თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2015, 13:51
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 16
უსახლკაროები გიგზისა და ნევილის სასტუმროში უნებართვოდ შესახლდნენ
უსახლკაროები გიგზისა და ნევილის სასტუმროში უნებართვოდ შესახლდნენ. ისინი მეპატრონეებისგან დაბინავებას ითხოვდნენ. როგორ მოიქცნენ "იუნაიტედის" ლეგენდები?
უსახლკაროები გიგზისა და ნევილის სასტუმროში უნებართვოდ შესახლდნენ
გიგზმა და ნევილმა კვლავ მიიქციეს ყურადღება, მას შემდეგ, რაც მათ სასტუმროსთან უსახლკაროები გამოჩნდნენ. ისინი მეპატრონეებისგან დაბინავებას ითხოვდნენ.

"იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა მანჩესტერის საფონდო ბირჟის ისტორიული შენობა შეიძინეს და მასში ცვლილელებების შესატანად ქალაქის მერიისგან ნებართვა მიიღეს. გიგზი და ნევილი აპირებენ, ეს შენობა ელიტარულ სასტუმროდ გადააკეთონ, სადაც 35 მდიდრული ნომერი იქნება განთავსებული. სარდაფში უკვე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი. აგრეთვე შენობაში სპა-სალონია. გარდა ამისა, სახურავზე ტერასა კეთდება. ამ ყველაფრით სარგებლობა მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს შეეძლებათ.

გასულ კვირას აღნიშნული შენობა უსახლკაროების საპროტესტო წერტილად იქცა. ისინი ქალაქში "მანჩესტერელი ანგელოზების" სახელით არიან ცნობილნი. აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ მოვლენები ჩვეულებრივი სცენარით განვითარდებოდა - ფეხბურთელები მიმართავდნენ სასამართლოს, მოიპოვებდნენ ორდენს და იძულებით გამოასახლებდნენ მათ, მაგრამ გარი ნევილი არა თუ არ წავიდა სასამართლოში, არამედ უსახლკაროებს ნება დართო დარჩენილიყვნენ შენობაში ზამთრის ცივ დღეებში.

უსახლკაროების უფლებებისთვის მებრძოლი 33 წლის უესლი ჰოლი ამბობს, რომ ნევილთან სატელოფონო საუბრის შემდეგ, რომელმაც უთხრა, რომ მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუ მის შენობაში უსახლკაროები დარჩებოდნენ, ცრემლები ძლივს შეიკავა.

"პირადად მე არ მანაღვლებს ეს საკითხი, - განაცხადა გარიმ. - ბოლო ათი წლის განმავლობაში მე მუდამ ვთავაზობ დახმარებას უსახლკაროებს, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან."

უესლი ჰოლი აცხადებს, რომ ნევილმა უფლება მისცა მათ, რომ შენობაში დახმარების ცენტრი გახსნან. უსახლკაროები მიიღებენ უფასო საჭმელს, სამედიცინო დახმარებას, მათ ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები. გარდა ამისა, მათ ტანსაცმელიც დაურიგდებათ.

"ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მისტერ ნევილმა წაგვიყენა, იყო ის რომ ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ სარემონტო სამუშაოებს და ნება უნდა დავრთოთ ინპეკტორებსა და მუშებს უპრობლემოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება. მე შევპირდი ნევილს, რომ შენობას არანაირ ზიანს არ მივაყენებთ, მეტიც, მისტერ ნევილს განვუცხადე, რომ რამდენიმე უსახლკარო მზადაა დაეხმაროს მუშებს სარემონტო სამუშაოების შესრულებაში."
სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
19 ოქტომბერი 2015 20:08
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ბიჭებო,ღირსეული საქციელია.. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: AkkRed
19 ოქტომბერი 2015 21:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

დაგეთანხმე -_-
0
№13
ავტორი: Donkirvala
20 ოქტომბერი 2015 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
RojoDiablo,
AkkRed,
მდაა pokerface შენობა ყველამ იცის, რომ ამათია და ანონიმურად როგორ გააკეთებდა სურვილიც რომ ქონოდა? bigboss2
0
№14
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2015 07:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Donkirvala,
საქმე იმაში არ არის, ეს ანონიმურად გააკეთა თუ ყველას დასანახად. საკითხავი ის არ არის, ის ხალხი არ გაყარა თუ ვერ გაყარა. წარმოიდგინე სიტუაცია - ნევილი აკეთებს განცხადებს, მომაშორეთ ეგ ხალხი თავიდან და მაგათი ბინძური ფეხი არ დავინახო ჩემს შენობაშიო. ეს ხმა გამოდის ხალხში ნევილის მთელი ლეგენდარულობა ირღვევა. მე მაინტერესებს ამის შეეშინდა თუ მართლა ასე ძალიან ეტკინა გული ამ ხალხის დანახვაზე და იმიტომ შეუშვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: red devil
20 ოქტომბერი 2015 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მომეწონა გარის საქციელი სამაგალითოა
0
№16
ავტორი: i am united
20 ოქტომბერი 2015 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
გარი მაგარი კაცია
love love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top