თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2015, 13:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2090,
კომენტარები: 11
ლინგარდი: "გამარჯვებაში მონაწილეობა კარგია"
ლინგარდი მოხარულია, რომ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი ყოველთვის ოცნებობდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე და აკადემიის კურსდამთავრებულმა კლუბის რიგებში საკუთარი ოჯახის თვალწინ მეორე მატჩი ჩაატარა, როცა "ევერტონთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა.

22 წლის ფეხბურთელს თავისი სადებიუტო შეხვედრა გასული სეზონის პირველ ტურში ჰქონდა, თუმცა ჯესიმ პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშს ვეღარ ახერხებდა.

ლინგარდმა ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო და შაბათს, "გუდისონ პარკზე" ხუან მატას შეცვლის შემდეგ თამაშის უფლებაც მიიღო.

"დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ გასვლაზე. "არსენალთან" დამარცხების შემდეგ კარგი დაბრუნება გამოგვივიდა, მაგრამ ამისთვის მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და მზად ვიყავით დაგვეწყო.

კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, კარგია მოედანზე სათამაშო დროის მიღება და გუნდის გამარჯვებაში მონაწილეობა. როცა მწვრთნელი მოისურვებს ვითამაშო, მაშინვე გავაკეთებ საქმეს.

მან მითხრა, რომ როცა ბურთი გვექნებოდა სიღრმეში უნდა შევწეულიყავი და ასევე სიღრმიდან მეთამაშა დაცვა. მითხრა, რომ ბრენდან გოლოვეის ჩარბენებისთვის მედევნებინა თვალი, რადგან მოედანზე მაღლა იწევდა პირველ ტაიმში, ამიტომ უნდოდა, მეორე ტაიმში შემეჩერებინა.

სხვა დღეს, როცა გამიმართლებს, გოლსაც გავიტან, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. როცა სამ ქულას ვიღებთ, ესეც საკმარისია".


ახლა, როცა სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა, ლინგარდს უფრო ხშირად თამაში სურს და იმედი აქვს, რომ მწვრთნელის გეგმებში მისი ადგილი მოიძებნება. "ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ყოველთვის მინდოდა. 45 წუთის მიღება მომდევნო თამაშში მონაწილეობის სურვილს არ მიქრობს.

ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი მოვიდა "გუდისონ პარკზე". დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვითამაშებდი, რადგან სათადარიგოთა სკამზე მოვხვდი, თუმცა მათთვის ჩემი დანახვა მოედანზე დიდი პატივი იყო".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ოქტომბერი 2015 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატა აშკარად ვერ ასრულებდა დაცვით ფუნქციებს და ლინგარდმა ამ მხრივ კარგად ითამაშა. შეტევაში განსაკუთრებული ვერაფერი, მაგრამ რაც დაავალა ვან გაალმა ის შეასრულა. იმედია დრო კიდევ მიეცემა, ნიჭიერი ბიჭია და რაც მეტ დროს მივცემთ მით უფრო განვითარდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top