თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2015, 13:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3863,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მე-5 ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, მაკნეირი, ვალენსია, ფელაინი, ჯონსი, ერერა, კერიკი, უილსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, მარსიალი
განაცხადი:.


ლუი ვან გაალის თქმით, ენტონი მარსიალი და უეინ რუნი, რომლებმაც პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვებს, დიდი ალბათობით თამაშს მოახერხებენ. ლაზარეთში მყოფ სხვა ფეხბურთელებს კი "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ ანდერ ერერა და ფილ ჯონსი შეუერთდნენ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

პსვ

ტრავმირებულები: კოხი, ვილემსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი: de Jong,Moreno,Guardado, Arias, Hendrix, Isimat-Mirin, Bruma, Maher,Pröpper, Poulsen, Schaars, Narsingh, Locadia,Pasveer, Zoet,Pereiro, Bergwijn, Vloet, Koopmans.



"მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც B ჯგუფის ლიდერია, გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს.

"ოლდ ტრაფორდზე" მოგების შემთხვევაში ჰოლანდიურ პსვ-საც აქვს საშუალება B ჯგუფის ლიდერი გახდეს.

მემფის დეპაი ამ მატჩში მონაწილეობის შემთხვევაში საკუთარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს დატოვა.

ფილიპ კოკუ თავის ყოფილ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს დაუპირისპირდება, რომელიც "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობის დროს წვრთნიდა.

პირველი ტურის მატჩში, რომელიც ეინდჰოვენში გაიმართა, მემფის დეპაის გოლს ექტორ მორენომ და ლუსიანო ნარსინჰმა უპასუხეს. მატჩის 2-1 დასრულდა.

წინა შეხვედრები


2000/2001 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში პოლ სქოულზის მიერ მესამე წუთზე გატანილ პენალტს პსვ-მ უიფრიდ ბაუმას, მარკ ვან ბომელისა და მატეა კეჟმანის გოლებით უპასუხა და შეხვედრა 3-1 მოიგო.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში გუნდებმა როლები გაცვალეს და მატჩი 3-1 დასრულდა "წითლების" გამარჯვებით. ტედი შერინგემის სწრაფ გოლს ვან ბომელმა უპასუხა, მასპინძლებს გამარჯვება კი პოლ სქოულზისა და დუაით იორკის გოლებმა მოუტანა. ვან გაალის ამჟამინდელი ასისტენტი რაიან გიგზი ორივე ამ მატჩში იღებდა მონაწილეობას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პსვ-ს 1984/85 წლის უეფა-ს თასის მეორე რაუნდშიც შეხვდა, როცა მატჩი ჰოლანდიაში 0-0 დასრულდა, "ოლდ ტრაფორდზე" კი მასპინძლებმა გამარჯვება დამატებით დროში გორდონ სტრაჩანის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს.


მატჩის წინა ფაქტები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"წითელი ეშმაკები" ევრუტურნირების მასშტაბით საკუთარ მოედანზე 2013 წლის 8 მარტის შემდეგ არ დამარცხებულან - 7 მოგება, 1 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერედივიზის წარმომადგენელ კლუბთან უკანასკნელად 2011/12 წლების სეზონში "აიაქსის" წინააღმდეგ დამარცხდა ეროპის ლიგის 1/16 ფინალში. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ორმატჩიანი დუელი ამსტერდამში მოპოვებული 0-2 გამარჯვებით მოიგო.

"იუნაიტედის" მაჩვენებლები ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ სახლში ჩატარებულ მატჩებში ასეთია: 5 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

პსვ


პსვ ეცდება მიმდინარე წელს ევროტურნირზე გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულები აიღოს, მანამდე ცსკა-სა და "ვოლფსბურგთან" დამარცხდა.

პსვ-მ ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში ბოლოს 2007 წლის 27 ნოემბერს გაიმარჯვა, როცა ცსკა 0-1 დაამარცხა.

პსვ-ს ბოლო გამარჯვება ინგლისში 2008 წლის 6 მარტით თარიღდება, როცა უეფა-ს თასის 1/8 ფინალში "ტოტენჰემს" ჯეფერსონ ფარფანის გოლით 1-0 სძლია.

პსვ-ს მაჩვენებლები ინგლისში ასეთია: 4 მოგება, 2 ფრე, 9 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


გუნდების მაჩვენებლები მოწინააღმდეგის ქვეყნის გუნდებთან


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


კოკუ "ბარსელონაში" ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ 1998-2000 და 2000-2003 წლებში თამაშობდა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებში 2000-01 წლებში.

