თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2015, 08:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2280,
კომენტარები: 13
რუნი: "ჩემი ადგილის დათმობა არ მინდა"
უეინ რუნი შემადგენლობაში ადგილის დათმობას არ აპირებს.
რუნი:
უეინ რუნი მზად არის თავისი ადგილისთვის იბრძოლოს, რადგან მას კარიერის უდიდესი პრობლემა აქვს გადასაჭრელი.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანს ბოლო პერიოდში მის მიერ ნაჩვენები თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

გულშემატკივარის მოთხოვნა, სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს რუნი და მის ნაცვლად "ათიანის" პოზიციაზე ანდერ ერერას მიეცეს შანსი, სულ უფრო ძლიერდება.

საერთაშორისო დონეზე კი, ჰარი კეინი, თეო უოლკოტი, დანიელ სტარიჯი, რაჰიმ სტერლინგი, როს ბარკლი - ყველა რუნის კონკურენტია შემადგენლობაში მოხვედრისთვის.

მაგრამ რუნი ასაკისა და კონკურენტთა სიმრავლის მიუხედავად დანებებას არ აპირებს: "ყოველდღე ისე ვვარჯიშობ, თითქოს ჩემი ადგილი შემადგენლობაში ბეწვზე ეკიდოს და მთელი კარიერის განმავლობაში ასე ვიქცევი.

როცა ასაკში შედიხარ და უამრავი მატჩი გაქვს ჩატარებული, ამის საჭიროება უფრო იზრდება".


მიუხედავად პრობლემებისა, რუნი მაინც რჩება გუნდის საუკეთესო ბომბარდირად 5 გატანილი გოლით.

რუნიმ ნაკრებშიც მოახერხა 2 გოლის გატანა, რითაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო და ახალი, 50 გოლიანი სტანდარტი დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ უეინი მიმდინარე თვეს 30 წლის შესრულდება, ჯერ არ აპირებს მომავალი თაობისთვის ადგილის დათმობას.

"არ მინდა ჩემი ადგილი დავთმო, მინდა ვითამაშო.

გამოვდივარ და ყოველ ჯერზე მეტი დატვირთვით ვთამაშობ, რადგან მინდა მწვრთნელს მომდევნო წლებში ჩემი სკამზე დატოვების საკითხი გავურთულო".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
11 ოქტომბერი 2015 21:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სიტყვა ხელშეუხებელი და ფეხბურთი დღევანდელ დღეს ერთ წინადადებაში ვერ წარმმიდგენია, კი რუნია, კაპიტანია, გუნდის სახეა, მაგრამ ფაქტია რო 15 თამაშიდან მხოლოდ ბრიუგესთან გამოუვიდა რაღაც, გადაღლილიაო ვერ იტყვი ახლახანს დაბრუნდა დასვენებიდან, ვერც სხვა ფაქტრს დააბრალებ მარა აშკარად უნდა მიხვდეს რო გამოფხიზლდეს და ძველებურად მოიქოქოს, ფლანგზე რომ გადაწია არსენალთან თითქოს რაღაც გამოსდიოდა, თითქოს ფაფხურობდა და ეგეც უნდა სცადოს უცვალოს პოზიციები რო იდეალური ვარიანტი მონახონ.
0
№12
ავტორი: red devil
12 ოქტომბერი 2015 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა საერთოდ ვეღარ თამაშობს
0
№13
ავტორი: The Special One
12 ოქტომბერი 2015 21:23
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
Wardell,
მთავარია ევერტონთან და სიტისთან არ შემოგვთავაზოს ეს ძალით "ექსპერიმენტები".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top