თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2015, 18:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 7238,
კომენტარები: 17
ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?
ვან გაალი ურწმუნოება არგენტინელისადმი თუ ანხელის სისუსტე პრემიერ ლიგაში.
ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?
არგენტინელი მიმდინარე წელს ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენობის შემდეგ მოიშორეს, მაგრამ სტატისტიკა ამტკიცებს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.

მაშინ, როცა ლუი ვან გაალი ფლანგებზე კრეატიულობასა და სისწრაფეს უჩივის, ანხელ დი მარია ლიგა 1-ს კლუბებს პსჟ-ს შემადგენლობაში სიცოცხლეს უმწარებს.

დი მარიამ მალე დაიწყო იმ ფორმის ჩვენება, რომელშიც "წითელმა ეშმაკებმა" 2014 წელს 59.7 მლნ. ფუნტი გადაიხადეს, "ტულუზასთან" 40 იარდიდან ჯარიმის გატანის მიუხედავადაც კი, "იუნაიტედის" სტატიკური შეტევა გულშემატკივარს განარისხებს.

მესუთ ოზილი მთელ თავის ოსტატობასა და ჭკუას ავლენს, რომელიც "იუნაიტედს" აკლია და თავისი თამაშის გამო ქება-დიდებას იმსახურებს - ასევე პასების შედეგის გამო - მიმდინარე სეზონში, მაგრამ საკვირველია და, დი მარია მისი უახლოესი კონკურენტია პრემიერ ლიგაში.

ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?

ერთი საგოლე გადაცემა მატჩების საშუალო რაოდენობაში

ითვლება მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომელთაც მინიმუმ 10 საგოლე გადაცემა აქვთ შესრულებული


ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?


არგენტინელისგან განსხვავებით, ოზილის ინგლისური კარიერა რთულად დაიწყო და ის ხშირად ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ არსენ ვენგერმა მისდამი რწმენა შეინარჩუნა და გერმანელი ახლა ამაგს იხდის.

ოზილს მიმდინარე სეზონში უკვე 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიას ლიდერობს. საგოლე პასის გასაკეთებლად მას საშუალოდ 2.46 მატჩი სჭირდება, მის უახლოეს მდევრად კი "იუნაიტედიდან" წასული ანხელ დი მარია რჩება, რომელსაც იგივე მაჩვენებლის მიხედვით 2.7 მატჩი სჭირდებოდა.

უფრო მეტიც, ვან გაალმა თავიდან მოიშორა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შემქომედი ფეხბურთელი, როცა ზაფხულში ლუიშ ნანი გაყიდა "ფენერბაჰჩეში".

ვან გაალის სახეს კიდევ უფრო მეტი აღშფოთება რომ შეემატოს, დი მარია ძალიან ადვილად მოერგო საფრანგეთის დედაქალაქს და მაშინვე დაიწყო გოლების გატანა და საგოლე გადაცემების კეთება, რაშიც ყოველ ყოფილ თანაგუნდელს ჯობს.

ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?

წუთების საშუალო რაოდენობა ერთი გოლის გასატანად ან საგოლე პასის გასაკეთებლად (2015-2016)


ანხელ დი მარია გოლს იტანს ან საგოლე გადაცემას აკეთებს საშუალოდ 46 წუთით ადრე, ვიდრე "იუნაიტედის" ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ხუან მატა, ხოლო მასზე უკეთესი შედეგი ამჟამად "დორტმუნდში" იჯარის წესით მოასპარეზე ადნან იანუზაის აქვს, რომელიც საშაულოდ ყოველ 127 წუთში ერთხელ აკეთებდა საგოლე გადაცემას ან იტანდა გოლს.

მახვილი მზერის მქონე მკითხველი სხვა რამესაც შენიშნავდა: კაპიტანი უეინ რუნი საგოლე პასს აკეთებს ან გოლს იტანს ყოველ 491 წუთში ერთხელ (დი მარიაზე 5-ჯერ ცუდი შედეგი), ხოლო მემფის დეპაის ერთადერთი გოლი აქვს 589 წუთში.

