"იუნაიტედი" რონალდუს დაბრუნებას 2013-სა და 2015-ში ცდილობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ტრანსფერი შესაძლოა, 2016-ში განხორციელდეს.
"იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ცნობილი სახეების შეძენას ცდილობდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ "წითლები" მიხვდნენ, უმეტესი მათგანი არ იყო დაინტერესებული ამ ტრანსფერით. რონალდუს შემთხვევა რადიკალურად შეიცვალა, მან უკვე გადაწყვიტა, რომ მომდევნო სეზონში "რეალის" დატოვება სურს და იგი მზადაა, "იუნაიტედში" დაბრუნდეს.
პორტუგალიელ ვარსკვლავს მოგებული აქვს: ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ამასთანავე, იგი "რეალის" საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ. მიუხედავად ამისა, მადრიდელი მხარდამჭერები ფეხბურთელს აგდებულად მოიხსენიებენ. "იუნაიტედის" გულშემატკივრები, როდესაც რონალდუ 3 წლის წინ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში მადრიდელებთან ერთად დაბრუნდა, გულთბილად დახვდნენ, რაც პორტუგალიელს ძალიან ესიამოვნა. სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა:"
საქონელი თავს უკეთესად მხოლოდ საკუთარ მინდორზე გრძნობს".
ვან გაალს იგი სჭირდებაგულშემატკივრების ნება რომ იყოს, ვან გაალი შემდეგ სეზონში უმუშევარი დარჩებოდა. გუნდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ასეთი ცუდი ფეხბურთი "იუნაიტედს" ოთხმოციანების შემდეგ არ უთამაშია.
მას უნდა რონალდუ და, რა თქმა უნდა, ედ ვუდვარდი ამას გააკეთებს. გუნდს წამყვანი ფეხბურთელი სჭირდება, რის შედეგად, იგი უფრო განვითარდება. უეინ რუნი, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია გუნდში, არასახარბიელო ფორმაში იმყოფება. "იუნაიტედმა" იგი ისეთი ფეხბურთელით უნდა ჩაანაცვლოს, როგორიც რონალდუა.
კრიშტიანუ მსოფლიოში ცნობილი სახეა და მისი გამოჩენა "ოლდ ტრაფორდზე", დიდი ალბათობით, ვან გაალს ახალ კონტრაქტს მოუტანს.
მას უყვარს მანჩესტერიროი კინი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მას და რონალდუს ამინდის მიმართ. რონალდუ, რომელიც მადეირასა და ლისაბონის მზეს იყო შეჩვეული, ვერ ეგუებოდა ინგლისის ამინდს.
"სანამ კონტრაქტს გააფორმებთ გუნდთან, უნდა იცოდეთ, რომ ამ წყეულ ქალაქში თითქმის ყოველდღე წვიმს!"-წერს კინი.
მიუხედავად ხშირი წვიმებისა, რონალდუსა და მის ოჯახს ინგლისში ცხოვრება უყვარდა. რონალდუს მოსწონდა სან კარლო, უყვარდა საყიდლებზე სიარული სელფბრიჯსა და ფლანელზე. თუმცა მისი საყვარელი პორტუგალიური რესტორანი მანჩესტერში კინგ სთრითზე, დაიხურა. რონალდუს სახლი გასულ სეზონში შოუმ იქირავა.
რონალდუს გულშემატკივრების სიყვარული გარანტირებული აქვსრალფ მილნი დღემდე სკანდირებს მის სახელს. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ჯერ კიდევ შემორჩათ სიყვარული მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დიდი ხანია მადრიდის "რეალში" თამაშობს.
"რეალის" გულშემატკივრები რონალდუს უფშტვენდნენ გასულ სეზონში, რის გამოც აიხსნება მისი სურვილი, დატოვოს გუნდი. "Viva Ronaldo", 2007-08 წლების კამპანიის მთავარი სიმღერა ჩაირთო ლესტერზე შაბათს, იმის იმედად, რომ გულშემატკივრების წერილი რონალდუს ყურამდე მივა.
არავითარი ხელის შეშლავან გაალი შეიძლება იყოს "ვამპირი" (იგი წოვს სიცოცხლეს მანჩესტერის სულიდან), მაგრამ "იუნაიტედის" მხარდამჭერებს ისევ ჰოლანდიელი ურჩევნიათ, ვიდრე რაფაელ ბენიტესი. რაფას დიდი დრო არ დასჭირვებია, რათა რონალდუს ზიზღი დაემსახურებინა.
"ამ მწვრთნელთან ერთად ვერაფერს ვერ მოვიგებთ" -,განუცხადა რონალდუმ ფლორენტინო პერესს სევილიასთან მარცხის შემდეგ. კრიშტიანუს მარცხენა ფორვარდად სურს თამაში, ხოლო ბენიტეზმა იგი ცხრა ნომერზე დააყენა. ამას ემატება პერესის მხარდაჭერაც ბენიტესის მიმართ "ელ კლასიკოს" შემდეგ.
წყარო-
manchesterevening