თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2015, 11:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3161,
კომენტარები: 12
რედნაპი: "ამ შემადგენლობით ფერგიუსონიც კი ვერ მოახერხებდა ტიტულის მოგებას"
ჰარი რედნაპი "იუნაიტედის" თანამედროვე შემადგენლობის შესახებ.
რედნაპი:
"ტოტენჰემისა" და ქპრ-ს ყოფილი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ვერც ერთი ითამაშებდა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელი ეშმაკების" რიგებში.

ბოლო პერიოდში ლუი ვან გაალს ხშირად აკრიტიკებენ არასანახაობრივი ფეხბურთის ჩვენების გამო, მაგრამ რედნაპს მიაჩნია, რომ ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია, რომლებიც ჰოლანდიელის განკარგულებაში არიან.

"უბრალო ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ფერგიუსონიც კი - ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი - ვერ მოახერხებდა ამ შემადგენლობით ტიტულის მოგებას.

არ მინდა უპატივცემულობა გამოვავლინო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი შემადგენლობიდან რომელიმეს ათამაშებდა ფერგიუსონი გუნდში, ეს კი ყველაზე უკეთ მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მასალასთან უხდება მუშაობა ვან გაალს.

როგორც თავის დროზე დევიდ მოიესმა აღმოაჩინა, როგორც ახლა ვან გაალი აღმოაჩენს, ეს ფეხბურთელები უბრალოდ არ შეესაბამებიან დონეს. ეჭვგარეშეა, ტოპ-გუნდად რჩება "იუნაიტედი", მაგრამ ახლოსაც კი არ არის იმასთან, რომ ლიგაში სხვა გუნდებს აჯობოს",
- დაწერა რედნაპმა თავის გრაფაში.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
5 ნოემბერი 2015 12:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთ კითხვას დავსვავ და დასკვნა თქვენთვის მომინდია, ამას შიგ ხომ არ აქვს?
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ნოემბერი 2015 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამას დაავიწყდა ეტყობა რო ფერგი ქლევერლებით და ევანსებით იგებდა პრემიერ ლიგას. რას ქვია ფერგი არ ათამაშებდა ამ შემადგენლობიდან ფეხბურთელს??? სხვაზე რო არაფერი ვთქვა კერიკი, რუნი, დე ხეა,სმოლინგი- ეს ფეხბურთელები რაა ფერგის გუნდში არ თამაშობდნენ??? belay
0
№3
ავტორი: Martial
5 ნოემბერი 2015 12:38
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ტოპ გუნდს რომელი არ შესაბამება შვაინა, მარსიალი, მატა, შოუ თუ ვინ? :)) რიჟა ბაზარია :))
0
№4
ავტორი: abrama
5 ნოემბერი 2015 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Es ettob liverpulis pania
0
№5
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2015 13:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ დავიჯერო რომ ფერგი ამ გუნდს ვერ ათამაშებდა? მასინ როცა ამაზე უარესი დაცვის ხაზი გვყავდა და გოლს გოლზე ვუშვებდით გუნდი იმაზე ჰყავდა აწყობილი რომ პერსის უფრო მეტი გაეტანა. მაშინ გუნდში ესეტი ნახევარდაცვის ხაზი ნაღდად არ გვყავდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კერიკზე ვიყავით დამოკიდებულები
0
№6
ავტორი: bziki
5 ნოემბერი 2015 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მესმის რასაც იძახის, ფერგის მოგებული ბოლო ტიტული პერსის და ეპლში კონკურენციის არარსებობის ბრალი იყო ეგეთ ფორმაში მყოფი 9 იანი და მაგ დონის არ გვყავს ეხლა, ფერგის ბოლო წელსაც ევრა,რიო,ვიდა,გიგზი,დაბრუნებუ

რამდენი ვწერე და წაშალა
ერთი სიტყვით რო შეადაროთ 2007-8-9 ან 2006-5 წლების შემადგენლობა დღევანდელს ნახავთ რო დღევანდელი იმასთან ძაან სუსტია ძაან. ეგრეც არაა რო ევანსებით იგებდა სულ ფერგი
ბოლო წელსაც როცა შედარებით მართლა სუსტი შემადგენლობა გვყავდა ბებრები (რიო,ვიდა,ევრა,გიგზი,სქოულზი) ინერციით მაინც გორავდნენ,გამოცდილება,გამარჯ
ვებულის მენტალიტეტი და ასე შემდეგ, მაგას დავუმატოთ ის რო ეპლში სხვა გუნდებს ჩვენზე უარესი დღე ედგათ
თორე კიდევ ვამბობ ფერგის ბოლო წლის გარდა სულ ვარსკვლავური გუნდი ყავდა დღევანდელზე ბევრად ვარსკვლავური და ძლიერი
0
№7
ავტორი: RojoDiablo
5 ნოემბერი 2015 18:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არა, მთლად სიმართლე არ უთქვამს და ძალიან გადააჭარბა, მაგრამ რაღაც მარცვალი არის მის სიტყვებში სიმართლისა.

