თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 09:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3212,
კომენტარები: 16
რატომ არ ივარჯიშა გუნდმა მატჩის წინ?
ვან გაალი გამოტყდა, რომ მის გუნდს "ლესტერთან" მატჩის წინ არ უვარჯიშია.
რატომ არ ივარჯიშა გუნდმა მატჩის წინ?
"პსვ"-ს წინააღმდეგ ჩატარებული უგოლო ფრის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარუმატებლად ამჯერად პრემიერ ლიგაში იასპარეზა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, ამისთვის "ეშმაკებს" "კინგ ფოუერ სტეიდიუმზე" ადგილობრივი "ლესტერი" უნდა დაემარცხებინა, თუმცა მელიებმა და მათმა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჯეიმი ვარდიმ, ყველაფრი გააკეთეს, რომ უქულოდ არ დარჩენილიყვნენ. საბოლოოდ, 1-1 და "წითლები" ლიდერებს თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალი გამოტყდა, რომ მის გუნდს "პსვ"-სთან მატჩის შემდეგ არ უვარჯიშია:

"დაცვაში ფანტასტიკურად ვითამაშეთ, თუმცა სულ რამდენიმე შეცდომის გამო დავისაჯეთ.

მათ გოლი ჩვენი კუთხურის შემდეგ გაიტანეს. ვიცოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ მაინც გავუშვით. ვარდისა და ოკაზაკის სათამაშო სტილის გამო, გადავწყვიტეთ სამი მცველით გამოვსულიყავით.

იმისდა მიუხედავად, რომ ვდომინირებდით, მაინც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. სულ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ "პსვ"-ს წინააღმდეგ და იმ შეხვედრაში ყველაფერი ჩავდეთ. როდესაც იმ მატჩის სტატისტიკას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ამ სეზონში ეს ყველაზე რთული შეხვედრა იყო ფიზიკური დატვირთვის მხრივ.

ამის გამო ჩვენ არ გვივარჯიშია ხუთშაბათსა და პარასკევს, შაბათს კი მწვრთნელს სურს, რომ სულ სხვა ტაქტიკით ითამაშოს. ჩემი აზრით, კარგად გამოგვივიდა.
- განაცხადა ლუი ვან გაალმა.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
29 ნოემბერი 2015 12:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ კაცს ერთი ლივერპულთან გამოდის თამაში :D ლივერპულთან ვხედავ ნამდვილი იუნაიტედის თამაშს დალშე სვარჩიკობს :D

მოიესმაც კი აჯობა ამ ჩემისას ჩემპიონთა ლიგაზე :D
0
№12
ავტორი: Mike
29 ნოემბერი 2015 14:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
https://www.youtube.com/watch?v=3pJ3PyaQPr4
0
№13
ავტორი: UTD-Rule
29 ნოემბერი 2015 14:40
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველა გუნდი ესეა, ვინც ლიგაზეც თამაშობს ამიტომ ასეთ განმარტებებს მოვეშვათ ჯობს winked

უფრო სერიოზულ მიზეზებზე ვისაუბროთ, ლუი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2015 15:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე ვეღარ ვიგებ ამის განცხადებები უფრო ტვინს ****ვს თუ ამის ფეხბურთი
0
№15
ავტორი: redarmy10
30 ნოემბერი 2015 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
აიი 8ში ვოლფსბურგთან აქვს შანსი სიტუაციის გამოსწორების ეგ თუმოიგეს 1ზე გავალთ ჯგუფიდან და ეპლს კალენდარს როგადახედო მომდევნო 4 მატჩი ძაან იოლია ერთი შეხედვით და ამ მატჩებში გამოჩნდება რისი მანქნისიაა ეს*ემისა
0
№16
ავტორი: red devil
30 ნოემბერი 2015 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რაგინდათ კაცთან ბურთის ფლობა ხო გვაქ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top