"პსვ"-ს წინააღმდეგ ჩატარებული უგოლო ფრის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარუმატებლად ამჯერად პრემიერ ლიგაში იასპარეზა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, ამისთვის "ეშმაკებს" "კინგ ფოუერ სტეიდიუმზე" ადგილობრივი "ლესტერი" უნდა დაემარცხებინა, თუმცა მელიებმა და მათმა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჯეიმი ვარდიმ, ყველაფრი გააკეთეს, რომ უქულოდ არ დარჩენილიყვნენ. საბოლოოდ, 1-1 და "წითლები" ლიდერებს თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან.
მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალი გამოტყდა, რომ მის გუნდს "პსვ"-სთან მატჩის შემდეგ არ უვარჯიშია:
"დაცვაში ფანტასტიკურად ვითამაშეთ, თუმცა სულ რამდენიმე შეცდომის გამო დავისაჯეთ.
მათ გოლი ჩვენი კუთხურის შემდეგ გაიტანეს. ვიცოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ მაინც გავუშვით. ვარდისა და ოკაზაკის სათამაშო სტილის გამო, გადავწყვიტეთ სამი მცველით გამოვსულიყავით.
იმისდა მიუხედავად, რომ ვდომინირებდით, მაინც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. სულ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ "პსვ"-ს წინააღმდეგ და იმ შეხვედრაში ყველაფერი ჩავდეთ. როდესაც იმ მატჩის სტატისტიკას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ამ სეზონში ეს ყველაზე რთული შეხვედრა იყო ფიზიკური დატვირთვის მხრივ.
ამის გამო ჩვენ არ გვივარჯიშია ხუთშაბათსა და პარასკევს, შაბათს კი მწვრთნელს სურს, რომ სულ სხვა ტაქტიკით ითამაშოს. ჩემი აზრით, კარგად გამოგვივიდა. - განაცხადა ლუი ვან გაალმა.