"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა უეინ რუნი დაიცვა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ წარუმატებელი მატჩი ჩაატარა.
უეინ რუნის შეხვედრაში ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, როცა ანტონი მარსიალმა კარის გასწვრივ დაბალი გადაცემა მიაწოდა, მაგრამ ინგლისელმა მომენტი ვერ გამოიყენა.
29 წლის ფორვარდი გულშემატკივარმა გააკრიტიკა, მაგრამ სქოულზი "იუნაიტედის" კაპიტანს გამოექომაგა და იმედი გამოთქვა, რომ რუნი რეაბილიტირებას მოახდენს.
"ვის აღელვებს რა ხდება სოციალურ ქსელებში? მე - არა. საუკეთესო საღამო ვერ ჩაატარა, ეს ყველამ ვნახეთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რა შეუძლია უეინს. თუ სეზონს ბოლომდე დაასრულებს, 20-25 გოლს გაიტანს.
შესაძლოა, ეს არ იყო საუკეთესო საღამო, მაგრამ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ცუდი საღამოს შემდეგ კვირას 2-3 გოლი გაიტანოს. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც იქნება".