უეინ რუნი შემადგენლობაში ადგილის დათმობას არ აპირებს.
უეინ რუნი მზად არის თავისი ადგილისთვის იბრძოლოს, რადგან მას კარიერის უდიდესი პრობლემა აქვს გადასაჭრელი.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანს ბოლო პერიოდში მის მიერ ნაჩვენები თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებენ.
გულშემატკივარის მოთხოვნა, სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს რუნი და მის ნაცვლად "ათიანის" პოზიციაზე ანდერ ერერას მიეცეს შანსი, სულ უფრო ძლიერდება.
საერთაშორისო დონეზე კი, ჰარი კეინი, თეო უოლკოტი, დანიელ სტარიჯი, რაჰიმ სტერლინგი, როს ბარკლი - ყველა რუნის კონკურენტია შემადგენლობაში მოხვედრისთვის.
მაგრამ რუნი ასაკისა და კონკურენტთა სიმრავლის მიუხედავად დანებებას არ აპირებს:
"ყოველდღე ისე ვვარჯიშობ, თითქოს ჩემი ადგილი შემადგენლობაში ბეწვზე ეკიდოს და მთელი კარიერის განმავლობაში ასე ვიქცევი.
როცა ასაკში შედიხარ და უამრავი მატჩი გაქვს ჩატარებული, ამის საჭიროება უფრო იზრდება".მიუხედავად პრობლემებისა, რუნი მაინც რჩება გუნდის საუკეთესო ბომბარდირად 5 გატანილი გოლით.
რუნიმ ნაკრებშიც მოახერხა 2 გოლის გატანა, რითაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო და ახალი, 50 გოლიანი სტანდარტი დააწესა.
მიუხედავად იმისა, რომ უეინი მიმდინარე თვეს 30 წლის შესრულდება, ჯერ არ აპირებს მომავალი თაობისთვის ადგილის დათმობას.
"არ მინდა ჩემი ადგილი დავთმო, მინდა ვითამაშო.
გამოვდივარ და ყოველ ჯერზე მეტი დატვირთვით ვთამაშობ, რადგან მინდა მწვრთნელს მომდევნო წლებში ჩემი სკამზე დატოვების საკითხი გავურთულო".წყარო:
M.E.N.