თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2015, 11:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2445,
კომენტარები: 11
ნეიმარის მამამ ინფორმაცია დაადასტურა
ბრაზილიელი ფეხბურთელის მამამ დაადასტურა, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.
ნეიმარის მამამ ინფორმაცია დაადასტურა
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის მამამ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე წლის ზაფხულს მისი შვილის შეძენასთან დაკავშირებით ესპანურ გრანდს მიმართა.

ზაფხულს ხმები დაირხა, რომ "წითელი ეშმაკები" მზად იყვნენ ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენაში 150 მლნ. ფუნტი გადაეხადათ. მოგვიანებით ნეიმარმა დაადასტურა, რომ "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა.

და მაინც, "იუნაიტედის" მხრიდან ნეიმარის შეძენის მცდელობა იყო.

"ბარსელონამ" შეთავაზება მიიღო, რის შემდეგაც კლუბი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გაყიდვას არ აპირებდნენ. გვკითხეს, ხომ არ გვაინტერესებდა წინადადება, მაგრამ არ გვაინტერესებდა. "ბარსელონა" ნეიმარს არ გაყიდის, მოქმედი კონტრაქტით კიდევ სამი წელი რჩება.

შეთავაზება "მანჩესტერმა" გააკეთა, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის აქტუალური, რადგან ის უარყვეს",
- განაცხადა ნეიმარის მამამ.

წყარო: espn
ახალი ამბები
11 კომენტარი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top