თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2015, 17:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2551,
კომენტარები: 12
როხოს მარტინს ინდი ჩაანაცვლებს
ბრუნო მარტინს ინდი არგენტინელის შემცვლელად მოიაზრება.
როხოს მარტინს ინდი ჩაანაცვლებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარკოს როხოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდის და არგენტინელს "პორტუს" მცველით, ბრუნო მარტინს ინდით შეცვლის.

ლუი ვან გაალისა და მარკოს როხოს ურთიერთობა, როგორც ცნობილია, გართულდა და ჰოლანდიელი სპეციალისტი მის იდეალურ შემცვლელად მარტინს ინდის მოიაზრებს.

როხოს მსგავსად, ინდიც მარცხენა ფეხით თამაშობს და დაცვის ცენტრალური და მარცხენა პოზიციების დაფარვა შეუძლია, რაც გააკეთა კიდეც "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

"იუნაიტედმა" უკვე გაგზავნა სკაუტები მარტინს ინდიზე დასაკვირვებლად, რომელმაც სანაკრებო სადებიუტო მატჩი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ჩაატარა და გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მატჩიდან ექვსში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს იწურება და როგორც მოსალოდნელია, კარიერას ზამთრიდან "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ilker
10 ოქტომბერი 2015 17:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ლუი ჰოლანდიელების გარდა ვერავის ამჩნევს, კარგია თუ არა სეზონის ბოლოს გამოჩნდება
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 ოქტომბერი 2015 17:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთ გლეხს მეორეტი ანაცვლებს თუ რა უნდა? როხო მირჩევნია ისევ, მოიყვანა გუნდში და რა უნდა? რას ერჩის აზზე არ ვარ, დაალპო სკამზე ტიპი. ეს რა ჩვევა აქვს ტიპს, ამასაც გააგდებს უეჭველი ისე მიდის საქმე
0
№3
ავტორი: Malboro463
10 ოქტომბერი 2015 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ვინმე წესიერი მაინც მოიყვანოს რა ინდი არ ამართლებს ამის გაკეთებული ტრანსფერები გაუკეთო უნდა და გაყარო გუნდიდან ყველა
0
№4
ავტორი: chudikone
10 ოქტომბერი 2015 18:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რაის მარტინს ინდი, ხო არ ექავება ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ოქტომბერი 2015 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარტინს ინდს ისევ როხო მირჩევნია. რატო იცის ეს ფეხბურთელების ამოჩემება ვერ ვხვდები რაა. 1 თვე ათამაშა მეორე შემადგენლობაში. კი მესმის, რომ დასასჯელი იყო როცა თავის დროზე ვერ ჩავიდა ამერიკაში, მაგრამ ზედმეტები მოსდის ხოლმე ხანდახან.
0
№6
ავტორი: abrama
10 ოქტომბერი 2015 20:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Au es ar moatriooo raaa luii.
Vinebi mogyavs liverpulis mwvrtneli xom ar xar tooo.
0
№7
ავტორი: deqstera
11 ოქტომბერი 2015 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
დიდი განსხვავება არარის ამათ შორის თან ძირითადისთვის მაინც არცერთი არვარგა, ასე რომ თუ ერთ 20მილიონად გაყიდეს როხო ჯობია ისევ გაყიდონ!!

პლიუს როხო 25წლისაა და ინდი 23ის, ასე რომ ვნახოთ თან ინდი ჯანზეა და შეიძლება ამ 2წელში მაგრად მოიხოდოს...
0
№8
ავტორი: Malboro463
11 ოქტომბერი 2015 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
გუნდს უკვე ჩამოყალიბებული მაღალი კლასის ფეხბურთელები ჭირდება . არსენალის დონეზეც აღარ არიან
0
№9
ავტორი: ilker
11 ოქტომბერი 2015 12:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
Malboro463,
არსენალის დაბალი დონის ფეხბურთელები ყავსს???
0
№10
ავტორი: Malboro463
11 ოქტომბერი 2015 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ilker,
დაბალი არ მითქვამს მარა არც ვარსკვლავებითა გატენილი. დაცვის ხაზზე ყველა ერთი დონის ფეხბურთელი ყავს არც ნახევარდაცვის ცენტრი და თავდასხმა გამოირჩევა ერთი ფლანგებზე ყავთ სანჩესი და ვოლკოტი ძლიერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top