თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2015, 15:43
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2989,
კომენტარები: 13
საუკეთესოს ძიებაში
რომელი დუეტია საუკეთესო "იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრში?!
საუკეთესოს ძიებაში
გასულ სეზონში "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი ბურჯი მაიკლ კერიკი გახლდათ. ჩვენ საშუალება გვქონდა, გვეხილა დიდებული ფეხბურთი მისი შესრულებით და დავმტკბარიყავით გამარჯვევებით, სანამ იგი ტრავმას მიიღებდა. გუნდს მისი არყოფნა ისე დაეტყო, რომ მომდევნო სამი მატჩში "იუნაიტედმა" გამარჯვება ვერცერთში მოიპოვა. ზოგიერთი კიდეც თვლიდა, რომ გუნდი კერიკის გარეშე ნული იყო. ინგლისელი ნახევარმცველი ცნობილია დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებით და მიუხედავად იმისა, რომ ის პერსონალურად მშვიდი ადამიანია, მაინც გააჩნია ლიდერის თვისებები.

გასულ ზაფხულს შვაინშტაიგერისა და შნაიდერლინის ტრანფერებმა "იუნაიტედის" ფანებს იმედი ჩაუსახა, რადგან აშკარა იყო, რომ გუნდის ნახევარდაცვას მართლაც სჭირდებოდა ახალი ძალები. გაჩნდა წარმოსახვა იმისა, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, ახლა მოედნის ცენტრში იმავე რაოდენობის პრობლემა აღარ იქნებოდა და გუნდიც უკეთ დაიწყებდა მატჩების ჩატარებას. ჯერჯერობით იმედები მართლდება და ვხედავთ, ჯერ კიდევ როგორ ეძებს ლუი ვან გაალი საუკეთესო დუეტს მოედნის ცენტრში. ჰოლანდიელმა სეზონი კერიკის და შნეიდერლინის დუეტით დაიწყო, ვინაიდან გერმანელი მაესტრო არ იყო ფიზიკურად მზად ჩაეტარებინა სრულფასოვანი მატჩები. თავდაპირველად კერიკი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ როტაცია დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოდით, ერთად განვიხილოთ "იუნიატედის" ნახევარმცველების შესაძლებობები...

კერიკი - შნეიდერლინი

რაც პირველივე შეხედვიდანვე ჩანს არის ის, რომ ორივე მათგანი დაცვითი ფუნქციის ნახევამრცველები არიან, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური ვარდნა, ბურთის ჩაჭრა, კონტროლი და მარტივი პასების გაკეთება. ეს დუეტი ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, ვისიამოვნოთ შემტევი ფეხბურთით, რადგან უმეტეს წილად მათ ბურთი ფლანგებზე გადააქვთ და ვინგერებს ეკისრებათ შეტევის გაგრძელება. ამ დუეტით ხალხის უმეტესობა რუნისგან სახიფათო გადაცემების გაკეთებასa და მომენტების შექმნას მოელის, მაგრამ კაპიტანს ჯერჯერობით სარგებელი ვერ მოაქვს ვერც შეტევისთვის და ვერც გუნდისთვის. არის მომენტები, როდესაც კერიკი ცდილობს გრძელი პასების გაკეთებას, მაგრამ ერთი არასწორი გადაცემა და იგი ისევ მოკლე და მშვიდ პასებს ამჯობინებს. "იუნიატედს" ყოველთვის უჭირს მოიგოს მატჩები, რომელშიც კერიკი და შნეიდერლინი იწყებენ თამაშს პირველივე წუთიდან. როგორც ჩანს, ეს დუეტი არ არის იდეალური გუნდისთვის, მით უმეტეს, როდესაც რუნი ფორმიდანაა ამოვარდნილი.

შვაინშტაიგერი - კერიკი

ეს დუეტი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" 3-0 მარცხი იგემა "ემირეითზე". გულშემატკივრების დიდ რაოდენობას მიაჩნია, რომ ეს დუეტი ზედმეტად ნელი და "მოხუცია" ისეთ გუნდებთან სათამაშოდ, როგორიც სწორედ "არსენალია". შვაინშტაიგერი შესანიშნავი საყრდენია, იგი კარგად იცავს გუნდს, აკეთებს ვარდნებს და ჭრის გადაცემებს, კარგად გადაადგილდება ბურთით და შეტევას პასებით ამარაგებს. როდესაც იგი ბურთთანაა, მისი გონება შეტევისკენაა მიმართული, მაგრამ თუ, სამწუხაროდ, მან ბურთი დაკარგა, უჭირს კონტრშეტევის ჩაშლა. ერთი სიტყვით, ეს კომბინაცია კარგია, მაგრამ ყველა მეტოქეს ვერ მოერგება. დიახ, "იუნაიტედს" შეუძლია ამ ნახევარდაცვით გოლების გატანა, თუმცა საპასუხოდაც ბევრს მიიღებს. ნელი და "მოხუცი" კომბინაცია კარგია, მაგრამ იდეალური ნამდვილად არაა "იუნაიტედისთვის".

