თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2015, 18:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 7239,
კომენტარები: 17
ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?
ვან გაალი ურწმუნოება არგენტინელისადმი თუ ანხელის სისუსტე პრემიერ ლიგაში.
ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?
არგენტინელი მიმდინარე წელს ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენობის შემდეგ მოიშორეს, მაგრამ სტატისტიკა ამტკიცებს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.

მაშინ, როცა ლუი ვან გაალი ფლანგებზე კრეატიულობასა და სისწრაფეს უჩივის, ანხელ დი მარია ლიგა 1-ს კლუბებს პსჟ-ს შემადგენლობაში სიცოცხლეს უმწარებს.

დი მარიამ მალე დაიწყო იმ ფორმის ჩვენება, რომელშიც "წითელმა ეშმაკებმა" 2014 წელს 59.7 მლნ. ფუნტი გადაიხადეს, "ტულუზასთან" 40 იარდიდან ჯარიმის გატანის მიუხედავადაც კი, "იუნაიტედის" სტატიკური შეტევა გულშემატკივარს განარისხებს.

მესუთ ოზილი მთელ თავის ოსტატობასა და ჭკუას ავლენს, რომელიც "იუნაიტედს" აკლია და თავისი თამაშის გამო ქება-დიდებას იმსახურებს - ასევე პასების შედეგის გამო - მიმდინარე სეზონში, მაგრამ საკვირველია და, დი მარია მისი უახლოესი კონკურენტია პრემიერ ლიგაში.

ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?

ერთი საგოლე გადაცემა მატჩების საშუალო რაოდენობაში

ითვლება მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომელთაც მინიმუმ 10 საგოლე გადაცემა აქვთ შესრულებული


ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?


არგენტინელისგან განსხვავებით, ოზილის ინგლისური კარიერა რთულად დაიწყო და ის ხშირად ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ არსენ ვენგერმა მისდამი რწმენა შეინარჩუნა და გერმანელი ახლა ამაგს იხდის.

ოზილს მიმდინარე სეზონში უკვე 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიას ლიდერობს. საგოლე პასის გასაკეთებლად მას საშუალოდ 2.46 მატჩი სჭირდება, მის უახლოეს მდევრად კი "იუნაიტედიდან" წასული ანხელ დი მარია რჩება, რომელსაც იგივე მაჩვენებლის მიხედვით 2.7 მატჩი სჭირდებოდა.

უფრო მეტიც, ვან გაალმა თავიდან მოიშორა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შემქომედი ფეხბურთელი, როცა ზაფხულში ლუიშ ნანი გაყიდა "ფენერბაჰჩეში".

ვან გაალის სახეს კიდევ უფრო მეტი აღშფოთება რომ შეემატოს, დი მარია ძალიან ადვილად მოერგო საფრანგეთის დედაქალაქს და მაშინვე დაიწყო გოლების გატანა და საგოლე გადაცემების კეთება, რაშიც ყოველ ყოფილ თანაგუნდელს ჯობს.

ოზილის გვირგვინის შესაფერისი: ძალიან ადრე დანებდა ვან გაალი დი მარიას შემთხვევაში?

წუთების საშუალო რაოდენობა ერთი გოლის გასატანად ან საგოლე პასის გასაკეთებლად (2015-2016)


ანხელ დი მარია გოლს იტანს ან საგოლე გადაცემას აკეთებს საშუალოდ 46 წუთით ადრე, ვიდრე "იუნაიტედის" ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ხუან მატა, ხოლო მასზე უკეთესი შედეგი ამჟამად "დორტმუნდში" იჯარის წესით მოასპარეზე ადნან იანუზაის აქვს, რომელიც საშაულოდ ყოველ 127 წუთში ერთხელ აკეთებდა საგოლე გადაცემას ან იტანდა გოლს.

მახვილი მზერის მქონე მკითხველი სხვა რამესაც შენიშნავდა: კაპიტანი უეინ რუნი საგოლე პასს აკეთებს ან გოლს იტანს ყოველ 491 წუთში ერთხელ (დი მარიაზე 5-ჯერ ცუდი შედეგი), ხოლო მემფის დეპაის ერთადერთი გოლი აქვს 589 წუთში.

