თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2015, 15:43
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2993,
კომენტარები: 13
საუკეთესოს ძიებაში
რომელი დუეტია საუკეთესო "იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრში?!
საუკეთესოს ძიებაში
გასულ სეზონში "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი ბურჯი მაიკლ კერიკი გახლდათ. ჩვენ საშუალება გვქონდა, გვეხილა დიდებული ფეხბურთი მისი შესრულებით და დავმტკბარიყავით გამარჯვევებით, სანამ იგი ტრავმას მიიღებდა. გუნდს მისი არყოფნა ისე დაეტყო, რომ მომდევნო სამი მატჩში "იუნაიტედმა" გამარჯვება ვერცერთში მოიპოვა. ზოგიერთი კიდეც თვლიდა, რომ გუნდი კერიკის გარეშე ნული იყო. ინგლისელი ნახევარმცველი ცნობილია დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებით და მიუხედავად იმისა, რომ ის პერსონალურად მშვიდი ადამიანია, მაინც გააჩნია ლიდერის თვისებები.

გასულ ზაფხულს შვაინშტაიგერისა და შნაიდერლინის ტრანფერებმა "იუნაიტედის" ფანებს იმედი ჩაუსახა, რადგან აშკარა იყო, რომ გუნდის ნახევარდაცვას მართლაც სჭირდებოდა ახალი ძალები. გაჩნდა წარმოსახვა იმისა, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, ახლა მოედნის ცენტრში იმავე რაოდენობის პრობლემა აღარ იქნებოდა და გუნდიც უკეთ დაიწყებდა მატჩების ჩატარებას. ჯერჯერობით იმედები მართლდება და ვხედავთ, ჯერ კიდევ როგორ ეძებს ლუი ვან გაალი საუკეთესო დუეტს მოედნის ცენტრში. ჰოლანდიელმა სეზონი კერიკის და შნეიდერლინის დუეტით დაიწყო, ვინაიდან გერმანელი მაესტრო არ იყო ფიზიკურად მზად ჩაეტარებინა სრულფასოვანი მატჩები. თავდაპირველად კერიკი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ როტაცია დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოდით, ერთად განვიხილოთ "იუნიატედის" ნახევარმცველების შესაძლებობები...

კერიკი - შნეიდერლინი

რაც პირველივე შეხედვიდანვე ჩანს არის ის, რომ ორივე მათგანი დაცვითი ფუნქციის ნახევამრცველები არიან, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური ვარდნა, ბურთის ჩაჭრა, კონტროლი და მარტივი პასების გაკეთება. ეს დუეტი ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, ვისიამოვნოთ შემტევი ფეხბურთით, რადგან უმეტეს წილად მათ ბურთი ფლანგებზე გადააქვთ და ვინგერებს ეკისრებათ შეტევის გაგრძელება. ამ დუეტით ხალხის უმეტესობა რუნისგან სახიფათო გადაცემების გაკეთებასa და მომენტების შექმნას მოელის, მაგრამ კაპიტანს ჯერჯერობით სარგებელი ვერ მოაქვს ვერც შეტევისთვის და ვერც გუნდისთვის. არის მომენტები, როდესაც კერიკი ცდილობს გრძელი პასების გაკეთებას, მაგრამ ერთი არასწორი გადაცემა და იგი ისევ მოკლე და მშვიდ პასებს ამჯობინებს. "იუნიატედს" ყოველთვის უჭირს მოიგოს მატჩები, რომელშიც კერიკი და შნეიდერლინი იწყებენ თამაშს პირველივე წუთიდან. როგორც ჩანს, ეს დუეტი არ არის იდეალური გუნდისთვის, მით უმეტეს, როდესაც რუნი ფორმიდანაა ამოვარდნილი.