შვაინშტაიგერი - შნეიდერლინი

ეს ჯერჯერობით საუკეთესო კომბინაციაა "იუნაიტედისთვის". ამ დუეტის ხილვა მართლაც, რომ ერთი სიამოვნებაა. გუნდის ფანების უმეტესობა ფიქრობს, რომ დუეტი კარგად ავსებს ერთმანეთს. შნეიდერლინი უმალვე ასწორებს შვაინშტაიგერის შეცდომებს თავისი სიძლიერითა და მოხერხებულობით, ხოლო ბასტიანი აკონტროლებს ბურთს, აკეთებს გადაცემებს და ეხმარება შეტევას რუნის ან რუნის გარეშე. ამ კომბინაციით "იუნაიტედს" შეუძლია, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

ანდერ ერერა

სხვა ვარიანტი არის ანდერ ერერა. იგი შესაძლოა, ყველა ამოცანის პასუხიც იყოს, რადგან შესანიშნავად ირჯება მოედნის ცენტრში. რუნი ვერა და ვერ ეხმარება გუნდს, და თუნდაც მის ადგილას ფანების აზრით, ესპანელი გაცილებით პროდუქტიული იქნება.

მაიკლ კერიკი

ახლა კი შვაინშტაიგერი ტრავმის გამო, სავარაუდოდ, გამოტოვებს "ევერტონთან" მატჩს და დროა, ვან გაალმა მაიკლ კერიკი სრულად ჩართოს საქმეში. მან დაცვითი ფუნქციების შესრულება შნეიდერლინს უნდა მიანდოს და იზრუნის შეტევების წამოწყებაზე. მან შვაინშტაიგერის როლი უნდა შეითავსოს და ხშირად დაეხმაროს გუნდს შეტევაში, ვინაიდან გოლს მოაქვს ქულები და არა- ბურთის ფლობას. ასე რომ, დროა, კერიკმა შეიცვალოს ფუნქციები მოედანზე და რუნის "არყოფნის" დროს მან მოამარაგოს შემტევები. გუნდი აშკარად აღარაა კაპიტნის იმედად და სანამ ვან გაალს ანდერ ერერასთვის იდეალური ადგილი სათადარიგოთა სკამი ჰგონია, სჯობს, ეს "ცვლილება" განხორციელდეს და შედეგიც არ დააყოვნებს.


წყობა 4-4-2 ის შემთხვევაში, რომელი ნახევარდაცვის დუეტის ხილვას ისურვებდით

კერიკი - შვაინშტაიგერი
შვაინშტაიგერი - შნეიდერლინი
შნეიდერლინი - კერიკი

სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2015 15:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სანამ ვინმე რამეს დაწერდეთ..

მანამ სანამ ვან გაალს ანდერ ერერასთვის იდეალური ადგილი სათადარიგოთა სკამი ჰგონია


კროსვორდა მართლა ასე ფიქრობს და ჩემი აზრით საერთოდ ჯობია 4-3-3 თამაში, მაგრამ თუ 4-4-2 ზეა, მაშინ შნაიდერლინის და ერერას დუეტს ვიხილავდი, ქერიქის კოჭლაობას ნაღდად ჯობია, დაცვაშიც და შეტევაშიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2015 16:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თუ არ ვითამაშებთ 4-3-3-ით და ცენტრში არ გვეყოლება ბასტი,მორგანი და ერერა,მაშინ ჯობს შნაიდერლინის და შვაინშტაიგერის დუეტით ვითამაშოთ.
თითქმის ყველა ვარიანტი ცადა ლუიმ,მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურად ეს დუეტი გამოიყურებოდა.

შნაიდერლინი არის ძირითადის კაცი და იმედია ამას მალე გაიაზრებს ვან გაალი.

კარგი სტატიაა good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 ოქტომბერი 2015 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
chudikone,
მეც მგონია დაჩი, რომ 4-3-3 იდეალური წყობა იქნებოდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ სქემაში რუნის ადგილს ვერ ვხედავ. მარსიალი თავდასხმაში იდეალურად ირჯება და მაგის ამოვარდნა ძირითადიდან უბრალოდ გამოირცხულია, თან იმასაც თუ დავამატებთ, რომ რუნი საშინელ ფორმაშია.

