თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2015, 11:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3509,
კომენტარები: 14
ვან გაალი: "გულშემატკივარი რასაც მირჩევს, ის დედაჩემმაც იცის"
ლუი ვან გაალი ქომაგებს სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევას აბრალებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი უნდა დაფიქრდეს, სანამ სტადიონზე სკანდირებას დაიწყებს.

"წითელი ეშმაკები" "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ დომინირებდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 52-ე წუთზე მოახერხეს, როცა ჯესი ლინგარდმა თავისი პირველი გოლი გაიტანა, რასაც შეხვედრის მიწურულს ხუან მატამ პენალტის ზუსტად გამოყენება დაურთო.

ლინგარდის გოლამდე "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი გუნდს მოუწოდებდა და "შეტევა, შეტევა, შეტევა" სკანდირებდა.

ვან გაალმა ამის შესახებ განაცხადა: "გულშემატკივართა გრძნობის მესმის. ასეთი დაცვით ორგანიზებული გუნდების წინააღმდეგ უკეთ უნდა შევუტიოთ, მაგრამ ეს ყველაზე რთული სათამაშო სისტემაა, რომელსაც გუნდი უპირისპირდება.

გულშემატკივრით ყოველთვის კმაყოფილი ვარ და უნდა შეეგუოთ, რომ საკუთარი აზრი აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათზე პოლ სქოულზმა და მედიაში დაწერილმა კრიტიკულმა აზრმა მოახდინა გავლენა.

მათაც უნდა გააკეთონ ანალიზი. როცა ყვირიხარ "შეტევა, შეტევა, შეტევა" და გუნდი 85 წუთის განმავლობაში უტევს, როგორც ფანმა, უნდა იფიქრო, სწორია თუ არა ამის ყვირილი.

მათ უნდათ გვითხრან, რომ გოლი უნდა გავიტანოთ. ეს დედაჩემმაც იცის და ბებიაჩემმაც. გოლები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია",
- განაცხადა მატჩის შემდეგ ვან გაალმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
8 ნოემბერი 2015 11:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
:D

:D
0
№2
ავტორი: vincent
8 ნოემბერი 2015 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
wink wink
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
8 ნოემბერი 2015 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ხოდა მოგი***ნ ნიჭიერი დედის ცენზურა, დროებითია სიხარული მანც ჩააჯვამ მუღამში ვიცი
0
№4
ავტორი: Mufc7
8 ნოემბერი 2015 12:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მათ უნდა გვითხრან, რომ გოლი უნდა გავიტანოთ. ეს დედაჩემმაც იცის და ბებიაჩემმაც. გოლები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Count Alucard
8 ნოემბერი 2015 13:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კაცმა არ იცის ხანდახან რა თქვას და ჰაერზე ისვრის სიტყვებს...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2015 14:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა ათამაშე გუნდი შეტევაზე derpwhy
0
№7
ავტორი: AkkRed
8 ნოემბერი 2015 14:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დედაშენმა, ბებიაშენმა და ფანებმა უკეთ იციან შენზე ასე გამოდის
0
№8
ავტორი: Mike
8 ნოემბერი 2015 14:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
სქოულზს რო არ ეთქვა ჩვენ ვერ ვხედავთ რა ნეხვ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს?
0
№9
ავტორი: scholes
8 ნოემბერი 2015 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ჩვენს სქოულზს დააბრალე ეხა ბლდ. ამას ხო არ გონიია სქოულზე მაგრად შეგვაყვარებს თავს ან აქ ან იქ? ჩემპიონთა ლიგა რო მოიგოს სქოულზი უფრო მაგარი ტიპია მაინც არა ხალხო? lol
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
8 ნოემბერი 2015 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
იცით სირცხვილია უკვე და მითხარით რა ნიკი როგორ შევიცვალო wink მაგარი აქლემის ფურთხი კაცია smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top