მოთამაშის რანგში კოკუ "იუნაიტედს" 1998 წლის 16 სექტემბერს დაუპირისპირდა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში 3-3 დაფიქსირდა, ხოლო "ბარსელონას" ვან გაალი წვრთნიდა.

ვან გაალი პსვ-ს "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში 1997/98 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა. მაშინ მისმა გუნდმა ორივე მატჩი ფრედ 2-2 ითამაშა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

"აიაქსის" მწვრთნელობისას ვან გაალმა ენდჰოვენში ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა - 1994/95 წლების სეზონში 4-1. "ალკმაართან" ერთად კი ვან გაალმა პსვ-ს წინააღმდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატში ოთხ გასვლით მატჩში 1 გამარჯვება მოიპოვა, ქვეყნის თასის გათამაშების ნახევარფინალში კი დამარცხდა.

პსვ-ს ამჟამინდელი ფეხბურთელები სტენ სხაარსი და ექტორ მორენო თავის დროზე ვან გაალი ჩემპიონ აზ-ში თამაშობდნენ.

ფლორიან იოზეფზონი და დეილი ბლინდი 2011/12 წლების სეზონში "აიაქსში" ერთად თამაშობდნენ.

ლუკ დე იონგი, ჯეფრი ბრუმა, იერუნ ზუტი და ლუსიანო ნარსინგჰი ჰოლანდიის ნაკრებში დეილი ბლინდის თანაგუნდელები არიან.

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

21.11.2015. "უოტფორდი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი" (დინი 87'(პ) - დეპაი 11', დინი 90 (ავტოგოლი)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, იანგი, სმოლინგი, ჯონსი (მაკნეირი 69), ბლინდი, შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი, მატა (პერეირა 79), ლინგარდი, დეპაი, ერერა (როხო 25).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 27 ქულა.

21.11.2015. "ვილემი II" 2-2 პსვ (ფალკენბურგი 55' 62' - პერეირო 11', დე იონგი 73)

პსვ: ზუტი, არიასი, ბრუმა, იზიმა-მირენი, ბრენეტი, გუარდადო, ჰენდრიკსი (მაჰერი 66), პროპერი, პერეირო, დე იონგი, ლოკადია, ნარსინჰი (66).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-3 ადგილი, 28 ქულა.

გუნდების სტატისტიკა ტურნირზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (პრევიუ)
მატჩის წინ
18 კომენტარი
№11
ავტორი: redarmy10
25 ნოემბერი 2015 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
დღეს თქვენი იმედი მაქვს უნდა მოვიგოოთ თან დიდი ანგარიშით

GGMU <3
0
№12
ავტორი: koba-army
25 ნოემბერი 2015 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ise xalxo mervedfinalshi romel gunds isurvebdit rom shegvxvds?
0
№13
ავტორი: potelo
25 ნოემბერი 2015 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
პსვ მაგრად გაასხამს manunited [hide][/hide]

გავიდეს და მეტი არაფერი მინდა wink
0
№14
ავტორი: UTD-Rule
25 ნოემბერი 2015 18:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია ისეთივე გახსნილი და შემტევი ფეხბურთი იქნება, როგორიც ცსკასთან იყო, მაგრამ მაინც მთავარია ნერვიულობის გარეშე მოვიგოთ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№15
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2015 19:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
koba-army,
რომას. ან კიევის დინამოს wink თუმცა, ვალენსიაც არ იქნებოდა ცუდი. ლამაზი და გახსნილი მატჩი მინდა, ამიტომ ვამბობ ამ გუნდებს. პსჟ კი ყველაზე დიდი გამოწვევაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: koba-army
25 ნოემბერი 2015 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
RojoDiablo,
olimpiakosic araa cudi varianti :-D
0
№17
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2015 21:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
koba-army,
მაგას ბენფიკაც მირჩევნია. ბერძნებთან თამაშზე ცუდი რა უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: redarmy10
25 ნოემბერი 2015 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
წოლფსბურგი იგებს და 9 ქულა ექნება და პირველზეაა და ჩვენც უნდა მოვიგოთ დღეს უეჩველი და გადავიდეთ ისევ პირველზეე

1 საათიღა დარჩა დაწყებამდე და წარმატებები ბიჩობას <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top