შებოჭილები არიან...
0
№5
ავტორი: REVIVO
7 დეკემბერი 2015 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მოგესალმებით მეგობრებო,ამ ცენზურის ტაქტიკას როგორ ვერმიხვდით,ტიპი ჩამოუყალიბებელი სირმანჯოა,მთელი მოედანი დაყოფილი აქვს კვადრატებად და თითოეულ მანჩესტერელს პატრულის თანამშრომელივით თავისი კვადრატი აქვს,იმის იქით გადასვლა აკრძალული აქვს, აგერ მაგალითი გაცდა ბასტი თავის კვადრატს და დაიწყო სირმანჯომ ბუზღუნი,ტიპი 100% ჩარჩენილია იქ სადაც დღეს ქართული ფეხბურთია !!!!!!!
0
№6
ავტორი: RojoDiablo
7 დეკემბერი 2015 19:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
REVIVO,
ვან გაალი პოზიციურად არ ზღუდავს ფეხბურთელებს, მხოლოდ შესაძლებლობები უწესებს ჩარჩოებს. მაგალითად, 10 ნომერს შეუძლია ჩავიდეს დაცვაში, გადავიდეს ფლანგზე, შეიწიოს სიღრმეში და ასევე ფლანგის მოთამაშეს, მაგრამ კარგი დარტყმის მქონე აუცილებლად პასს აკეთებს დასარტყამ მომენტში. კომბინაციურობას ხომ მოკლებულები ვართ, მაგრამ ამას მე პირადად ტრავმებს ვაბრალებ, რომელიც გუნდის შემადგენლობას თამაშიდან თამაშამდე ცვლის და ურთიერთგაგება ვერ ყალიბდება გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
7 დეკემბერი 2015 21:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დეკემბერში მნიშვნელოვანი მატჩებია და ბევრ რამეს გადაწყვეტს. ეს მოგება ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ ჯგუფიდან გასვცლა არ იქნება, ამ უმოტივაციო გუნდს იქნებ რამეში მაინც დაეხმაროს
0
№8
ავტორი: koba-army
7 დეკემბერი 2015 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
"volfsburgs aucileblad gavutant" bazari araa sheileba gavutanot goli mara mat rom ufro meti gagvitanon?
0
№9
ავტორი: dachi_mu
7 დეკემბერი 2015 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ეჰ სვარჩიკ სვარჩიკ
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 დეკემბერი 2015 22:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
ლუის მხარეს ხარ ყოველთვის... რატო ? : )
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top