"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ფერგიუსონით უკმაყოფილების მიზეზების შესახებ მოგვითხრო.
2007 წლიდან 2013 წლამდე ჩამოყალიბებული ფერდინანდი-ვიდიჩის წარმატებული დუეტის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" ხუთჯერ მოიგეს პრემიერ ლიგის ტიტული.
თუმცა ინგლისელის უკმაყოფილებას იმ დროს ფერგიუსონის მიდგომა იწვევდა, რომელიც ფეხბურთელის არ შექებასა და გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილის არასათანადო დაფასებას გულისხმობს.
"ფერგიუსონი ზედმეტად გაკვირდებოდა, როგორც ადამიანს. კარგი იყო. ზედმეტად აღელვებდა შენი ხასიათი და პიროვნული განვითარება.
მეგონა, რომ არასდროს მაფასებდნენ დამსახურების მიხედვით. ვიდიჩს ხშირად ვეუბნებოდი ამას. ფერგიუსონმა მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ მითხრა: "შენს ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან რომ შემექე, თავს დაკარგავდი".
რიოს წყენა კაპიტნის სამკლაურმაც გამოიწვია, რომელიც ყოფილმა მწვრთნელმა გარი ნევილს გადასცა.
"დიახ, ძალიან გამიცრუვდა იმედი. მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ არა. ხანდახან შენი კარიერის განმავლობაში ასეთ სიტუაციებში ფიქრობ: "მაფასებენ კი იმდენად, რამდენადაც ვიმსახურებ?"
იმ დროს ეს ერთ-ერთი იმათგანი იყო, რაც ალბათ, წლიდან წლამდე მაწუხებდა, თუმცა პროგრესირებისა და მთელი ამ წლების განმავლობაში დონის შენარჩუნებაში მეხმარებოდა".