თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2015, 14:37
ავტორი: ViDa,
ნანახია: 6560,
კომენტარები: 19
რატომ არის რონალდუს დაბრუნება რეალური
"იუნაიტედი" რონალდუს დაბრუნებას 2013-სა და 2015-ში ცდილობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ტრანსფერი შესაძლოა, 2016-ში განხორციელდეს.
რატომ არის რონალდუს დაბრუნება რეალური
"იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ცნობილი სახეების შეძენას ცდილობდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ "წითლები" მიხვდნენ, უმეტესი მათგანი არ იყო დაინტერესებული ამ ტრანსფერით. რონალდუს შემთხვევა რადიკალურად შეიცვალა, მან უკვე გადაწყვიტა, რომ მომდევნო სეზონში "რეალის" დატოვება სურს და იგი მზადაა, "იუნაიტედში" დაბრუნდეს.

პორტუგალიელ ვარსკვლავს მოგებული აქვს: ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ამასთანავე, იგი "რეალის" საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ. მიუხედავად ამისა, მადრიდელი მხარდამჭერები ფეხბურთელს აგდებულად მოიხსენიებენ. "იუნაიტედის" გულშემატკივრები, როდესაც რონალდუ 3 წლის წინ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში მადრიდელებთან ერთად დაბრუნდა, გულთბილად დახვდნენ, რაც პორტუგალიელს ძალიან ესიამოვნა. სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა:"საქონელი თავს უკეთესად მხოლოდ საკუთარ მინდორზე გრძნობს".

ვან გაალს იგი სჭირდება

გულშემატკივრების ნება რომ იყოს, ვან გაალი შემდეგ სეზონში უმუშევარი დარჩებოდა. გუნდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ასეთი ცუდი ფეხბურთი "იუნაიტედს" ოთხმოციანების შემდეგ არ უთამაშია.

რატომ არის რონალდუს დაბრუნება რეალური

მას უნდა რონალდუ და, რა თქმა უნდა, ედ ვუდვარდი ამას გააკეთებს. გუნდს წამყვანი ფეხბურთელი სჭირდება, რის შედეგად, იგი უფრო განვითარდება. უეინ რუნი, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია გუნდში, არასახარბიელო ფორმაში იმყოფება. "იუნაიტედმა" იგი ისეთი ფეხბურთელით უნდა ჩაანაცვლოს, როგორიც რონალდუა.

კრიშტიანუ მსოფლიოში ცნობილი სახეა და მისი გამოჩენა "ოლდ ტრაფორდზე", დიდი ალბათობით, ვან გაალს ახალ კონტრაქტს მოუტანს.

მას უყვარს მანჩესტერი

როი კინი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მას და რონალდუს ამინდის მიმართ. რონალდუ, რომელიც მადეირასა და ლისაბონის მზეს იყო შეჩვეული, ვერ ეგუებოდა ინგლისის ამინდს.

"სანამ კონტრაქტს გააფორმებთ გუნდთან, უნდა იცოდეთ, რომ ამ წყეულ ქალაქში თითქმის ყოველდღე წვიმს!"-წერს კინი.

რატომ არის რონალდუს დაბრუნება რეალური

მიუხედავად ხშირი წვიმებისა, რონალდუსა და მის ოჯახს ინგლისში ცხოვრება უყვარდა. რონალდუს მოსწონდა სან კარლო, უყვარდა საყიდლებზე სიარული სელფბრიჯსა და ფლანელზე. თუმცა მისი საყვარელი პორტუგალიური რესტორანი მანჩესტერში კინგ სთრითზე, დაიხურა. რონალდუს სახლი გასულ სეზონში შოუმ იქირავა.

რონალდუს გულშემატკივრების სიყვარული გარანტირებული აქვს

რალფ მილნი დღემდე სკანდირებს მის სახელს. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ჯერ კიდევ შემორჩათ სიყვარული მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დიდი ხანია მადრიდის "რეალში" თამაშობს.

რატომ არის რონალდუს დაბრუნება რეალური

"რეალის" გულშემატკივრები რონალდუს უფშტვენდნენ გასულ სეზონში, რის გამოც აიხსნება მისი სურვილი, დატოვოს გუნდი. "Viva Ronaldo", 2007-08 წლების კამპანიის მთავარი სიმღერა ჩაირთო ლესტერზე შაბათს, იმის იმედად, რომ გულშემატკივრების წერილი რონალდუს ყურამდე მივა.

