თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2015, 13:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3865,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მე-5 ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, მაკნეირი, ვალენსია, ფელაინი, ჯონსი, ერერა, კერიკი, უილსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, მარსიალი
განაცხადი:.


ლუი ვან გაალის თქმით, ენტონი მარსიალი და უეინ რუნი, რომლებმაც პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვებს, დიდი ალბათობით თამაშს მოახერხებენ. ლაზარეთში მყოფ სხვა ფეხბურთელებს კი "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ ანდერ ერერა და ფილ ჯონსი შეუერთდნენ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

პსვ

ტრავმირებულები: კოხი, ვილემსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი: de Jong,Moreno,Guardado, Arias, Hendrix, Isimat-Mirin, Bruma, Maher,Pröpper, Poulsen, Schaars, Narsingh, Locadia,Pasveer, Zoet,Pereiro, Bergwijn, Vloet, Koopmans.



"მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც B ჯგუფის ლიდერია, გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს.

"ოლდ ტრაფორდზე" მოგების შემთხვევაში ჰოლანდიურ პსვ-საც აქვს საშუალება B ჯგუფის ლიდერი გახდეს.

მემფის დეპაი ამ მატჩში მონაწილეობის შემთხვევაში საკუთარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს დატოვა.

ფილიპ კოკუ თავის ყოფილ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს დაუპირისპირდება, რომელიც "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობის დროს წვრთნიდა.

პირველი ტურის მატჩში, რომელიც ეინდჰოვენში გაიმართა, მემფის დეპაის გოლს ექტორ მორენომ და ლუსიანო ნარსინჰმა უპასუხეს. მატჩის 2-1 დასრულდა.

წინა შეხვედრები


2000/2001 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში პოლ სქოულზის მიერ მესამე წუთზე გატანილ პენალტს პსვ-მ უიფრიდ ბაუმას, მარკ ვან ბომელისა და მატეა კეჟმანის გოლებით უპასუხა და შეხვედრა 3-1 მოიგო.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში გუნდებმა როლები გაცვალეს და მატჩი 3-1 დასრულდა "წითლების" გამარჯვებით. ტედი შერინგემის სწრაფ გოლს ვან ბომელმა უპასუხა, მასპინძლებს გამარჯვება კი პოლ სქოულზისა და დუაით იორკის გოლებმა მოუტანა. ვან გაალის ამჟამინდელი ასისტენტი რაიან გიგზი ორივე ამ მატჩში იღებდა მონაწილეობას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პსვ-ს 1984/85 წლის უეფა-ს თასის მეორე რაუნდშიც შეხვდა, როცა მატჩი ჰოლანდიაში 0-0 დასრულდა, "ოლდ ტრაფორდზე" კი მასპინძლებმა გამარჯვება დამატებით დროში გორდონ სტრაჩანის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს.


მატჩის წინა ფაქტები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"წითელი ეშმაკები" ევრუტურნირების მასშტაბით საკუთარ მოედანზე 2013 წლის 8 მარტის შემდეგ არ დამარცხებულან - 7 მოგება, 1 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერედივიზის წარმომადგენელ კლუბთან უკანასკნელად 2011/12 წლების სეზონში "აიაქსის" წინააღმდეგ დამარცხდა ეროპის ლიგის 1/16 ფინალში. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ორმატჩიანი დუელი ამსტერდამში მოპოვებული 0-2 გამარჯვებით მოიგო.

"იუნაიტედის" მაჩვენებლები ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ სახლში ჩატარებულ მატჩებში ასეთია: 5 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

პსვ


პსვ ეცდება მიმდინარე წელს ევროტურნირზე გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულები აიღოს, მანამდე ცსკა-სა და "ვოლფსბურგთან" დამარცხდა.

პსვ-მ ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში ბოლოს 2007 წლის 27 ნოემბერს გაიმარჯვა, როცა ცსკა 0-1 დაამარცხა.

პსვ-ს ბოლო გამარჯვება ინგლისში 2008 წლის 6 მარტით თარიღდება, როცა უეფა-ს თასის 1/8 ფინალში "ტოტენჰემს" ჯეფერსონ ფარფანის გოლით 1-0 სძლია.

პსვ-ს მაჩვენებლები ინგლისში ასეთია: 4 მოგება, 2 ფრე, 9 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


გუნდების მაჩვენებლები მოწინააღმდეგის ქვეყნის გუნდებთან


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


კოკუ "ბარსელონაში" ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ 1998-2000 და 2000-2003 წლებში თამაშობდა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებში 2000-01 წლებში.

მოთამაშის რანგში კოკუ "იუნაიტედს" 1998 წლის 16 სექტემბერს დაუპირისპირდა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში 3-3 დაფიქსირდა, ხოლო "ბარსელონას" ვან გაალი წვრთნიდა.

ვან გაალი პსვ-ს "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში 1997/98 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა. მაშინ მისმა გუნდმა ორივე მატჩი ფრედ 2-2 ითამაშა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

"აიაქსის" მწვრთნელობისას ვან გაალმა ენდჰოვენში ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა - 1994/95 წლების სეზონში 4-1. "ალკმაართან" ერთად კი ვან გაალმა პსვ-ს წინააღმდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატში ოთხ გასვლით მატჩში 1 გამარჯვება მოიპოვა, ქვეყნის თასის გათამაშების ნახევარფინალში კი დამარცხდა.

