თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2015, 23:23
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2220,
კომენტარები: 12
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 6 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ხუთ გამარჯვებას მიაღწიეს და ერთხელ დამარცხდნენ. გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ენტონი მარსიალი, ხუან მატა და კრის სმოლინგი იბრძოლებენ.

ენტონი მარსიალი 6 შეხვედრაში (4 სასტარტო, 2 სათადარიგო) 4 გოლი -1 საგოლე გადაცემა.

შეიძლება ითქვას, რომ გასული თვე ენტონი მარსიალისთვის შთამბეჭდავი გამოდგა, რამეთუ 1 სექტემბერს ენტონი "მანჩესტერ იუნაიტედს" შემოუერთდა და სადებიუტო შეხვედრაში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. გარდა "ლივერპულთან" გატანილი გოლისა, ენტონიმ თავი "საუთჰემტონთან" შეხვედრაშიც გამოიჩინა (2). ენტონიმ მორიგი გოლის გატანა "იფსვიჩთან" შეძლო, ხოლო მაყურებელმა მისი ბოლო აქტივი "სანდერლენდთან" მატჩში იხილა, როდესაც უეინ რუნის გაატანინა.

ხუან მატა 6 შეხვედრა (ყველა სასტარტო) 3 გოლი - 3 საგოლე გადაცემა.

გასულ თვეში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერის ფუნქცია ხუან მატამ შეითავსა და საკმაოდ კარგადაც გაართვა თავი. ამ ყველაფერზე მისი სტატისტიკა და თამაშის ხარისხი მეტყველებს. ხუანი გასულ 6-ვე შეხვედრაში გამორჩეული გახლდათ, რომელშიც 3-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, აქედან 2-ჯერ ზედიზედ. ის ასვე საუცხოო იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, რომელშიც ჯერ ზუსტად შეასრულა მისივე მოპოვებული თერთმეტ მეტრიანი, ხოლო შემდეგ ულამაზესი პასით კრის სმოლინგს გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა. გარდა ამისა, ხუანმა ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოიპოვა ადგილი.

კრის სმოლინგი 6 შეხვედრა (ყველა სასტარტო) 1 გოლი.

კრისი ზედიზედ მეორედ არის წარდგენილი თვის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატურაზე. აგვისტოს თვეში ამ ჯილდოს მოსაპოვებლად მას მატეო დარმიანმა აჯობა. ნათელია, რომ სმოლინგმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და თამაშის ხარისხითაც საუკეთესო უკანახაზელია. მიმდინარე თვეში, კრისის აქტივში 1 გატანილი ბურთია, რომელის გატანაც მან "ვოლფსბურგის" კარში შეძლო და კლუბს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

წყარო: Manutd.com


ვინ იყო თვის საუკეთესო ფეხბურთელი ?

ენტონი მარსიალი
ხუან მატა
კრის სმოლინგი

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red monster
4 ოქტომბერი 2015 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მატას მივეცი ხმა. მარსიალსაც შეიძლებოდა მაგრამ ახალგაზრდაა და გაიზრდება და ხშირად მოუწევს და იმედია არამარტო თვის საუკეთესო ფეხბურთელად. მაგან მოინდომოს და თავის სიტყვას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იტყვის. ამჯერად კი მატა
0
№12
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2015 10:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რთულია არჩევანის გაკეთება, სამივე იმსახურებს, მაგრამ მაინც მარსიალს მივეცი ხმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top