"ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის მამამ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე წლის ზაფხულს მისი შვილის შეძენასთან დაკავშირებით ესპანურ გრანდს მიმართა.
ზაფხულს ხმები დაირხა, რომ "წითელი ეშმაკები" მზად იყვნენ ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენაში 150 მლნ. ფუნტი გადაეხადათ. მოგვიანებით ნეიმარმა დაადასტურა, რომ "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა.
და მაინც, "იუნაიტედის" მხრიდან ნეიმარის შეძენის მცდელობა იყო.
"ბარსელონამ" შეთავაზება მიიღო, რის შემდეგაც კლუბი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გაყიდვას არ აპირებდნენ. გვკითხეს, ხომ არ გვაინტერესებდა წინადადება, მაგრამ არ გვაინტერესებდა. "ბარსელონა" ნეიმარს არ გაყიდის, მოქმედი კონტრაქტით კიდევ სამი წელი რჩება.
შეთავაზება "მანჩესტერმა" გააკეთა, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის აქტუალური, რადგან ის უარყვეს", - განაცხადა ნეიმარის მამამ.