თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2015, 11:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3511,
კომენტარები: 14
ვან გაალი: "გულშემატკივარი რასაც მირჩევს, ის დედაჩემმაც იცის"
ლუი ვან გაალი ქომაგებს სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევას აბრალებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი უნდა დაფიქრდეს, სანამ სტადიონზე სკანდირებას დაიწყებს.

"წითელი ეშმაკები" "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ დომინირებდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 52-ე წუთზე მოახერხეს, როცა ჯესი ლინგარდმა თავისი პირველი გოლი გაიტანა, რასაც შეხვედრის მიწურულს ხუან მატამ პენალტის ზუსტად გამოყენება დაურთო.

ლინგარდის გოლამდე "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი გუნდს მოუწოდებდა და "შეტევა, შეტევა, შეტევა" სკანდირებდა.

ვან გაალმა ამის შესახებ განაცხადა: "გულშემატკივართა გრძნობის მესმის. ასეთი დაცვით ორგანიზებული გუნდების წინააღმდეგ უკეთ უნდა შევუტიოთ, მაგრამ ეს ყველაზე რთული სათამაშო სისტემაა, რომელსაც გუნდი უპირისპირდება.

გულშემატკივრით ყოველთვის კმაყოფილი ვარ და უნდა შეეგუოთ, რომ საკუთარი აზრი აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათზე პოლ სქოულზმა და მედიაში დაწერილმა კრიტიკულმა აზრმა მოახდინა გავლენა.

მათაც უნდა გააკეთონ ანალიზი. როცა ყვირიხარ "შეტევა, შეტევა, შეტევა" და გუნდი 85 წუთის განმავლობაში უტევს, როგორც ფანმა, უნდა იფიქრო, სწორია თუ არა ამის ყვირილი.

მათ უნდათ გვითხრან, რომ გოლი უნდა გავიტანოთ. ეს დედაჩემმაც იცის და ბებიაჩემმაც. გოლები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია",
- განაცხადა მატჩის შემდეგ ვან გაალმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ნოემბერი 2015 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რომერომ ეტყობა ამასაც გაუნაწილა ცოტა და... 3d_7 wink
0
№12
ავტორი: The Special One
8 ნოემბერი 2015 16:47
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რაო რა თქვა 85 წუთი ვუტევთო?წადი ვან გაალ ახალი სიზმრები გამოვიდა ნახე.

რა ეშველება ამ უბედურს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№13
ავტორი: Silver
8 ნოემბერი 2015 16:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ერთი ხო მოიგო, ეხლა სამს უგოლო ფრეს გლიჯავს areyoukiddingme
0
№14
ავტორი: martial.17
8 ნოემბერი 2015 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ra gauchinet am kacs kibo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top