თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2015, 09:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2143,
კომენტარები: 12
ფერდინანდი: "ყოველთვის მეგონა, რომ არასათანადოდ მაფასებდნენ"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფერგიუსონით უკმაყოფილების მიზეზებზე საუბრობს.
ფერდინანდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ფერგიუსონით უკმაყოფილების მიზეზების შესახებ მოგვითხრო.

2007 წლიდან 2013 წლამდე ჩამოყალიბებული ფერდინანდი-ვიდიჩის წარმატებული დუეტის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" ხუთჯერ მოიგეს პრემიერ ლიგის ტიტული.

თუმცა ინგლისელის უკმაყოფილებას იმ დროს ფერგიუსონის მიდგომა იწვევდა, რომელიც ფეხბურთელის არ შექებასა და გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილის არასათანადო დაფასებას გულისხმობს.

"ფერგიუსონი ზედმეტად გაკვირდებოდა, როგორც ადამიანს. კარგი იყო. ზედმეტად აღელვებდა შენი ხასიათი და პიროვნული განვითარება.

მეგონა, რომ არასდროს მაფასებდნენ დამსახურების მიხედვით. ვიდიჩს ხშირად ვეუბნებოდი ამას. ფერგიუსონმა მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ მითხრა: "შენს ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან რომ შემექე, თავს დაკარგავდი".


რიოს წყენა კაპიტნის სამკლაურმაც გამოიწვია, რომელიც ყოფილმა მწვრთნელმა გარი ნევილს გადასცა.

"დიახ, ძალიან გამიცრუვდა იმედი. მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ არა. ხანდახან შენი კარიერის განმავლობაში ასეთ სიტუაციებში ფიქრობ: "მაფასებენ კი იმდენად, რამდენადაც ვიმსახურებ?"

იმ დროს ეს ერთ-ერთი იმათგანი იყო, რაც ალბათ, წლიდან წლამდე მაწუხებდა, თუმცა პროგრესირებისა და მთელი ამ წლების განმავლობაში დონის შენარჩუნებაში მეხმარებოდა".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
14 ოქტომბერი 2015 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ეცრა იმიტო იყო რო ბაბუმ თქვა ისეთი კაცი მინდა კაპიტნათ ვინც სულ თამაშობსო.. რიო ვეღარ ხვდებოდა სულ სასტავში ასევე იყო ვიდაც გიგზიც და სქოულზიც და სწორიც იყო... ბაბუმ იცოდა რა უნდა ეკეთებინა რა :) ამ ღაბაბამ რო გაყარა მცველები დაატენოს ახლა ლავრენტიჩი (ბაბუაჩემი) დაცვაში :D :D პიტალო ეს
0
№12
ავტორი: zurazura
15 ოქტომბერი 2015 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Rio magari iyo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top