პსვ-ს ამჟამინდელი ფეხბურთელები სტენ სხაარსი და ექტორ მორენო თავის დროზე ვან გაალი ჩემპიონ აზ-ში თამაშობდნენ.

ფლორიან იოზეფზონი და დეილი ბლინდი 2011/12 წლების სეზონში "აიაქსში" ერთად თამაშობდნენ.

ლუკ დე იონგი, ჯეფრი ბრუმა, იერუნ ზუტი და ლუსიანო ნარსინგჰი ჰოლანდიის ნაკრებში დეილი ბლინდის თანაგუნდელები არიან.

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

21.11.2015. "უოტფორდი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი" (დინი 87'(პ) - დეპაი 11', დინი 90 (ავტოგოლი)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, იანგი, სმოლინგი, ჯონსი (მაკნეირი 69), ბლინდი, შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი, მატა (პერეირა 79), ლინგარდი, დეპაი, ერერა (როხო 25).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 27 ქულა.

21.11.2015. "ვილემი II" 2-2 პსვ (ფალკენბურგი 55' 62' - პერეირო 11', დე იონგი 73)

პსვ: ზუტი, არიასი, ბრუმა, იზიმა-მირენი, ბრენეტი, გუარდადო, ჰენდრიკსი (მაჰერი 66), პროპერი, პერეირო, დე იონგი, ლოკადია, ნარსინჰი (66).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-3 ადგილი, 28 ქულა.

გუნდების სტატისტიკა ტურნირზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ნოემბერი 2015 13:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მცირე დეტალები ჩაემატა, ზოგს სტატისტიკა ძალიან აინტერესებს და იმიტომ.

მე ვფიქრობ, ეს შეხვედრა არანკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ცსკა-სთან მატჩი და შეიძლება, უფრო მეტად დაძაბულიც კი, რადგან აქ წარუმატებლობის შემთხვევაში გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი გვრჩება და ისიც შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. პსვ არ და ვერ ჩაგვიკეტავს თამაშს ისე, როგორც ცსკა-მ შეძლო, მაგრამ არც თავქუდმოგლეჯილი შეგვიტევს. კოკუ კარგი სპეციალისტი და ტაქტიკოსია და იცის, როგორც უნდა ათამაშოს გუნდი, მაგრამ ოლდ ტრაფორდის ატმოსფეროს ფონზე კონცენტრაცია ჭირს და ფეხბურთელები შეცდომებს აუცილებლად დაუშვებენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ამის იძულება და შანსი გამოყენებაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
24 ნოემბერი 2015 13:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთავარია მორენო არ გამოიყვანოს თორემ კაცნაკლულნი ითამაშებენ ისეთს მოუწყობენ ქომაგები. :დ
0
№3
ავტორი: ilker
24 ნოემბერი 2015 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ლუის მაგარი ცუდი სტატისტიკა ქონია პსვ-ს წინააღმდეგ. მთავარია ამ მატჩის მოგება და ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ამისთვის
0
№4
ავტორი: redarmy10
24 ნოემბერი 2015 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ოლდ-ტრაფორდზე ასეთ პსვთან მატჩში 3 ქულა უეჭველი ასაღები თემაა,მარტიალის და რუნის დახმარების გარეშეც : ))

ოლდ-ტრაფორდზე ასეთ პსვთან მატჩში 3 ქულა უეჭველი ასაღები თემაა,მარტიალის და რუნის დახმარების გარეშეც : ))
0
№5
ავტორი: GeorgeBest
24 ნოემბერი 2015 17:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ჯგუფში ესე არ უნდა გაგვჭირვებოდა. იმედია მოიგებენ რომ საქმე აღარ გაირთულონ
0
№6
ავტორი: Count Alucard
24 ნოემბერი 2015 18:25
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შემდეგი ორი შეხვედრა 1000%ით მოსაგები გვაქვს, ჯგფში და ლიგაში პირველობის განაღდება ძალიან დიდ სტიმულს მისცემს გუნდს.
0
№7
ავტორი: rene harrison_
24 ნოემბერი 2015 20:30
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ახალი სახეები რაც დრო გადის, ემატება ლიგის განაცხადს და ესენი ახალგაზრდები არიან, მაგრამ პერეირამ შანსი რომ მიიღო ბოლოს ლიგაზე, ამით შემაზიზღა მანჩესტერში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი დრო;დ იმდენად საზიზრრად ითამაშა
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ნოემბერი 2015 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხვალ აუცილებლად უნდა გავინაღდოთ მერვედფინალის საგზური და მერე მთლიანად ლესტერზე უნდა გადავერთოთ!
0
№9
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2015 09:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
გამორიცხულია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Iunaitedi
25 ნოემბერი 2015 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Rodemde unda vidzaxot dzaan gagvijirdebao.? Tan vistan.? Peesvestan. Sanam 4 an 5 golebs ar gavitant romelime turnirze manamde araferia chveni sashveli.

Rodemde unda vidzaxot dzaan gagvijirdebao.? Tan vistan.? Peesvestan. Sanam 4 an 5 golebs ar gavitant romelime turnirze manamde araferia chveni sashveli.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top