REDARMY.GE – ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფან–კლუბის ყველაზე გამორჩეული საიტი დღეს სამი წლის გახდა. ამ სამი წლის განმავლობაში საიტი მუდმივ პროგრესს განიცდის და ეს თითოეული მომხმარებლის დამსახურებაა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ წინსვლაზე და ვცდილობთ, საიტის მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი "მანჩესტერ იუნაიტედზე" ყველანაირი სიახლის მისაღებად.
ჩვენ შექმნის დღიდან ვუწევთ ორგანიზებას ფან–კლუბის შეკრებებს, რათა "იუნიატედის" გულშემატკივრებმა ერთად შეძლონ საყვარელი კლუბის მხარდაჭერა. საიტის დიდი სურვილია, კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ფან–კლუბის შეკრებები და საშუალება მისცეს "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, ერთად უყურონ საყვარელი კლუბის თამაშებს.
საიტი უკვე 3 წელია ქართველი გულშემატკივრებისათვის ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში განახლებას ემსახურება.
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მომხმარებელს, ვინც ამ ხნის განმავლობაში საიტის გვერდით იდგა.