თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2015, 08:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2974,
კომენტარები: 11
იანგი: "პოკერის გაკეთება გვსურს"
ეშლი იანგს გუნდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ეშლი იანგმა განაცხადა, რომ "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე სეზონში ოთხივე ტიტულის მოგება სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალმა მისი გუნდისთვის დრო ითხოვა და პრემიერ ლიგაში გამარჯვება მხოლოდ მომდევნო სეზონისთვის გადადო, იანგს თასების მოგების იმედი წელსაც აქვს.

"ეს სეზონი ტიტულის მოგების იმედით დავიწყეთ. ისეთ კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", სურს, ყველა ტურნირზე გამარჯვების პრეტენზია ჰქონდეს. გვინდა, ტიტულების მოგებას დავუბრუნდეთ.

ამჟამად კარგად გამოვდივართ პრემიერ ლიგაში, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ვნახოთ, რა გამოვა ამისგან",
- განაცხადა იანგმა.

ინგლისელმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის მარცხენა მცველის პოზიციაზე ლუკ შოუ ჩაანაცვლოს.

"უნივერსალური მოთამაშე ვარ და ამ პოზიციის დაკეტვა შემიძლია. ამ როლს ლიგის თასის მატჩში ვასრულებდი და თუ მწვრთნელი კვლავ გამომიყვანს დაცვის მარცხენა ფლანგზე, 110 პროცენტით დავიხარჯები, როგორც ყოველთვის.

ამ პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და ადრეც შემისრულებია ასეთი დავალება. რა თქმა უნდა, ეს როლი უფრო დაცვით ფუნქციებს შეიცავს, მაგრამ გავუმკლავდები",
- დაასრულა ეშლიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
30 სექტემბერი 2015 15:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პოკერი და პენტატრიკი მომინდომა lol ამ შემადგენლობით ერთი ტიტული თუ მოვიგეთ კარგი იქნება. ორი უკვე სერიოზული მიღწევა იქნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top