შვაინშტაიგერი - კერიკი

ეს დუეტი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" 3-0 მარცხი იგემა "ემირეითზე". გულშემატკივრების დიდ რაოდენობას მიაჩნია, რომ ეს დუეტი ზედმეტად ნელი და "მოხუცია" ისეთ გუნდებთან სათამაშოდ, როგორიც სწორედ "არსენალია". შვაინშტაიგერი შესანიშნავი საყრდენია, იგი კარგად იცავს გუნდს, აკეთებს ვარდნებს და ჭრის გადაცემებს, კარგად გადაადგილდება ბურთით და შეტევას პასებით ამარაგებს. როდესაც იგი ბურთთანაა, მისი გონება შეტევისკენაა მიმართული, მაგრამ თუ, სამწუხაროდ, მან ბურთი დაკარგა, უჭირს კონტრშეტევის ჩაშლა. ერთი სიტყვით, ეს კომბინაცია კარგია, მაგრამ ყველა მეტოქეს ვერ მოერგება. დიახ, "იუნაიტედს" შეუძლია ამ ნახევარდაცვით გოლების გატანა, თუმცა საპასუხოდაც ბევრს მიიღებს. ნელი და "მოხუცი" კომბინაცია კარგია, მაგრამ იდეალური ნამდვილად არაა "იუნაიტედისთვის".

შვაინშტაიგერი - შნეიდერლინი

ეს ჯერჯერობით საუკეთესო კომბინაციაა "იუნაიტედისთვის". ამ დუეტის ხილვა მართლაც, რომ ერთი სიამოვნებაა. გუნდის ფანების უმეტესობა ფიქრობს, რომ დუეტი კარგად ავსებს ერთმანეთს. შნეიდერლინი უმალვე ასწორებს შვაინშტაიგერის შეცდომებს თავისი სიძლიერითა და მოხერხებულობით, ხოლო ბასტიანი აკონტროლებს ბურთს, აკეთებს გადაცემებს და ეხმარება შეტევას რუნის ან რუნის გარეშე. ამ კომბინაციით "იუნაიტედს" შეუძლია, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

ანდერ ერერა

სხვა ვარიანტი არის ანდერ ერერა. იგი შესაძლოა, ყველა ამოცანის პასუხიც იყოს, რადგან შესანიშნავად ირჯება მოედნის ცენტრში. რუნი ვერა და ვერ ეხმარება გუნდს, და თუნდაც მის ადგილას ფანების აზრით, ესპანელი გაცილებით პროდუქტიული იქნება.

მაიკლ კერიკი

ახლა კი შვაინშტაიგერი ტრავმის გამო, სავარაუდოდ, გამოტოვებს "ევერტონთან" მატჩს და დროა, ვან გაალმა მაიკლ კერიკი სრულად ჩართოს საქმეში. მან დაცვითი ფუნქციების შესრულება შნეიდერლინს უნდა მიანდოს და იზრუნის შეტევების წამოწყებაზე. მან შვაინშტაიგერის როლი უნდა შეითავსოს და ხშირად დაეხმაროს გუნდს შეტევაში, ვინაიდან გოლს მოაქვს ქულები და არა- ბურთის ფლობას. ასე რომ, დროა, კერიკმა შეიცვალოს ფუნქციები მოედანზე და რუნის "არყოფნის" დროს მან მოამარაგოს შემტევები. გუნდი აშკარად აღარაა კაპიტნის იმედად და სანამ ვან გაალს ანდერ ერერასთვის იდეალური ადგილი სათადარიგოთა სკამი ჰგონია, სჯობს, ეს "ცვლილება" განხორციელდეს და შედეგიც არ დააყოვნებს.


წყობა 4-4-2 ის შემთხვევაში, რომელი ნახევარდაცვის დუეტის ხილვას ისურვებდით

კერიკი - შვაინშტაიგერი
შვაინშტაიგერი - შნეიდერლინი
შნეიდერლინი - კერიკი

სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dato321dato
14 ოქტომბერი 2015 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Nu shvaina-shneidera ro sauketesoa ori azri araa raa shneidera magari kacia burts arkargavs da tudakarga tavs aranebebs bolomde ibrdzvis tan keriktan shedarebit swrafia magnairi sayrdeni sheileba bevr gunds arhyavdes patkatis ostatia da shwaina kide klasia erti pasit sheudzlia 11fexburteli motexos tamashidan da marto golis gatanaga rcheba da chemi azrit sauketeso variantia shwaina shneidera avseben ertmanets
0
№12
ავტორი: chestersa
15 ოქტომბერი 2015 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
არცერთი!!! შნეიდერლინი-ერერა საუკეთესო დუეტი იქნება ცენტრში არსებულს შორის!!!
0
№13
ავტორი: AkkRed
15 ოქტომბერი 2015 11:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბასტიანი და მორგანი წინ კიდევ ერერაა საჭირო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top