თვითონ თქვით| როგორ ფიქრობთ? მართალი იყო ვან გაალი, დი მარია რომ გაყიდა თუ "იუნაიტედს" მისი სიმწვავე და ოსტატობა აკლია? შეიძლება, უბრალოდ პრემიერ ლიგას ვერ მოერგო? პასუხები გამოკითხვაში და კომენტარის სახით დააფიქსირეთ...

წყარო: goal.com


შეცდა ვან გაალი, როცა დი მარია გაყიდა?

დიახ! მას ჯერ კიდევ ბერი რამის შეთავაზება შეუძლია
არა! ის პრემიერ ლიგას ვერასდროს მოერგებოდა

სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2015 18:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის. დიდი შეცდომა იყო ამის მოყვანა, პირველი 3-4 თამაშის მერე ტიპი არ იყო მოედანზე. იმის გამო რომ ამის ჩაწოდებებით გოლები გადიოდა არ ნიშნავს რომ ამართლებდა
0
№2
ავტორი: dachi_mu
12 ნოემბერი 2015 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
დიმარია ვან გაალს არ გაუშვია ეს ყველამ ვიცით..აი ნანის გაჩუქება მართლა რა მაფია იყო არ ვიცი...ნანისნაირიც არავინ გვყავს ფლანგზე...ცოტა კრიატიულობა მაინც ქონდა..ასევე ველბეკი კიდევ..სრარტის აღებაში ალბათ საუკეთესოა მთელს სოფლიოში..ყოლოდა ვინგერად და ექნებოდა სისწრსფე.. ესაა ვანგაალის ბრალი და ბევრი სხვაც მარა დი მარია ნაღდად არა
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
12 ნოემბერი 2015 18:20
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
General,
დიმარია მარტო აწოდებდა? ვანგაალი რო ათამაშებდა თავდასხმაში და აუტჩიკად ეგ მაგის ბრალია. რეალში დაფრინავდა და არც პსჟ-ში აკლებს. რაღა უნაიტედში ჭირდება ყველას1 წელი ადაპტაციისთვის. ან ფერგის დროს რატო არ ჭირდებოდათ ამდენი დრო. იმიტო რო გუნდში მოდის მარცხენა მცველი და დგას მარჯვნივ. მეკარე დგას მწვრთნელის პოზიციაზე ცენტრალი თავდამსხმელი ფლანგზე და ფლანგის შედარებით სწრაფი ვინგერი მცველად.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ნოემბერი 2015 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დავიწყოთ იქიდან, რომ დი მარია არავის მოუშორებია, თვითონ უნდოდა წასვლა და ეს არაერთხელ თქვა. რაც შეეხება ოზილის და დი მარიას შედარებას, მათ სხვადასხვა პოზიციაზე უხდებათ თამაში და მათი სტატისტიკის შედარება ჩემი აზრით ცოტა უადგილოა. მაშინ როცა ათიანზე დგეხარ გაცილებით ადვილია რა თქმა უნდა ასისტის გაკეთება, ვიდრე მაშინ როცა მარჯვენა ან მარცხენა ფლანგზე თამაშობ. დი მარია, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია ამაზე არავინ დაობს და არც ისაა გასაკვირი, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში გოლებსაც იტანს და სხვასაც ატანინებს, თუმცა როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ლიგა 1 და პრემირ ლიგა ყველამ იცის.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2015 18:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ALEXFERGUSON,
ბოლო თამაშებში შენ თუ დი მარიასგან შორიდან უაზრო დარტყმულის, ფლანგიდან ყვავების ყრის და სანამ კაცი მიეკარებოდა ძირს დავარდნის მეტი გახსოვს არ ვიცი

