თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2015, 21:58
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 3308,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ფრანგი ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ანტუან გრიზმანი შესაძლოა "იუნაიტედში" აღმოჩნდეს.
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელით დიდი ხანია რაც ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება, თუმცა "იუნაიტედი" აპირებს ლონდონური კლუბის ირგვლივ არსებული პრობლემებით ისარგებლოს და ფრანგი ვარსკვლავი მანჩესტერში გადმოიბიროს.

talkSPORT ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ანტუან გრიზმანში, რომელიც დღესდღეობით ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად თავდამსხმელად ითვლება, £57 მილიონი გადაიხადოს.

ამ სეზონში, გრიზმანმა უკვე შეძლო მეტოქის კარის 6–ჯერ აღება. რაც შეეხება "იუნაიტედს", მათ უკვე სამი თამაშია მეტოქის კარში ბურთი არ გაუტანიათ, ამიტომ 24 წლის ფრანგის შესაძლებლობები ნამდვილად გამოსადეგი იქნება მათი შეტევისთვის.

"იუნაიტედს" კვლავ უკავშირებენ მადრიდის "რეალის" უელსელ ფეხბურთელს გარეთ ბეილს, თუმცა ამ უკანასკნელის ტრანსფერი უფრო არარეალურია. ცოტა ხნის წინ გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ფრანგის ტრანსფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მისი ამჟამინდელი კლუბი ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ანტუანმა, "რეალ სოსიედადში" ასპარეზობიდან მოყოლებული 63 მატჩის ჩატარება შეძლო და 31 გოლი გაიტანა.

წყარო: express.co.uk
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ilker
1 ნოემბერი 2015 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
Oho, woodwordi gaaqtiurda. Imedia morigi chori araa. Axlaxans wavikitxe woodwordis upirvelesi mizani (ocneba) bales yidvaa da de geasac datmobso da romelia martali an tyuili rtuli satqmelia
0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2015 22:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ წავა ჩელსიში წავა ალბათ მაგრამ ჩვენ კი მაგრად გამოგვადგებოდა winked
0
№3
ავტორი: abrama
1 ნოემბერი 2015 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Au au au gexvewebit raaa ogondac es moiyvanet amaze magrad arcerti tavdasxmeli mevaseba dgesdgeobit.
Dzalian magari talantia.
0
№4
ავტორი: გაბადაძე
1 ნოემბერი 2015 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Chelsshi aramgonia ro wavides isini iset dgeshi arian mara arc chven vart karg dgeshi da tamashi tuar hamovasworet aramgonia fulis xami tuar iqna ise ro aset manchestershi gadmosvlis survil eqnes . Ise es ro gadmovides chventan chemze bednieri kaci ar iqneba am qveyanaze
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: A.HERRERA
1 ნოემბერი 2015 23:11
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მე მაგრად მინდა ეს კაცი ჩვენთან ვნახო ჯერ კიდევ "სოსიედადში" თამაშიდან მოყოლებული. შეიძლება მარსიალი ფლანგს აღარ მოაშოროს ვან გაალმა ამის მოსვლით, მარა არაფერი დაშავდება მაგით თუ დეპაის არ ჩავთვლით. ან მარსიალი მარჯვნივ გადაიწევს, მარცხენა ფლანგზე დეპაი და გრიზმანი ფორვარდად. მოკლედ არის სხვა ვარიანტებიც, მთავარია მოიყვანონ.

ისე ბეილზე კიდე წამოვიდა ჭორები და ნეტა როდის მობეზრდებათ areyoukiddingme
0
№6
ავტორი: deqstera
2 ნოემბერი 2015 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ფრანგებს მართლა სასწაული თაობა ყავთ!!!

პოგბას დაბრუნების ნაღდად არმჯერა ისეთ ფასს ადებენ(არადა რუნისაც სიამოვნებით ჩავრთავდი პოგბას ტრანსფერში), ვარანი თვითონ არაა რეალიდან წამსვლელი, მარსიალი უკვე გავიფორმეთ!! 4ე მთავარი ვარსკვლავი კი ფრანგების სწორედ გრიზმანია და ძალიან მაგარი იქნება თუ ვიყიდით!!

---------მარსიალი----------
დეპაი-იანუზაი-გრიზმანი(ან ფერეირა იანუზაის მაგივრად)
0
№7
ავტორი: Malboro463
2 ნოემბერი 2015 03:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ეს კაცი და ანჩელოტის 4-3-3
მალუდას რო ათამაშებდა იმ პოზიციაზე დედას აიფეთქებს
0
№8
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2015 08:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სერიოზულ თანხას მოგვთხოვენ ამისთვის. ადვილი სულაც არ იქნება მისი შეძენა, მაგრამ თუ მართლა გვინდა, უნდა გაიღონ ყველაფერი. სჭირდება გუნდს ასეთი ფეხბურთელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
2 ნოემბერი 2015 10:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარჯვნივ დადგეს და გუნდმა 4-3-3 ითამაშოს. შუაში ისევ რუნი დადგება მარცხნივ მარსიალი, სანამ დეპაი გონზე მოვა. თან 1 ცვლილებით მთლიანი ტაქტიკის შეცვლაც შეიძლება, ასე რომ იდეალურული ტაქტიკაა ფეხბურთელებთან ერთადაც.
0
№10
ავტორი: Martial
2 ნოემბერი 2015 12:00
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ეს და მარსიალი დაიხევენ ყველას :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top