თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2015, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3867,
კომენტარები: 11
ვან გაალი ზამთარში ვინგერს შეიძენს
"იუნაიტედი" ზამთარში ფლანგებს გააძლიერებს.
ვან გაალი ზამთარში ვინგერს შეიძენს
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ბაზარზე გავა, რათა გუნდისთვის აუცილებელი ვინგერი შეიძინოს.

"ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც "წითელმა ეშმაკებმა" 2-0 გაიმარჯვეს, ფლანგებზე ჯესი ლინგარდი და ხუან მატა იდგნენ, რომლებმაც თითო გოლი გაიტანეს.

მაგრამ მატჩის შემდეგ ვან გაალმა აღნიშნა, რომ არცერთი მათგანია საუკეთესო და "იუნაიტედს" ფლანგებზე პრობლემა აქვს, რის მოგვარებასაც იანვარში აპირებს.

"ჩემს პირველ სეზონში მრავალჯერ ვთქვი, რომ სისწრაფე და კრეატიულობა გვჭირდებოდა ფლანგებზე.

ახლა ჯესი ლინგარდით ვთამაშობთ ფლანგზე, რომელიც ნამდვილად არ არის მსოფლიოს უსწრაფესი ვინგერი და ასევე მატათი, რომელიც ასევე არ არის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ვინგერი.

ასე რომ, პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ და როგორი ბალანსი გვექნება ფლანგების სისწრაფეში",
- განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედი" ზაფხულში "საუთჰემპტონის" ფეხბურთელით, სადიო მანეთი ინტერესდებოდა, თუმცა ვან გაალი ედენ აზარისა და ნეიმარის გადაბირებასაც ცდილობდა.

მათ გარდა ლუის გარეტ ბეილის შეძენაც სურდა, თუმცა 64 წლის სპეციალისტმა ვერც ერთი ტრანსფერი განახორციელა და კლუბი კვლავ თავის რესურსს ეყრდნობა.

"ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვის ყიდვას შევძლებ. ბევრი ფეხბურთელის ყიდვა მინდა, მაგრამ ყველა მათგანი არ იყიდება. ასე რომ, მრავალი ფაქტორი არსებობს.

ასევე დამოკიდებულია ლუკ შოუს გამოჯანმრთელების პროცესზე - რამდენი ხანი დასჭირდება მას",
- დაამატა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2015 14:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მანეა ყველაზე რეალური მაგრამ ზამთარში არამგონია გადმოვიდეს. ნეიმარს მოეშვას რა
0
№2
ავტორი: ViDa
9 ნოემბერი 2015 14:46
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ნეიმარზე ფიქრს რატო არ ეშვებიან ვერ ვხვდები. ცოცხალი თავით არ დამობს ბარსა და არც ნეიმარს უნდა გუნდის დატოვება.

მანე კარგი ვარიანტია, აზარზეც შეილება გაფართხალება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დაკარგა მაურინიოს ნდობა მაგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2015 15:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მანიშეე ზანგიშეეე უნდა გადმოიყვანოს და მერე ნახეთ რა ცოცხალი ფლანგი გვეყოლება
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2015 15:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მანე კი შეიძლება, მაგრამ მოაგვარებს კი პრობლემას? საკითხავი ესაა და სწორია ლუი, ყველას ვერ იყიდი, ვინც გინდა და აზარის ყიდვა ნეიმარზე არანაკლებ რთული იქნება. რეალსაც უნდა სჭირდება კიდეც, რეალში თამაში კი ყველას როგორ უნდა მოგვეხსენება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Memphis_Depay
9 ნოემბერი 2015 15:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მანეს თამაშს თუ უყურებთ! ტიპიური პრემიერ ლიგის ვინგერია! აწიოკებს მცველებს სისწრაფით! და ტექნიკაც აქვს თუმცა დასახვეწია და დარწმუნებული ვარ მარჯვენა ფლანგზე იდეალური იქნება სადიო მანე fellow
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ნოემბერი 2015 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აზარზე, ნეიმარზე, ბეილზე და ესეთ "სისულელეებზე" ტყუილად ნუ მოიკლავენ თავს ფიქრით. მანეს რაც შეეხება ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არაა, ყოველშემთხვევაში მე არ ვიქნები წინააღმდეგი ამ ფეხბურთელის მოყვანის. მარცხენა ფლანგზე კიდე სწრაფი მემფისია, მაგრამ რათ გინდა საერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან. იმედია მალე ჩადგება ფორმაში, თორე ესე გაგრძელება კარგს არაფერს მოუტანს არც თვითონ მემფისს და არც გუნდს.
0
№7
ავტორი: The Special One
9 ნოემბერი 2015 16:14
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ვინგერს რო იყიდის ამის ფილოსოფია რო ვიცი ისევ მატას დააყენებს ვინგერად areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: DRJBECKHAM
9 ნოემბერი 2015 16:53
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Tu vingeri chirdeba sa albat marjvenaze laparaki ver vigeb 4 milionad rato gayida nani? Ar var nanis gulshematkivari mara gamosdioda sezonshi 10 tamashi da xustad ar maxsovs romeli weli iko gu dma mdximed daiwko mara nanim moagebina 2 tamashim mashinac mkvdarivit iko gundi. Cuadradom ver gaqacha inglissshi tore ar iko cudi varianti
0
№9
ავტორი: Mufc7
9 ნოემბერი 2015 17:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა არარელურია ბეილიც, ნეიმარიც და აზარიც no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Count Alucard
9 ნოემბერი 2015 18:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მარჯვენა ფლანგზე ნამდვილად გვინდა გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ მატა ძალიან მომწონს ფლანგის მოთამაშე არ არის და მარჯვენა ფლანგი მუდამ ჩავარდნილია... თუმცა არც ნეიმარი არც მანე და არც აზარი მარჯვნივ არ თამაშობენ, ბეილი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top