თვითონ თქვით| როგორ ფიქრობთ? მართალი იყო ვან გაალი, დი მარია რომ გაყიდა თუ "იუნაიტედს" მისი სიმწვავე და ოსტატობა აკლია? შეიძლება, უბრალოდ პრემიერ ლიგას ვერ მოერგო? პასუხები გამოკითხვაში და კომენტარის სახით დააფიქსირეთ...

წყარო: goal.com


შეცდა ვან გაალი, როცა დი მარია გაყიდა?

დიახ! მას ჯერ კიდევ ბერი რამის შეთავაზება შეუძლია
არა! ის პრემიერ ლიგას ვერასდროს მოერგებოდა

სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: shotkina
12 ნოემბერი 2015 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
შეცდა ერთია და რამდენად უნდოდა დი მარიას აქ თამაში მეორე, ნებისმიერი გუდნი რომელიც ამ დიამარიას გაუშვებს დაწერენ რო რათქმაუნდა შეცდაო მაგრამ მე მაგალითად ნახევრად პროდუქტიულ და ძალით ნათამაშებ დიმარიას ვინმე სხვა მირჩევნია ვინც გულით ითამაშებს,და ბევბრია ასეთი პეხბურთელი დიმარიას დონის, და ისე ეპლ ში პიზიკურად დიდად ვერ კაჩავდია დიმკა ვგულისხმობ პოზიციურ ორთაბრძოლებს
0
№12
ავტორი: A.HERRERA
12 ნოემბერი 2015 22:18
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
რა თქმა უნდა არ შემცდარა ვან გაალი, რომ გაუშვა. აი მოყვანაზე კი სხვა პასუხი მაქვს, არ უნდა მოეყვანა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში თამაშის სურვილი არ გააჩნია და ეგ თავიდანვე ცხადი უნდა გამხდარიყო, მხოლოდ ამაში შეცდა. რომ არა მისი სიტყვები, დამწყდებოდა გული, რომ გაუშვეს. ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა სხვა მხრივ, მითუმეტეს სტატისტიკა მშვებიერი ჰქონდა, მარა ამ აფერისტის გაჩერება არ შეიძლებოდა გუნდში!
0
№13
ავტორი: Best 7
12 ნოემბერი 2015 23:24
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დი მარიას მშობელი დედა მოვ***!
0
№14
ავტორი: lefty
13 ნოემბერი 2015 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ვან გაალი მაგარი ****ა არ უნდა გაეშვა მარა სად ეპლი და სად საფრანგეთის წარაკუა ლიგა.
0
№15
ავტორი: BONDZGI
13 ნოემბერი 2015 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მაგრად მევასებოდა როცა რეალში იყო, მარა გამოდგა გველი.... ერთადერთი რამის გამო გადმოვიდა ჩვენთან, იმ წელს PსG-მ ვერ წაიყვანდა ფეირ პლეის წესებს არღვევდა... რეალში რო დარჩენილიყო გაახეხინებდნენ სკამს... მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა და ერთი წელი რო მოხსნილიყო... ღაბაბა მაგარი ****ა მარა მთლა მაგას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს... ბეილიც არ წყვეტდა ვარსკვლავებს რეალში მარა არ გაქცეულა
0
№16
ავტორი: Count Alucard
13 ნოემბერი 2015 17:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნამდვილად არ ველოდი, რომ წინა ზაფხულს დი მარიას გაყიდდნენ, მეგონა, რომ ერთი სეზონით კიდევ დატოვებდნენ და ნახავდა ვან გაალი მართლა რა შეეძლო ანხელს, მაგრამ თავადაც წასვლა სურდა და არც ვან გაალი იყო დიდად მონდომებული, რომ დაეტოვებინათ, თორემ ვისი დატოვებაც უნდოდა ვნახეთ, რომ არაფრით არ გაუშვეს (დე ხეა).
0
№17
ავტორი: red devil
14 ნოემბერი 2015 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წასვლა უნდოდა და წავიდა ის ბებერიბრა შუაშია საერთოდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top