გასაგებია რო ყველაფერი ვან გაალის ბრალდება მაგრამ მთლად ეგრეც ხო აარაა winked ჩიჩარიტომ გუნდზე მეტი გოლი გაიტანა და ვან გალის ბრალია რო გაუშვა? იანგი რო სკამზე დაგსვავს გუნდიდან კი არა ფეხბურთიდან უნდა წახვიდე ჩემი აზრით (ეს ისე)

და ბოლოს ყველაზე მთავარი. მაგას არასდროს უნდოდა აქ თამაში, აღიარა კიდეც
0
№6
ავტორი: AkkRed
12 ნოემბერი 2015 18:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დი მარიას სურვილი რომ ყოფილიყო დარჩენა დარჩებოდა. აქ ვან გაალს ვერ დავაბრალებ მე მართლა, უბრალოდ დი მარიას არ უნდოდა
0
№7
ავტორი: zatara
12 ნოემბერი 2015 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
მართლა არ არის ვან გაალის ბრალი და მადლობა რომ ეგრევე გაუშვა... პირველი 2-3 თამაშის მერე მე დი მარიას გაკეთებული საქმე არ მინახავს... ის რაც რეალში იყო მომწონდა მაგრამ ჩვენთან სხვა ფეხბურთელი მოვიდა...

და რაც ყველაზე მთავარია თვითონ არ უნდოდა ამ გუნდში და იყოს ეხლა სადაც არის...

და ისიც უნდა ვთქვა რომ დი მარია თავის საყვარელ პოზიციაზეც თამაშობდა ხოლმე მაგრამ ვერაფერს ვერ შვრებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№8
ავტორი: abrama
12 ნოემბერი 2015 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Gasagebia rom saprangetshi tamashobs,
Saprangetshi rom vtamashobde tan PSG shi mec gavataninebdiii.

Iq PSG 10 sapexurit magla dgas yvela gundzeee, vin unda gauwios winaaMgdgeboba aiacho gco ebma tu.angersebma da kide sxva matnairebma
0
№9
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2015 19:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სისულელეა ორი ჩემპიონატის შედარება, ორ სხვადასხვა ტიპის გუნდში მოთამაშე ფეხბურთელის შედარება და მით უმეტეს, უამრავი სხვა ფაქტორის არ გათვალისწინება.

ანხელი იუნაიტედში ვერ იყო ისეთი, როგორც რეალში, იმიტომ, რომ ინგლისის არ არის ესპანეთი და იუნაიტედი არ არის რეალი. ვან გაალს ვაბრალებთ, მაგრამ ლუიმ უთხრა თქვენი აზრით კაცი აღარ მოატყუოო? ბოლოს მაგან პრემიერ ლიგაში ჰალ სიტის ფეხბურთელი მოატყუა და იმის მერე აღარ მახსოვს ეგ ვინმეს გასცდენოდეს. კლასი კლასია და ასეთი დონის ფეხბურთელმა ერთ თამაშში ისეთი რამ შეიძლება ჩაიდინოს, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტოს, მაგრამ სტაბილურობა არ სჩვევიათ.

ისე, სტაბილურობაზე გამახსენდა. როცა ანხელი ვიყიდეთ, ვიღაცამ დაწერა მაშინ, არასტაბილური დი მარია გვიშველის ჩვენო? აგვიხდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Wardell
12 ნოემბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვან გაალი რა შუაშია? თვითონ არ უნდოდა თავიდანვე მოსვლა, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ იყო, რეალში დარჩენით პერესის მონა გახდებოდა, პსჟ-ს კიდე სანქციების გამო არ შეეძლო ყიდვა, ჩვენ გავისროლეთ 60 მილიონი და კი წამოვიდა, აიღო კაი ხელფასი და ეხლა ბედნიერი დარბის პარიზში სადაც უნდოდა კიდეც. ვან გაალის ბრალეულობა თითქმის 0-ია უბრალოდ არ უნდოდა კაცს აქ და ძალით გამოვიდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top