თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 6 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ხუთ გამარჯვებას მიაღწიეს და ერთხელ დამარცხდნენ. გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ენტონი მარსიალი, ხუან მატა და კრის სმოლინგი იბრძოლებენ.
ენტონი მარსიალი 6 შეხვედრაში (4 სასტარტო, 2 სათადარიგო) 4 გოლი -1 საგოლე გადაცემა.შეიძლება ითქვას, რომ გასული თვე ენტონი მარსიალისთვის შთამბეჭდავი გამოდგა, რამეთუ 1 სექტემბერს ენტონი "მანჩესტერ იუნაიტედს" შემოუერთდა და სადებიუტო შეხვედრაში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. გარდა "ლივერპულთან" გატანილი გოლისა, ენტონიმ თავი "საუთჰემტონთან" შეხვედრაშიც გამოიჩინა (2). ენტონიმ მორიგი გოლის გატანა "იფსვიჩთან" შეძლო, ხოლო მაყურებელმა მისი ბოლო აქტივი "სანდერლენდთან" მატჩში იხილა, როდესაც უეინ რუნის გაატანინა.
ხუან მატა 6 შეხვედრა (ყველა სასტარტო) 3 გოლი - 3 საგოლე გადაცემა.გასულ თვეში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერის ფუნქცია ხუან მატამ შეითავსა და საკმაოდ კარგადაც გაართვა თავი. ამ ყველაფერზე მისი სტატისტიკა და თამაშის ხარისხი მეტყველებს. ხუანი გასულ 6-ვე შეხვედრაში გამორჩეული გახლდათ, რომელშიც 3-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, აქედან 2-ჯერ ზედიზედ. ის ასვე საუცხოო იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, რომელშიც ჯერ ზუსტად შეასრულა მისივე მოპოვებული თერთმეტ მეტრიანი, ხოლო შემდეგ ულამაზესი პასით კრის სმოლინგს გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა. გარდა ამისა, ხუანმა ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოიპოვა ადგილი.
კრის სმოლინგი 6 შეხვედრა (ყველა სასტარტო) 1 გოლი.კრისი ზედიზედ მეორედ არის წარდგენილი თვის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატურაზე. აგვისტოს თვეში ამ ჯილდოს მოსაპოვებლად მას მატეო დარმიანმა აჯობა. ნათელია, რომ სმოლინგმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და თამაშის ხარისხითაც საუკეთესო უკანახაზელია. მიმდინარე თვეში, კრისის აქტივში 1 გატანილი ბურთია, რომელის გატანაც მან "ვოლფსბურგის" კარში შეძლო და კლუბს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.
წყარო:
Manutd.com