ჩავი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "ლივერპულში" თამაშისთვის "ბარსელონაში" ყოფნის დროსაც კი იყო მზად.
ბავშვობის კლუბში გატარებული 24 წლის შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელი "ალ სადში" გადავიდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშს სიამოვნებით გამოცდიდა.
"სიმართლე გითხრათ, პრემიერ ლიგა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველია. ბრწყინვალეა - მოედნები, სტადიონები, გულშემატკივარი და მათი სიყვარული ფეხბურთისადმი - დაუჯერებელია.
უამრავი დიდი კლუბია, "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ლივერპული". ერთ-ერთი მათგანი რომ ამერჩია, დიდი ისტორიის მქონე კლუბს ავირჩევდი, "იუნაიტედს" ან "ლივერპულს".
ვიცი, რომ არიან კლუბებიც, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ მაღალ დონეზე, მაგალითად, "მანჩესტერ სიტი", მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ფავორიტია, როცა ისტორიაზე მიდგება საუბარი", - განაცხადა ესპანელმა.