თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2015, 13:51
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2290,
კომენტარები: 16
უსახლკაროები გიგზისა და ნევილის სასტუმროში უნებართვოდ შესახლდნენ
უსახლკაროები გიგზისა და ნევილის სასტუმროში უნებართვოდ შესახლდნენ. ისინი მეპატრონეებისგან დაბინავებას ითხოვდნენ. როგორ მოიქცნენ "იუნაიტედის" ლეგენდები?
უსახლკაროები გიგზისა და ნევილის სასტუმროში უნებართვოდ შესახლდნენ
გიგზმა და ნევილმა კვლავ მიიქციეს ყურადღება, მას შემდეგ, რაც მათ სასტუმროსთან უსახლკაროები გამოჩნდნენ. ისინი მეპატრონეებისგან დაბინავებას ითხოვდნენ.

"იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა მანჩესტერის საფონდო ბირჟის ისტორიული შენობა შეიძინეს და მასში ცვლილელებების შესატანად ქალაქის მერიისგან ნებართვა მიიღეს. გიგზი და ნევილი აპირებენ, ეს შენობა ელიტარულ სასტუმროდ გადააკეთონ, სადაც 35 მდიდრული ნომერი იქნება განთავსებული. სარდაფში უკვე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი. აგრეთვე შენობაში სპა-სალონია. გარდა ამისა, სახურავზე ტერასა კეთდება. ამ ყველაფრით სარგებლობა მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს შეეძლებათ.

გასულ კვირას აღნიშნული შენობა უსახლკაროების საპროტესტო წერტილად იქცა. ისინი ქალაქში "მანჩესტერელი ანგელოზების" სახელით არიან ცნობილნი. აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ მოვლენები ჩვეულებრივი სცენარით განვითარდებოდა - ფეხბურთელები მიმართავდნენ სასამართლოს, მოიპოვებდნენ ორდენს და იძულებით გამოასახლებდნენ მათ, მაგრამ გარი ნევილი არა თუ არ წავიდა სასამართლოში, არამედ უსახლკაროებს ნება დართო დარჩენილიყვნენ შენობაში ზამთრის ცივ დღეებში.

უსახლკაროების უფლებებისთვის მებრძოლი 33 წლის უესლი ჰოლი ამბობს, რომ ნევილთან სატელოფონო საუბრის შემდეგ, რომელმაც უთხრა, რომ მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუ მის შენობაში უსახლკაროები დარჩებოდნენ, ცრემლები ძლივს შეიკავა.

"პირადად მე არ მანაღვლებს ეს საკითხი, - განაცხადა გარიმ. - ბოლო ათი წლის განმავლობაში მე მუდამ ვთავაზობ დახმარებას უსახლკაროებს, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან."

უესლი ჰოლი აცხადებს, რომ ნევილმა უფლება მისცა მათ, რომ შენობაში დახმარების ცენტრი გახსნან. უსახლკაროები მიიღებენ უფასო საჭმელს, სამედიცინო დახმარებას, მათ ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები. გარდა ამისა, მათ ტანსაცმელიც დაურიგდებათ.

"ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მისტერ ნევილმა წაგვიყენა, იყო ის რომ ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ სარემონტო სამუშაოებს და ნება უნდა დავრთოთ ინპეკტორებსა და მუშებს უპრობლემოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება. მე შევპირდი ნევილს, რომ შენობას არანაირ ზიანს არ მივაყენებთ, მეტიც, მისტერ ნევილს განვუცხადე, რომ რამდენიმე უსახლკარო მზადაა დაეხმაროს მუშებს სარემონტო სამუშაოების შესრულებაში."
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ოქტომბერი 2015 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საღოლ ნევილს. სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ბევრი ალბათ ამ უსახლკაროებს გარეთ გამოყრიდა, მაგრამ ნევილმა ეს არ გააკეთა და ნამდვილად დასაფასებელია მისი ეს საქციელი hi2

იცის როგორ უნდა მოიქცეს მანჩესტერის ლეგენდა love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 ოქტომბერი 2015 14:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გარი ყველაზე მაგარი კაცია

სამაგალითოა ესეთი საქციელი
0
№3
ავტორი: temo-scholes
19 ოქტომბერი 2015 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
აი უბრალოდ საააგოოოლ რაა... ძალიან დასაფასებელია გარის მოქმედება... love

samomavlod nevili inglisis nakrebis trenerad minda da gigzi ratqmaunda mancheshi... bully
0
№4
ავტორი: RojoDiablo
19 ოქტომბერი 2015 15:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
3d_5 მაგრამ იმედი მაქვს, ამას პრესტიჟის ასამაღლებლად არ აკეთებს და მართლა გულით ჩადენილი ქმედებაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DimaSanaia
19 ოქტომბერი 2015 15:44
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
RojoDiablo,
ნევილს არც გაუხმაურებია. უესლი ჰოლმა გაახმაურა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№6
ავტორი: RojoDiablo
19 ოქტომბერი 2015 16:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
DimaSanaia,
ეგ არ გამორიცხავს ჩემის ეჭვის გამართლების ალბათობას. საჯაროდ რომ არ იყვირებდა გასაგებია, ასეთ დროს სიკეთის სუბიექტი ისედაც ამხელს სიმართლეს, თუ არ ეტყვიან, რომ ანონიმად დატოვოს ვინაობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
19 ოქტომბერი 2015 18:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

კაი რა ღადაობ? ნებისმიერი ასეთი დონის პიროვნებისთვის რაც არ უნდა კეთილშობიერი იყოს პირველ რიგში პიარზე წავიდოდა.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
19 ოქტომბერი 2015 19:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ვერ მივხვდი დამეთანხმე თუ შემეწინააღმდეგე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Best 7
19 ოქტომბერი 2015 19:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Yochagh garys!
0
№10
ავტორი: The Special One
19 ოქტომბერი 2015 19:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ნამდვლიად კარგი საქციელია,მაგრამ ეხლა იმაზე ნუ გამოვიკიდებით ეს პიარისთვის გააკეთა თუ არა მთვარია რომ გააკეთა და უსახლკაროებს მისცა ისეთი ადგილი სადაც შედარებით თბილად იქნებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top