ჯესი ლინგარდი ყოველთვის ოცნებობდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე და აკადემიის კურსდამთავრებულმა კლუბის რიგებში საკუთარი ოჯახის თვალწინ მეორე მატჩი ჩაატარა, როცა "ევერტონთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა.
22 წლის ფეხბურთელს თავისი სადებიუტო შეხვედრა გასული სეზონის პირველ ტურში ჰქონდა, თუმცა ჯესიმ პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშს ვეღარ ახერხებდა.
ლინგარდმა ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო და შაბათს, "გუდისონ პარკზე" ხუან მატას შეცვლის შემდეგ თამაშის უფლებაც მიიღო.
"დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ გასვლაზე. "არსენალთან" დამარცხების შემდეგ კარგი დაბრუნება გამოგვივიდა, მაგრამ ამისთვის მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და მზად ვიყავით დაგვეწყო.
კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, კარგია მოედანზე სათამაშო დროის მიღება და გუნდის გამარჯვებაში მონაწილეობა. როცა მწვრთნელი მოისურვებს ვითამაშო, მაშინვე გავაკეთებ საქმეს.
მან მითხრა, რომ როცა ბურთი გვექნებოდა სიღრმეში უნდა შევწეულიყავი და ასევე სიღრმიდან მეთამაშა დაცვა. მითხრა, რომ ბრენდან გოლოვეის ჩარბენებისთვის მედევნებინა თვალი, რადგან მოედანზე მაღლა იწევდა პირველ ტაიმში, ამიტომ უნდოდა, მეორე ტაიმში შემეჩერებინა.
სხვა დღეს, როცა გამიმართლებს, გოლსაც გავიტან, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. როცა სამ ქულას ვიღებთ, ესეც საკმარისია".
ახლა, როცა სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა, ლინგარდს უფრო ხშირად თამაში სურს და იმედი აქვს, რომ მწვრთნელის გეგმებში მისი ადგილი მოიძებნება. "ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ყოველთვის მინდოდა. 45 წუთის მიღება მომდევნო თამაშში მონაწილეობის სურვილს არ მიქრობს.
ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი მოვიდა "გუდისონ პარკზე". დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვითამაშებდი, რადგან სათადარიგოთა სკამზე მოვხვდი, თუმცა მათთვის ჩემი დანახვა მოედანზე დიდი პატივი იყო".