თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2015, 07:32
ავტორი: The Special One,
ნანახია: 2463,
კომენტარები: 12
ჩავი: "იუნაიტედი" ჩემი ფავორიტია"
ესპანელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგით მოხიბლულია.
ჩავი:
ჩავი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "ლივერპულში" თამაშისთვის "ბარსელონაში" ყოფნის დროსაც კი იყო მზად.

ბავშვობის კლუბში გატარებული 24 წლის შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელი "ალ სადში" გადავიდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშს სიამოვნებით გამოცდიდა.

"სიმართლე გითხრათ, პრემიერ ლიგა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველია. ბრწყინვალეა - მოედნები, სტადიონები, გულშემატკივარი და მათი სიყვარული ფეხბურთისადმი - დაუჯერებელია.

უამრავი დიდი კლუბია, "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ლივერპული". ერთ-ერთი მათგანი რომ ამერჩია, დიდი ისტორიის მქონე კლუბს ავირჩევდი, "იუნაიტედს" ან "ლივერპულს".

ვიცი, რომ არიან კლუბებიც, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ მაღალ დონეზე, მაგალითად, "მანჩესტერ სიტი", მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ფავორიტია, როცა ისტორიაზე მიდგება საუბარი",
- განაცხადა ესპანელმა.


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: i am united
13 ოქტომბერი 2015 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
გადმოსულიყავი თავის დროზე ეხლა რო ამბობ
არაფერი არ მოაკლდებოდა(ტიტულები,ფული,ად
0
№12
ავტორი: U N I T E D
30 ივნისი 2016 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
მაინც ინიესტა გჯობია wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top