გვაქვს რამდენიმე პოზიცია, სადაც გვყავს ისინი, ვინც არ უნდა იყვნენ და უკეთესები უნდა გვყავდეს, ამას გულისხმობს ალბათ, როცა ამბობს, რომ დონეს არ შეესაბამებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: CinFox
5 ნოემბერი 2015 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ფერგის ანდერსონი, ქლევერლი და ევანსი რო ყავდა ლიგას იგებდა და ეს სასტავი რო ყოლოდა ზედიზედ 3ჯერ მოიგებდა ლიგას. ვან გაალი კიდე ძლივს გადის ლიგაზე.
0
№9
ავტორი: shotkina
5 ნოემბერი 2015 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ეს კაცი არის ძალიან მაღალი დონის მწვთნელი და ერთადერთი ინგლისელი რომელიც მევასება, რაც ილაპარაკა 100% იანია , ეხლა ზემოთ წავიკითხე ამას შ..გ ხო არააკ და ეგეთები და აბა ცოტა აზზე მოდით ვიზე რას წერთ.უდედისმსერავესად გამოცდილია და იცის რასაც ამბობს ყოველთვის რეალურად აღიქვამს სიტუაციას. რა თქვა არასწორი დავიჯერო სმოლინგი და ჯონსი ვიდიჩი რიოს დონეს აჩვენებენ? ან რომელიმე ნახევარმცველი გავს ძველ მანჩესტერს ? ანუ იმ დონეს რაც ამ გუნდ ს ეკადრება ? ერთადერთია თავისი კლასით ბასტიანი ჯერჯერობით დანარჩენები ნორმალურები ან უბრალოდ კარგები არიან პლანგები ხო საშინელება გვყავს და თავდასხმაზე მეცინება უბრალოდ რუნი თავის თავს არ გავს და მარტიალი კაი ბიჭია მარა 19 წლის ერთი ბიჭით პრემიერლიგას და ლიგას ვერ მოიგებ მითუმეტეს ბევრი აქ სასწავლი ხოდა ამ კაცმა რაციბაზრა საწყენი არაა და იმიტომ არ ამბობს რო მანჩესტერი ძულს პირიქით ბევრჯერ უთქვამს რო ოცნებობს ამ გუნდთან შეხება ქონდეს და დიდი გულშემატკივარია
ჩვენი , უბრალოდ სამწუხარო რეალობას გაუსვა ხაზი მეტი არაფერი
0
№10
ავტორი: dachi_mu
6 ნოემბერი 2015 07:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რა დონე არაა რას ამბობს ეს კაცო..უბრალოდ ბაბუს სვარკა არრ ეხერხებოდა რა და ესაა სიმართლე.კიდევ ისაა სიმართლე რო ბაბუ არ გაყიდდა არც ევრას არც პერსიკას არც ვიდას არც რიოს არც ნანის არც ველბეკს და არც ქლევერლის კიდევ.. ტიპს სლისგან სალამური გამოყავდა.. ბოლო სეზონიო უკონკურენციო იყოო ნუ ეს რა სისულელეა რა..ლიგაზეც არ იყო კონკურენცია? თუ არ გამოგვაგდო მსაჯმა იქედან? და იმის წინა წელს ბურთების სხვაობით არ წააგო? ბაბუს ეს თანხა რო დაეხარჯა არ ვამბობ რა ფეხბურთელებიც ეხლა ყავს არ ვიცი რას იზამდა რა.. მარა უეჭველი იყიდდა შოუს რა..ფაბრეგასსაც კიდევ და იოზილს :) რომლებიც ჯერ ერთმა სლემ თქვა რო თურმე იოზილი არ ჯდებოდა მის სქემაში და მეორემ ფაბრეგასი არ იყიდა.. სამაგიეროდ ბლინდი მომიყვანა საყრდენად.. აქეთ იანგი დამიტოვა გუნდში და ნანი გაყიდა ვამპერსი ზედ მიაყოლა რაფაელო ზედ მიაყოლა და ესე.. ესაა სიმართლე.თორე რა დონე არაა ბასტიკაა გუნდში კერიკი შინდლერა ერერა თუნდაც მარსიალი თუნდაც შოუ თუნდაც სმოლინგი. და ძმანი მისნი.. :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top