ამ ეტაპზე შვაი-შნეის დუეტი საუკეთესოა, თუმცა ევერტონთან დიდი ალბათობით გერმანელი არ იქნება და მის ადგილს ალბათ კერიკი დაიკავებს. ნუ ერერა ცალკე თემაა... areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Mufc7
14 ოქტომბერი 2015 16:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესო სტატიაა. მე მაინც შვაინშტაიგერი შნეიდერლინის დუეტს ვისურვებდი, მორგანმა თავისი კარგი თამაშით შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მგონია, რომ ძირითადს იმსახურებს. ასევეა ბასტიანიც, მისი კლასი მოედანზე გუნდს ეხმარება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: The Special One
14 ოქტომბერი 2015 17:32
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მე 4-3-3 ვისურვებდი მაგრამ ამ შემთხვევაში ან მატა ამოვარდება ან რუნი.მატას ამოვარდნის შემთხვევაში მარცხნივ დეპაი იქნება შუაში რუნი და მარჯვნივ მარსიალი.და თუ რუნი ამოვარდება მარსიალი დადგება ცენტრ ფორვარდზე და დანარჩენი იგივე იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2015 17:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგარი 4-3-3 და ბასტიანი-შნეიდერლინი-ერერაა მაგრამ არამგონია ითამაშოს. პრემიერ ლიგაში კერიკს მიანიჭებს ჯერჯერობით უპირატესობას. მე პირადად შნეიდერლინი უკვე შეუცვლელი მგონია, ყვეაზე მეტს მოძრაობს და დიდ სამუშაოსაც ასრულებს, უფრო შემტევი ტიპი უნდა შეუწყვილოს. ერერა არ წავა მანდ, ძაან დაიჩაგრა როცა იყო და ეხლა არამგონია კიდე სცადოს
0
№7
ავტორი: The Special One
14 ოქტომბერი 2015 17:53
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ერერა ფოტოზეც რო არაა troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: Memphis_Depay
14 ოქტომბერი 2015 20:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
წყობა ძალიანაც მომწონს ფეხბურთელების winked
--------------Martial--------------
-Depay-------Mata----------???-
--Schweinsteiger-Schneiderlin-
-Shaw-----------------Darmian-
--------???----Smalling----------
------------De Gea---------------
შემადგენლობა რომელიც მანჩესტერს ეკადრება ესეთია belay ??? - 2 ფეხბურთელის ადგილზე იმიტომაა,რომ მაგ პოზიციებზე ტოპ კლასის ფეხბურთელი არ გვყავს.მატა 10ჯერ უფრო სარგებლიანია გამთამაშებლად და მარჯვენა ფლანგისთვის იყიდონ სოტონიდან სადიო მანე smile ჩელსისთან მაგის თამაში ვნახე და სწრაფი და ტექნიკურია.რაც მთავარია ჯერ არშემდგარი ვარსკვლავია. დაცვის ცენტრში სმოლინგს შეუწყვილდეს აიმერიკ ლაპორტე smile ეხლა იტყვით ეს ორი გამოუცდელი რათ გვინდაო, მაგრამ ჯერ ორივეს თამაშს შეხედეთ გთხოვთ,სწრაფები ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან.რაც მთავარია არშემდგარი ვარსკვლავები არიან და სწორედ მასეთი შემადგენლობა გვჭირდება ახლა. ახალგაზრდული ენთუზიაზმით სავსე და 2-3 გამოცდილი ფეხბურთელი, რომ ასწავლოს ახალგაზრდებს: კერიკი,შვაინშტაიგერი და რუნი smile რუნის რაც შეეხება ვაღიაროთ რომ ის რუნი ვეღარასდროს იქნება, რადგან დაბერდაა.უყურეთ მოედანზე როგორი ნელია,ტექნიკაღა დარჩა მარტო. თუმცა კაპიტნად გვჭირდება.მანჩესტერული სულის ადამიანად,რომელიც მატას შეეცილება გამთამაშებლობაში. fellow
0
№9
ავტორი: i am united
14 ოქტომბერი 2015 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
შვაინშტაიგერი და შნეიდერლინი troll
0
№10
ავტორი: The Special One
14 ოქტომბერი 2015 20:37
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
LouisVanGaal,
სადიო მანეს თამაში არ მაქ ნანახი მარა,აი ლაპორტე კი მინდა ზაფხულშიც ვიძახდი რო ეს მოეყვანათ მარა შეგვრჩა ისევ პერსპექტიული ჯონსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top