თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2015, 21:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2388,
კომენტარები: 13
სქოულზმა რუნი დაიცვა
პოლ სქოულზი თანამემამულეს იცავს.
სქოულზმა რუნი დაიცვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა უეინ რუნი დაიცვა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ წარუმატებელი მატჩი ჩაატარა.

უეინ რუნის შეხვედრაში ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, როცა ანტონი მარსიალმა კარის გასწვრივ დაბალი გადაცემა მიაწოდა, მაგრამ ინგლისელმა მომენტი ვერ გამოიყენა.

29 წლის ფორვარდი გულშემატკივარმა გააკრიტიკა, მაგრამ სქოულზი "იუნაიტედის" კაპიტანს გამოექომაგა და იმედი გამოთქვა, რომ რუნი რეაბილიტირებას მოახდენს.

"ვის აღელვებს რა ხდება სოციალურ ქსელებში? მე - არა. საუკეთესო საღამო ვერ ჩაატარა, ეს ყველამ ვნახეთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რა შეუძლია უეინს. თუ სეზონს ბოლომდე დაასრულებს, 20-25 გოლს გაიტანს.

შესაძლოა, ეს არ იყო საუკეთესო საღამო, მაგრამ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ცუდი საღამოს შემდეგ კვირას 2-3 გოლი გაიტანოს. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც იქნება".
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red monster
2 ოქტომბერი 2015 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
რუნი ვერ ჩამოყალიბდა დაიცვას თუ შეუტიოს. სქოულზის დაცვა კი არა კაი შეშინება უნდა თავის ნახევარზე რო ვაბშე აღარ ჩავიდეს :D
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ოქტომბერი 2015 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნის აშკარად სისწრაფე აქვს დაკარგული, რაც ხელს უშლის რომ ბევრი გოლები გაიტანოს. მიუხედავად ყველაფრისა მჯერა, რომ ძველი რუნი თუ არა იმის ნახევარი მაინც იქნება.
0
№13
ავტორი: owen7
2 ოქტომბერი 2015 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რუნი აგარ არის ის დონე რაც იყო ჩემი აზრით მის გარეშე გუნდი უკეთ ითამაშებს. ტყუილა იგებს ამდენ ხელპას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top