თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2015, 23:54
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2119,
კომენტარები: 18
REDARMY.GE 3 წლისაა!
დღეს საიტს 3 წელი შეუსრულდა
REDARMY.GE 3 წლისაა!
REDARMY.GE – ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფან–კლუბის ყველაზე გამორჩეული საიტი დღეს სამი წლის გახდა. ამ სამი წლის განმავლობაში საიტი მუდმივ პროგრესს განიცდის და ეს თითოეული მომხმარებლის დამსახურებაა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ წინსვლაზე და ვცდილობთ, საიტის მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი "მანჩესტერ იუნაიტედზე" ყველანაირი სიახლის მისაღებად.

ჩვენ შექმნის დღიდან ვუწევთ ორგანიზებას ფან–კლუბის შეკრებებს, რათა "იუნიატედის" გულშემატკივრებმა ერთად შეძლონ საყვარელი კლუბის მხარდაჭერა. საიტის დიდი სურვილია, კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ფან–კლუბის შეკრებები და საშუალება მისცეს "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, ერთად უყურონ საყვარელი კლუბის თამაშებს.

საიტი უკვე 3 წელია ქართველი გულშემატკივრებისათვის ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში განახლებას ემსახურება.

REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მომხმარებელს, ვინც ამ ხნის განმავლობაში საიტის გვერდით იდგა.
საიტის სიახლეები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
10 ოქტომბერი 2015 10:54
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
General,
ამ შემთხვევაში ხარისხი რაოდენობას ჯობია.

3 წელია მუდამ წინ და წინ მიიწევს საიტი და ფან-კლუბი, მიხარია, რომ პირველივე დღეებიდან redarmy-ს წევრი ვარ. love
0
№12
ავტორი: Best 7
10 ოქტომბერი 2015 10:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გილოცავთ ყველას! manunited
0
№13
ავტორი: Silver
10 ოქტომბერი 2015 11:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ჩემთვის #1 საიტია, გილოცავთ 3d_5
0
№14
ავტორი: Mufc7
10 ოქტომბერი 2015 12:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ლაშასი არ იყოს, მეც კარგად მახსოვს, ჩემ თვალწინ ნელ-ნელა როგორ იქმნებოდა ის, რასაც რედარმი ჰქვია. რამდენი შრომაა ჩადებული, რამდენი გათენებული ღამეები, რამდენი ნერვიულობა, მაგრამ თითოეული კომენტარი, რომელსაც წერთ, ის თითოეული გაღიმებული სახე შეკრებაზე, გვავიწყებინებს იმ ყველაფერს და გვაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტად მოვიყვანოთ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' თითოეულ თქვენგანამდე. არ არსებობს ის სიტყვა, რომლითაც მე მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე ქმიან რედარმის ისტორიას- მაშინ, როცა ყველას სძინავს, თარგმნიან სტატიებს, მუშაობენ დიზაინზე, ახალ პროექტებზე, იდეებზე, ჩვენ ვიღვიძებთ, შემოვდივართ საიტზე და გვხვდება ამ ადამიანების შრომა love მადლობა გიორგის, რომ არა ის, დღეს ვერ ვიამაყებდით ამ საიტით, მადლობა ადმინისტრაციის ყველა წევრს love მე ამაყი ვარ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ამ დიდი ოჯახის პატარა წევრი. მინდა, რომ ერთ დღესაც ჩვენი ოჯახი ერთად წავიდეს ''ოცნების თეატრში''... მინდა, რომ კიდევ ბევრი 3 წელი აღვნიშნოთ ერთად love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: lefty
10 ოქტომბერი 2015 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
გილოცავთ იუბილეს.მაგრები ხართ ეგრე გააგრძელეთ 3d_5
0
№16
ავტორი: Jubo
10 ოქტომბერი 2015 17:32
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყველაზე მაგარი კლუბის ყველაზე მაგარი ქართული ფან-კლუბი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: Goginashvili777
10 ოქტომბერი 2015 19:36
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ყოჩაღებოო love მართლაც, უმთავრესი ხარისხია და სწორედ ეს არის ამ საიტზე ძალიან მაღალ დონეზე... რომ არაფერი ვთქვათ დიზაინზე და უამრავ პროექტზე, მათ შორის ფან-არტზე.... ამ 3 წელში ძალიან ბევრი რამ მომცა ამ საიტმა და რათქმა უნდა ეს ყოველივე ჩვენი მომხმარებლემბის დამსახურებააა.... იმედია არჩეული გეზით გავარგრძელებთ გზას და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტებს იხილავს გულშემატკივარი...

მადლობა Redarmy.ge-ს.... manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№18
ავტორი: tedore
11 ოქტომბერი 2015 02:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
გილოცავთ და კიდევ მრავალი წელი ყოფილიყოს ეს საიტი ესეთი კარგი და საინტერესო. მე ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი და ძალიან მომწონს განსაკუთრებით მომეწონა ინოვაცია რომელსაც fantasy premier league ქვია. ესე გააგრძელეთ მადლობა ადმინისტრაციას! როგორც რიგითი მომხმარებელი, ვისურვებდი უფრო მეტ კომენტარებს და აქტიურობას მაგრამ არა ჭორაობას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top