თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2013, 11:22
ავტორი: love united,
ნანახია: 3027,
კომენტარები: 17
მანჩესტერის ზამთრის ტრანსფერები
"იუნაიტედის" ყველა ტრანსფერი, რომლებიც ზამთარში განხორციელდა 2003 წლიდან...
მანჩესტერის ზამთრის ტრანსფერები
სერ ალექს ფერგიუსონს არაერთხელ უთქვამს, რომ არ უყვარს იანვარში სერიოზული ტრანსფერების განხორციელება, მაგრამ თვალს თუ გადაავლებთ, მაშინვე მიხვდებით რა დონის ფხბურთელები ჰყავს ნაყიდი "იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანფრის დროს.

იანვრის დროს განხორციელებული ტრანსფერებიდან ყველაზე წარმატებული გამოდგა 2006 წელს პატრის ევრასა და ნემანია ვიდიჩის გადმოსვლა.ფრანგის ყოფილი კლუბი იყო "მონაკო", ხოლო სერბის– მოსკოვის "სპარტაკი".ცნობილია, რომ "წითელი ეშმაკები" ნემანიათი ჯერ კიდევ 2003 წელს დაინტერესდნენ, მაგრამ მისი შეძენა სამი წლის შემდეგ მოახერხეს.ეს ორი ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოდგა "იუნაიტედისთვის".

2008 წლის ზამთარში მანჩესტერში გამოჩნდნენ ტყუპები ბრაზილიიდან–რაფაელი და ფაბიო.მათ არ მიეცათ შანსი ეთამაშათ ძირითად შემადგენლობაში იმ სეზონში, მაგრამ შემდეგ წელს შეძლეს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი ტრანსფერიც გამართლებულია.ფაბიო დღეს იჯარის წესით "ქუინზ პარკ რეინჯერსისი" ღირსებას იცავს, რაფაელი კი "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.2010 წელს იქნა მიღწეული შეთანხმება "ფულჰემთან" და ახალგაზრდა მცველი, კრის სმოლინგი, "იუნაიტედის" წევრი გახდა.2011 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერმა იყიდა დანიელი მეკარე ანდრეს ლინდეგაარდი.

ახლა ის ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დატოვეს ჩვენი კლუბი.წარმატებული გამოდგა ასევე ფრანგი ფორვარდის, ლუი საას ყიდვა 2004 წელს.სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა კარგად ჩაატარა "ფულემის" შემადგენლობაში და იგი ფერგის ყურადღების ქვეშ მოექცა."იუნაიტედმა" 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა მის სანაცვლოდ.2007 წელს კი მანჩესტერმა იჯარით დაიმატა ენრიკ ლარსონი, მაგრამ ამ ტრანსფერმა არ გაამართლა.

თვითონ,სერ ალექსი ამბობს:"ფეხბურთში არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, მაგრამ მე გამოვრიცხავ ტრანსფერებს იანვარში.მე არ მჭირდება ეს.მე კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩემ კლუბში არიან."

და ბოლოს:მანჩესტერის ყველა ტრანსფერი ზამთარში 2003 წლიდან:ფრედერიკ ვესელი(2012), ანდერს ლინდეგაარდი(2011), კრის სმოლინგი(2011), რიკი დე ლაეტი(2008), ზორან ტოსიჩი(2008), მანუჩო(2008), ენრიკ ლარსონი(2007), დონ ფანგჯოუ(2007), ნემანია ვიდიჩი(2006), პატრის ევრა(2006), ლუის საა(2004).

წყარო:http://redevils.ru
ტრანსფერები
17 კომენტარი
№11
ავტორი: sLipa ;x
4 იანვარი 2013 12:51
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
რატო ამბობს ყველა რომ ლარსონის ტრანსფერმა ვერ გაამართლა ვერ ვხვდები .. ტიპი იყო გადმოსული 3 თვით და რასაც აკეთებდა მოედანზე ყველაფერს აკეთებდა სწორად.. მახსოვს მაშინ პრემიერ ლიგა მზეზე იყო ხოლმე და გაგიჟებული იყო ცნობილაძე ასეთი რაღაც არ ამხსოვსო თან ვეტერანი ლარსონი, აუცილებელი არაა გოლი გაიტანო, იმიტომ რომ მაშინ გამტანები ბევრნი იყვნენ და გუნდში იყო გადმოყვანილი ეგ გამოცდილებისათვის..
0
№12
ავტორი: Amanda Seyfried
4 იანვარი 2013 13:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ინტერესნა
0
№13
ავტორი: love united
4 იანვარი 2013 14:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
sLipa ;x
სიმართლე რომ გითხრა ლარსონი მანჩესტერში არ მახსოვს...მახსოვს მაგის თამაშები სხვა კლუბში მაგრამ მანჩესტერში ვერ ვიხსენებ არადა 2003-04დან ვგულშემატკივრობ ამ გუნდს...მზეზე რომ იყო პრემიერლიგა და მთელი დღეები რომ ვეოდებოდი აი ეგ დრო მენატრება მაგრად...ცნობილაძეს რომ მიყავდა და უმეტესად არსენალის თამაშებს რომ ანახებდნენ ნევრები მეშლებოდა.... wink
0
№14
ავტორი: razma21
4 იანვარი 2013 14:43
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
WaZza 10,
love united,
უკვე მერამდენე სიახლეში ფლუდაობთ რა ეგეთები პმ_ში გაარკვიეთ რა...
0
№15
ავტორი: gilmour
4 იანვარი 2013 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
love united,
საინტერესოა სტატიაა.
მაინც კეთდება მნიშვნელოვანი ტრანსფერები ზამთარში, მარტო ევრა და ვიდაც საკმარისია მაგის დასამტკიცებლად. იმედია ახლაც ვინმეს იპოვის ბაბუ კარგს.
ლარსონს რაც შეეხება რისთვისაც გადმოიყვანეს ეგ ფეხბურთელი ის საქმე მშვენივრად გააკეთა, მაგ პერიოდში ტრავმიანობა იყო თავდასხმაში და 3 თვე მაგრა დაეხმარა გუნდს.
0
№16
ავტორი: Beckham 7
4 იანვარი 2013 16:00
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
love united,
მე მახსოვს ოღონდ რაღაც თამაშში :D:D:D:D::D დიდი არაფერი იყო ეგ ტლოპინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№17
ავტორი: buka oboladze
4 იანვარი 2013 17:49
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
love united,
საღოლ საინტერესოა )))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top