თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2015, 08:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2973,
კომენტარები: 11
იანგი: "პოკერის გაკეთება გვსურს"
ეშლი იანგს გუნდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ეშლი იანგმა განაცხადა, რომ "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე სეზონში ოთხივე ტიტულის მოგება სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალმა მისი გუნდისთვის დრო ითხოვა და პრემიერ ლიგაში გამარჯვება მხოლოდ მომდევნო სეზონისთვის გადადო, იანგს თასების მოგების იმედი წელსაც აქვს.

"ეს სეზონი ტიტულის მოგების იმედით დავიწყეთ. ისეთ კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", სურს, ყველა ტურნირზე გამარჯვების პრეტენზია ჰქონდეს. გვინდა, ტიტულების მოგებას დავუბრუნდეთ.

ამჟამად კარგად გამოვდივართ პრემიერ ლიგაში, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ვნახოთ, რა გამოვა ამისგან",
- განაცხადა იანგმა.

ინგლისელმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის მარცხენა მცველის პოზიციაზე ლუკ შოუ ჩაანაცვლოს.

"უნივერსალური მოთამაშე ვარ და ამ პოზიციის დაკეტვა შემიძლია. ამ როლს ლიგის თასის მატჩში ვასრულებდი და თუ მწვრთნელი კვლავ გამომიყვანს დაცვის მარცხენა ფლანგზე, 110 პროცენტით დავიხარჯები, როგორც ყოველთვის.

ამ პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და ადრეც შემისრულებია ასეთი დავალება. რა თქმა უნდა, ეს როლი უფრო დაცვით ფუნქციებს შეიცავს, მაგრამ გავუმკლავდები",
- დაასრულა ეშლიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2015 08:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედი კარგი რამეა, მაგრამ ამავდროულად საშიშიც. ტიტულები გუნდს უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს და გულშემატკივარსაც ბედნიერს გაგვხდის, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, რამდენად გვაქვს შანსი ყველა ტიტულის მოგების?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 სექტემბერი 2015 09:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
შე შე ამას... მოუნდა ბიჭს პოკერიი :) პოკერი კი არა დუბლი გააკეთეთ წელს, მადლობას გეტყვით
0
№3
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2015 09:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პრემიერ ლიგის მოგება საკმარისი იქნებოდა წელს. არ არის სავალდებულო ყველა ტურნირი ერთად მოვიგოთ, რომ ძველი დიდება დაბრუნდეს. მაგის გაკეთებას რომ ბევრი ძალისხმევა დასჭირდება და რთული იქნება, ბევრი მტკიცება არ უნდა. მაგრამ წელსაც უტიტულოდ დარჩენა მეტისმეტი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: chudikone
29 სექტემბერი 2015 09:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წადი გადაშენდი რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 სექტემბერი 2015 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"უნივერსალური მოთამაშე ვარ" - ესეიგი ვინც წელიწადში ერთხელ ორ პოზიციაზე ითამაშებს თავი ყველას უნივერსალი გონია areyoukiddingme
0
№6
ავტორი: Lee Sharpe
29 სექტემბერი 2015 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მოგი***ნ უნივერსალი დედის ცენზურა biggrin2
0
№7
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2015 10:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პოკერი არ მინდა, არც მაქვს იმედი, ერთი პრემიერ ლიგა მოგვაგებინა და მეტი არაფერი მინდა წელს.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2015 16:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისევ ამას მოუწევს ფლანგზე დადგომა ნახავთ. ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც ეს მგონია რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს
0
№9
ავტორი: Wardell
29 სექტემბერი 2015 16:15
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
პოკერი და ტრებლი ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ერთ ტიტულს კი გავწევთ წელს მგონი am
0
№10
ავტორი: GGMU1
29 სექტემბერი 2015 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
შენ ლიჟბი პრემიერ ლიგა დადე და პოკერი მომავალ წელს იყოს biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top