არავითარი ხელის შეშლა

ვან გაალი შეიძლება იყოს "ვამპირი" (იგი წოვს სიცოცხლეს მანჩესტერის სულიდან), მაგრამ "იუნაიტედის" მხარდამჭერებს ისევ ჰოლანდიელი ურჩევნიათ, ვიდრე რაფაელ ბენიტესი. რაფას დიდი დრო არ დასჭირვებია, რათა რონალდუს ზიზღი დაემსახურებინა.

რატომ არის რონალდუს დაბრუნება რეალური

"ამ მწვრთნელთან ერთად ვერაფერს ვერ მოვიგებთ" -,განუცხადა რონალდუმ ფლორენტინო პერესს სევილიასთან მარცხის შემდეგ. კრიშტიანუს მარცხენა ფორვარდად სურს თამაში, ხოლო ბენიტეზმა იგი ცხრა ნომერზე დააყენა. ამას ემატება პერესის მხარდაჭერაც ბენიტესის მიმართ "ელ კლასიკოს" შემდეგ.

წყარო-manchesterevening
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ნოემბერი 2015 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რონალდუს გადმოსვლა არა მგონია ჩემზე მეტად ვინმეს გაუხარდეს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ რონალდუ მანჩესტერში აღარ დაბრუნდება. ის რომ უყვარს იუნაიტედი რონალდუს ახალი ნამდვილად არააა, მაგრამ მაშინაც უყვარდა მანჩესტერი როცა რეალში გადადიოდა ასე, რომ... sad
0
№12
ავტორი: ViDa
30 ნოემბერი 2015 17:42
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
რა არგუმენტები მოყავს ამ ხალხს ვგიჟდები რა :დ

იუნაიტედის გულშემატკივრების სიყვარული არი ჩემი აზრით მთავარი მიძეზი, თუ რატო შეიძლება რონალდუ დაბრუნდეს.

ჩვენს საქებრად არ ვამბობ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მანჩესტერში რო ამას აფასებენ და უყვართისე არც ერთ გუნდში არ დახვდება ანალოგიური სიტუაცია. რამდენს მიაღწია მადრიდში, საკუთარი გვარი დიდი ოქროს ასოებით ჩაწერა, მარა ვერ ვხედავ ვინმე ხელით ატარებდეს და იმ დონის სიყვარულს ამჟღავნებდეს მის მიმართ, როგორც მანჩესტერში.

ყველამ ვიცით, რომ რონალდოს ფული ნაკლებად აინტერესებს, მოდი ამაზე არც ვიკამათოთ. მაგას უფრო ის ურჩევნია-აქებდნენ და ადიდებდნენ, რომ საკუთარი შინაგანი ეგო დაიკმაყოფილოს, ამიტომ, ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№13
ავტორი: Count Alucard
30 ნოემბერი 2015 20:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ გინდათ მომკალით, მაგრამ მაინც არ მინდა რონალდოს დაბუნება...
0
№14
ავტორი: canco
30 ნოემბერი 2015 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მაგის შანსი 0-ია fellow
0
№15
ავტორი: Best 7
1 დეკემბერი 2015 00:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Auu ro dabrundes rogor gamiswordebaa❤
0
№16
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2015 10:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ViDa,

როგორ გგონია პერესის რამდენს მოგთხოვს ფეხბურთელში, რომლის მაისურების გაყიდვით იღებს წლიურად ათეულობით მილიონს და მხოლოდ მარკეტინგული გამოყენებით ასეულობით მილიონს შოულობს, ამას მივუმატოთ ის, რომ ოქროს ბურთის პრეტედენტია. რამდენს მოითხოვს შენის აზრით, ოღონდ ობიექტურად იმსჯელე და მერე გამეცი პასუხი.
0
№17
ავტორი: chudikone
1 დეკემბერი 2015 11:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვიცი რო დაბრუნდება. ამის კარიერას ზუსტად ეს დაბრუნება დაამშვენებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№18
ავტორი: ViDa
1 დეკემბერი 2015 12:00
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
AkkRed,
60 მილიონზეა მისი ფასი დავარდნილი დღეს )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№19
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2015 12:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ViDa,

60 მილიონად უფრო ახალგაზრდას ვერ ვიყიდით ან ახალგაზრდებს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top