"იუნაიტედის" ყველა ტრანსფერი, რომლებიც ზამთარში განხორციელდა 2003 წლიდან...
სერ ალექს ფერგიუსონს არაერთხელ უთქვამს, რომ არ უყვარს იანვარში სერიოზული ტრანსფერების განხორციელება, მაგრამ თვალს თუ გადაავლებთ, მაშინვე მიხვდებით რა დონის ფხბურთელები ჰყავს ნაყიდი "იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანფრის დროს.
იანვრის დროს განხორციელებული ტრანსფერებიდან ყველაზე წარმატებული გამოდგა 2006 წელს პატრის ევრასა და ნემანია ვიდიჩის გადმოსვლა.ფრანგის ყოფილი კლუბი იყო "მონაკო", ხოლო სერბის– მოსკოვის "სპარტაკი".ცნობილია, რომ "წითელი ეშმაკები" ნემანიათი ჯერ კიდევ 2003 წელს დაინტერესდნენ, მაგრამ მისი შეძენა სამი წლის შემდეგ მოახერხეს.ეს ორი ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოდგა "იუნაიტედისთვის".
2008 წლის ზამთარში მანჩესტერში გამოჩნდნენ ტყუპები ბრაზილიიდან–რაფაელი და ფაბიო.მათ არ მიეცათ შანსი ეთამაშათ ძირითად შემადგენლობაში იმ სეზონში, მაგრამ შემდეგ წელს შეძლეს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი ტრანსფერიც გამართლებულია.ფაბიო დღეს იჯარის წესით "ქუინზ პარკ რეინჯერსისი" ღირსებას იცავს, რაფაელი კი "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.2010 წელს იქნა მიღწეული შეთანხმება "ფულჰემთან" და ახალგაზრდა მცველი, კრის სმოლინგი, "იუნაიტედის" წევრი გახდა.2011 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერმა იყიდა დანიელი მეკარე ანდრეს ლინდეგაარდი.
ახლა ის ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დატოვეს ჩვენი კლუბი.წარმატებული გამოდგა ასევე ფრანგი ფორვარდის, ლუი საას ყიდვა 2004 წელს.სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა კარგად ჩაატარა "ფულემის" შემადგენლობაში და იგი ფერგის ყურადღების ქვეშ მოექცა."იუნაიტედმა" 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა მის სანაცვლოდ.2007 წელს კი მანჩესტერმა იჯარით დაიმატა ენრიკ ლარსონი, მაგრამ ამ ტრანსფერმა არ გაამართლა.
თვითონ,სერ ალექსი ამბობს:
"ფეხბურთში არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, მაგრამ მე გამოვრიცხავ ტრანსფერებს იანვარში.მე არ მჭირდება ეს.მე კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩემ კლუბში არიან."და ბოლოს:მანჩესტერის ყველა ტრანსფერი ზამთარში 2003 წლიდან:ფრედერიკ ვესელი(2012), ანდერს ლინდეგაარდი(2011), კრის სმოლინგი(2011), რიკი დე ლაეტი(2008), ზორან ტოსიჩი(2008), მანუჩო(2008), ენრიკ ლარსონი(2007), დონ ფანგჯოუ(2007), ნემანია ვიდიჩი(2006), პატრის ევრა(2006), ლუის საა(2004).