თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2015, 17:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2552,
კომენტარები: 12
როხოს მარტინს ინდი ჩაანაცვლებს
ბრუნო მარტინს ინდი არგენტინელის შემცვლელად მოიაზრება.
როხოს მარტინს ინდი ჩაანაცვლებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარკოს როხოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდის და არგენტინელს "პორტუს" მცველით, ბრუნო მარტინს ინდით შეცვლის.

ლუი ვან გაალისა და მარკოს როხოს ურთიერთობა, როგორც ცნობილია, გართულდა და ჰოლანდიელი სპეციალისტი მის იდეალურ შემცვლელად მარტინს ინდის მოიაზრებს.

როხოს მსგავსად, ინდიც მარცხენა ფეხით თამაშობს და დაცვის ცენტრალური და მარცხენა პოზიციების დაფარვა შეუძლია, რაც გააკეთა კიდეც "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

"იუნაიტედმა" უკვე გაგზავნა სკაუტები მარტინს ინდიზე დასაკვირვებლად, რომელმაც სანაკრებო სადებიუტო მატჩი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ჩაატარა და გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მატჩიდან ექვსში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს იწურება და როგორც მოსალოდნელია, კარიერას ზამთრიდან "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Lee Sharpe
11 ოქტომბერი 2015 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ვაიიმე გააშორის თუ მაინც და მაინც ჰოლანდიელი უნდა მოიყვანოს დე ვრეი,კონგოლო,ველტმანი, ბრუმა ან თუნდაც ყოფილი სიტიზენი რეკიკი ოღონდ ეს მოუქნელი ჩამოსხმა არა
0
№12
ავტორი: i am united
21 ოქტომბერი 2015 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
როხო ჯობია მარტინს ინდს ბევრად...
რავი მე ასე ვფიქრობ wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top